დეზინფორმაცია: ახალი კანონით კანადაში ჰომოფობ მშობლებს ბავშვებს ართმევენ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

285
VIEWS

2017 წლის 19 ივნისს,  რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ “Колокол России” გაამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად,  ახალი, 89-ე კანონის მიხედვით, კანადაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ ნეგატიურად განწყობილ ოჯახებს ბავშვები ჩამოერთმევათ.

Колокол России: “ ამა წლის ივნისის დასაწყისში, ონტარიოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, მშობლებს, რომლებიც არატრადიციულ  ქორწინებასა და გენდერულ იდეოლოგიას აკრიტიკებენ, ბავშვი ჩამოერთმევათ.”

Колокол России-ის მიერ გავრცელებული მასალა დეზინფორმაციაა , რადგან 89-ე კანონპროექტი ლგბტ წყვილების ქორწინების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოჯახებისათვის ბავშვის ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

ბავშვების ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდასაჭერი 89-ე კანონპროექტის მეხუთე ნაწილის 74-ე მუხლის თანახმად, ბავშვი ოჯახს იმ შემთხვევაში ტოვებს თუ:

  • თუ ბავშვი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია;
  • თუ ბავშვი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშაა;
  • თუ ოჯახი საქმის კურსშია, რომ ბავშვი სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და სათანადო ზომებს არ იღებს;
  • თუ ბავშვს აღენიშნება  მკვეთრად გამოხატული დეპრესია, თვით-დესტრუქციული ქცევა, აგრესია;
  • თუ ბავშვის მშობლები გარდაცვლილები არიან და ბავშვის მოვლის საკითხი უზრუნველყოფილი არ არის;
  • თუ მშობლების უყურადღებობის გამო ან მათი წახალისებით,  12 წლამდე ასაკის ბავშვი სხვა ადამიანს ან მის საკუთრებას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

აღნიშნული კანონი ლგბტ წყვილების ქორწინების საკითხებს საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, Колокол России-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist