დეზინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოს მხოლოდ სამხედრო სფეროში ეხმარება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

აშშის დახმარება
416
VIEWS

2019 წლის 14 მარტს ონლაინ-გამოცემა „საქინფორმმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „რატომ არის ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მხოლოდ შეიარაღების, სამხედრო მომზადებისა და ანტირუსული პროპაგანდისთვის განკუთვნილი?“. „საქინფორმის“ მტკიცებით, აშშ-ის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის ფინანსური რესურსები მხოლოდ სამხედრო საჭიროებისთვის და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ არის გამოყოფილი. „საქინფორმის“ თანახმად, ვაშინგტონი საქართველოს ფინანსურ დახმარებას არ უწევს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება და ინსტიტუციური რეფორმები და ქვეყანას მხოლოდ თავდაცვისა და სამხედრო სფეროებში ეხმარება, რაც მის ინტერესებში შედის.

საქინფორმი: “რატომ ჰპირდებიან საქართველოს …. ფულს მხოლოდ სამხედრო საჭიროებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ვაშინგტონს უფრო სჭირდება, ვიდრე თბილისს? სად არის გრანტები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, განათლების, ინსტიტუციური რეფორმებისთვის?! განა „მთავარი სტრატეგიული პარტნიორები“ ასე იქცევიან?!”

“საქინფორმის” მტკიცება, თითქოს 2020 წლის აშშ -ის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საქართველო ფინანსურ დახმარებას მხოლოდ სამხედრო სფეროში და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიღებს, დეზინფორმაციაა. ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია დახმარება საქართველოს  ეკონომიკასა და სამართალდამცავი სექტორისათვის, დემოკრატიის  გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ  ბოლო 10 წლის მანძილზე (2008-2018 წწ) სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სხვა დარგების,  ასევე განათლების სექტორისა და ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებისათვის აშშ-მა საქართვლოს $ 890 მლნ-ზე მეტი დახმარება გამოუყო.

1. აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია საქართველოს დახმარება არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ ეკონომიკის, სამართალდამცავი სექტორების, დემოკრატიის  გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის თანხის გამოყოფას, არა მხოლოდ თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად და რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად, არამედ ეკონომიკის, სამართალდამცავი სექტორის დახმარებისა და ქვეყნის განვითარების პროგრამების მხარდასაჭერად, ასევე ნარკოტიკებთან ბრძოლისათვის.

2019 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულ 2020 წლის კონგრესის ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტში საქართველო აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული. ბიუჯეტის პროექტით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში  “საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამისთვის“- $26,4 მლნ,

„საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის“ – $75 მლნ, ასევე,  ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე მდებარე ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და “რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად“ $308 მლნ-ია გათვალისწინებული.  დასახელებული პროგრამების ნაწილი საქართვლოც არის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე მდებარე ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების პროგრამა  ამ სახელმწიფოების დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას, რეგიონში დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

აშშ-ის კონგრესის ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკური მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის $38.5 მლნ-ია გამოყოფილი.
ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლისა და სამართალაღსრულების მიმართულება კი საქართველოს დახმარებას $ 3 მლნ.-ით ითვალისწინებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი არ არის საბოლოო ვერსია და შესაძლებელია მასში ცვლილებები შევიდეს.

2. აშშ-მა  საქართველოს 27 წლის მანძილზე სხვადასხვა სექტორში $3,3 მილიარდზე მეტი დახმარება გამოუყო

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1992-2018წწ),  27 წლის მანძილზე, საქართველოს აშშ-ის მთავრობისგან მიღებული აქვს $3 მილიარდ 308 მილიონ მეტი ოდენობის ფინანსური დახმარება. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ინსტიტუციური რეფორმების განვითარებას  მოხმარდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1992-2017 წლებში საქართველომ აშშ-ის მთავრობისგან მიიღო 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება, ხოლო აშშ-ის მთავრობის საგარეო დახმრების პროგრამის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს  – $108 030 000.

მაგალითად, აშშ-ის მთავრობა დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. 2001 წლიდან მოყოლებული $1 000 000 მეტი იქნა გამოყოფილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2009 წელს 29 100 აშშ დოლარით დაფინანსდა სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ხატებისა და ხელნაწერების კონსერვაცია. 2013 წელს გელათის მონასტრის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ იქნა $600 000. გასულ წელს, უფლისციხის პროექტმა აღნიშნულ პროგრამაში გაიმარჯვა და ეროვნული მნიშველობის სტატუსის მქონე კლდეში ნაკვეთი ქალაქის დაცვა და კონსერვაცია $199 600 იქნა დაფინანსებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა სახის სტიპენდიას გასცემს ქართველი სტუდენტებისთვის და პედაგოგებისთვის. აღსანიშნავია „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა“ – ფლექსი. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში.

"

წყარო: www.foreignassistance.gov


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist