დეზინფორმაცია, თითქოს აფხაზეთში უფლებები ისევე ირღვევა, როგორც ევროპაში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

hhhhggg
179
VIEWS

რუსულ მედიაში ჟენევის მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის შემდეგ ამ ფორმატის მიმართ კრიტიკა და მანიპულაციური შეფასებები ჩნდება. 2019 წლის აპრილის დასაწყისში ჟენევის დისკუსიების 47-ე რაუნდი გაიმართა, რასაც რუსულენოვან მედიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები მოჰყვა. მაგალითად, 2019 წლის 12 აპრილს 2019 წლის 12 აპრილს “ნეტგაზეთმა” გამოაქვეყნა გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას ინტერვიუ, რომელიც მან 11 აპრილს აფხაზურ გამოცემა НУЖНАЯ ГАЗЕТА-ს მისცა. ინტერვიუში თემურ ნადარია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობის შთაბეჭდილებებზე საუბრობს. ნადარაიას თქმით, ჟენევის დისკუსიების დროს აქცენტი მხოლოდ აფხაზეთში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევებზე კეთდება მაშინ, როდესაც მსგავსი დარღვევები დასავლეთშიც ხდება.

თემურ ნადარაია, გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი: “ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავდაცვისა და თავის მართლების პოზიციაში აქ, შეტევაზე უნდა გადავიდეთ, და ეს უნდა გაკეთდეს გონივრულად და დიპლომატიურად.  მუდმივად პასუხი გვიწევს კითხვებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. ასეთი დარღვევები, რომლებსაც ჩვენ გვაბრალებენ, გარწმუნებთ, დასავლეთში ყოველდღე ასეულობით ხდება. მაგრამ მათ, ბუნებრივია, ამის დანახვა არ სურთ და მხოლოდ ჩვენი დარღვევების ნახვა შეუძლიათ.“

თემურ ნადარაიას განცხადება, თითქოს აფხაზეთში ადამიანის უფლებები ისევე ირღვევა, როგორც დასავლეთში, დეზინფორმაციაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, აფხაზეთში ვითარების შესახებ, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მკვლევარებისა თუ ინსტიტუციების მიერ მრავალი კრიტიკული შეფასება გამოქვეყნდა, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეში დაღრვევის შესახებ. ტენდენცია აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის. კვლევებისა და ანგარიშებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ უფლებების ჩამონათვალს, რომელიც აფხაზეთში ყველაზე ხშირად ირღვევა:

1. თავისუფალი გადაადგილების უფლება

ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილების უფლება განსაკუთრებით ირღვევა. საოკუპაციო ხაზთან საზღვრის უკანონოდ კვეთის მოტივით ხშირია დაკავებები, რაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ანგარიშშიც აისახა:
ეს უფლება განსაკუთრებით ირღვევა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის, რადგან ადმინისტრაციულ ხაზთან, მათი უკანონო დაკავებები მუდმივად მიმდინარეობს, სახელმწიფო საზღვრის კვეთის მოტივით.  როგორც ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) ანგარიშში აისახა:

FIDH: „სწორედ ეს პრობლემა ქმნის ბარიერს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლების განხორციელებაში. მოქალაქეებს განსაკუთრებული პრობლემა მაშინ ექმნებათ, როცა ცდილობენ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას. ამ „საზღვრებს“ რუსი სამხედროები აკონტროლებენ და ისინი საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არა აქვთ აფხაზური და რუსული პასპორტები და რომლებიც გამყოფი ხაზის გადალახვას ცდილობენ. მოქალაქეებს ე.წ. საზღვრებზე ხშირად საათობით უწევთ ლოდინი“.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშში, ასევე ვკითხულობთ:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 140 დაკავებული ადამიანი დააფიქსირა… სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, იანვარ-სექტემბრის თვეში 177 ადამიანი დააკავეს აფხაზეთის, ხოლო 104 ადამიანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრთან”

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე არის საუბარი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშშიც, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი მწვავე საკითხი ამ კუთხით ადმინისტრაციული საზღვრის ერთ თვეზე მეტი ვადით ჩაკეტვა იყო.

ევროპის საბჭო: “მთავარი კრიტიკული მოვლენა, რომელიც გადაადგილების თავისუფლებას ეხებოდა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საზღვრის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი ჩაკეტვა იყო, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში H1N1  ვირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო რისკად აღქმულ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ეხებოდა.”

ანგარიშში ასევე არის საუბარი ადმინიტრაციული საზღვრის კვეთის პოლიტიკის ცვილებებზე. აფხაზეთის დე ფაქტო პასპორტის გამოყენება ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისათვის შესაძლებელი აღარ იქნება, ხოლო ე.წ. ფორმა N9-ის მფლობელები ვალდებულები იქნებიან, რომ დე ფაქტო “უცხოეთშ ცხოვრების ნებართვა” აიღონ. ევროპის საბჭოს ანგარიში აღნიშნულია, რომ ამ პოლიტიკამ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა – ისინი უცხოელებად მათი წინაპრების მიწებზე უნდა გამოცხადნენ.

    2. განათლების მიღებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება

განათლების პრობლემა და ქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართულად სწავლების საჭიროება ასახულია ულოფ პალმეს სახელობის საერთაშორისო ცენტრის  გამოქვეყნებულ მასალში ,,ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე აფხაზეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის სადავო ტერიტორიაზე“, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკომისიის ყოფილი საგანგებო მრჩევლის თომას ჰამემბერგის და სამხრეთ კავკასიის საკითხთა ექსპერტის, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორის მაგდალენა გრონოს მიერ ჩატარებულ კვლევასა და აფხაზეთში მათ რამდენიმე ვიზიტს ეფუძნება:

“გალისა და ტყვარჩელის სკოლებში ქართული ენა, როგორც სასწავლო ენა რუსულით 1994 წელს შეიცვალა. ამის შემდეგ, ქართული როგორც უცხო ენა, ან არჩევითი საგანი, ისე ისწავლება.” – აღნიშნულია ანგარიშში.

განათლების მიღებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას ავროპის საბჭოს უახლეს კონსოლიდირებულ ანგარიშშიც ეთმობა ყურადღება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვემო გალში  1-7 კლასის მოსწავლეები განათლებას სრულად რუსულ ენაზე იღებენ და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე შეზღუდული წვდომა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების ცნობით, ზემო გალში 9 სკოლიდან 8-ში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს, ხოლო ქართული უცხო ენის სახით ისწავლება. რაც შეეხება ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს, ანგარიშიშ თანახმად, იქ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება საერთოდ არ აქვთ.

     3. არჩევნებში მონაწილეობის უფლება

როგორც Freedom House-ის 2018 წელის ანგარიში აჩვენებს, აფხაზეთში ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა უფლება ხმა მისცეს, იმის მიუხედავად, რომ გალის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა უმეტესობა ქართველია.

Freedom House: “ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მუდმივად შეზღუდულია არჩევნებში ხმის მიცემისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლებისგან. 2017 წელს, გალის მაცხოვრებლების უმეტესობა საქართველოს მოქალაქე იყო, ამის მიუხედავად, მათ არ ჰქონდათ ხმის მიცემის ნება დართული.”

ამ უფლების დარღვევის შესახებ, ასევე იკითხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 და 2018 წლის ანგარიშებშიც.  2018 წლის ანაგრიშში აღნიშნულია:

“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2014 წელს ეთნიკურად ქართველებს აფხაზეთის “მოქალაქეობა” გაუუქმა, რათა არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდა.”

   4. სადამკვირვებლო მისიების საქმიანობის შეზღუდვა

2019 წლის 24 აპრილს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში, მისიას ადგილზე ადამიანის უფლებების შესწავლი შესაძლებლობა შეზღუდული


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist