აჭარული TV12-ი და ქართული FB გვერდები სნაიპერებზე კრემლის კონსპირაციას ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ქავერი ნანა
1k
VIEWS

სნაიპერების შესახებ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინის მაიდანზე 2014 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების უკან ამერიკის შეერთებული შტატები და მთლიანდ დასავლეთი იდგა, რუსული პროპაგანდა უკვე წლებია ავრცელებს. პირველად ეს ვერსია 2015 წელს გავრცელდა, როდესაც “Комсомольская Правда”-მ პოლონელი პოლიტიკოსის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია “მაიდნის სნაიპერები პოლონეთში ამერიკული ფულით მოამზადეს”. რუსულ მედიაში  ამ კონსპირაციის თეორიის გავრცელება დღემდე არ წყდება.

"

2017 წლის 20-21 ნოემბერს რუსულ მედიაში იტალიურ ტელეარხ Matrix-ით გაშუქებული საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის „უკრაინა: დამალული ჭეშმარიტება“ -ის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფილმის თანახმად, 2014 წლის თებერვალში მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს ევროკავშირისგან მხარდაჭერილი სნაიპერები ესროდნენ. დოკუმენტურ ფილმში ქართველი რესპოდენტები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილმა და მამულაშვილმა ისინი მაიდნის მოვლენებში მონაწილეობისათვის დაიქირავეს. “მითების დეტექტორთან” საუბარში თავად მამულაშვილი აცხადებდა,რომ უკრაინის საზღვარი მხოლოდ 2014 წლის აპრილში გადაკვეთა, ხოლო მაიდნის მოვლენებს 2014 წლის თებერვალში ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, ფილმი არაერთ ფაქტობრივ უზუსტობასა და მანიპულაციებს შეიცავდა.

ფილმის მთავარი “მიგნებები” მაშინვე აიტაცეს კრემლისტურმა მედიებმა: НТВ-მ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა, ტელეკომპანია Звезда-მ, Царьград TV–მ, РИА Новости Украина-მ, Sputnik Эстония-მ და Regnum.ru-მ.  ისინი წყაროდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ტრისტან წითელაშვილს ეყრდნობოდნენ. სწორედ წითელაშვილი გახდა ამ ნარატივის საქართველოში გავრცელების წყარო. 2017 წლის დეკემბერში გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან ქართველ სნაიპერებზე გაყალბებული დოკუმენტური ფილმი კიდევ ერთხელ გაამყარა.

2020 წლის 7 თებერვალს ვებ-გვერდმა tvalsazirisi.ge გაავრცელა ამერიკული ტელეკომპანია One America News-ის ეთერში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი “The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder” (“უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა”). ფილმის ავტორი და მთხრობელი ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი მაიკლ კაპუტოა, რომლის კავშირსაც კრემლის ინფორმაციული ზეგავლენის ოპერაციებთან ე.წ. მიულერის კომისია სწავლობდა.

ფილმში კაპუტო რამდენიმე ქართველი მოწმის ინტერვიუს გვთავაზობს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ  მაიდანზე სნაიპერებად მიხეილ სააკაშვილის და მამუკა მამულაშვილის დავალებთ იდგნენ. ინტერვიუ კაპუტოს ტრისტან წითელაშვილმაც მისცა და კიდევ ერთხეკ გაამყარა მაიდნის მოვლენების დაუსაბუთებელი ვერსია.

"

ფილმში კაპუტო ასევე ცდილობს, რომ ქართველების მონათხრობის საფუძველზე მაიდნის მოვლენებში  ამერიკელი სნაიპერის ბრაიან კრისტოფერ ბოინგერის კვალსაც მიაგნოს. მართალია ბოინგერის პასპორტი ადასტურებს, რომ ის უკრაინაში მაიდნის მოვლენებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ ჩავიდა, კაპუტო მაინც სპეკტიკურადაა განწყობილი და ქართველ რესპონდენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ისინი ყალბ პასპორტებს იყენებდნენ.

"

ვრცლად დოკუმენტური ფილმისა და მისი ავტორის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია.

14 თებერვალს ამერიკული დოკუმენტური ფილმი აჭარაში რეგისტრირებული ონლაინ მედიის TV12 -ის გადაცემა “მედაიტორში” აჩვენეს.  ეს ინფორმაცია 18 თებერვალს კრემლისტური ონლაინ გამოცემა “ნიუს ფრონტის” ვებ-გვერდზე გავრცელდა.  “მედიატორის” 14 თებერვლის ეთერი TV12-ის Youtube არხზე გამოქვეყნდა აღწერით “გაისვარეს თუ არა ხელი უკრაინელების სისხლში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა? გზა კიევამდე გაყალბებული პასპორტებით და სასტუმრო „უკრაინის“ დიდი საიდუმლო”.

როგორ ხდებოდა მასალის გავრცელება სოციალურ ქსელში

გადაცემა “მედიატორის” 14 თებერვლის ეთერი ტელეკომპანია TV12-ის Facebook გვერდზე გაზიარდა, საიდანაც გადააზიარიეს ფეისბუკ გვერდებმა  Iveru.com (მისიის განაცხადში მითითებული აქვს, რომ მისი მიზანია საქართველოს შესახებ რუსეთში, ხოლო რუსეთის შესახებ საქართველოში ობიექტური და სანდო ინფორმაციის გავრცელება), That’s Batumi/ეს ბათუმია/Это Батуми. (გვერდს ჯემალ მეგრელიძის გადაცემის სტუმარი დავით ჩხარტიშვილი მართავს), აჭარის იდეათა ბანკი / Банк идей Аджарии (გვერდს მართავს დავით ჩხარტიშვილი), Newspaper Adjaraps  (მედიაჯგუფ “აჭარა PS”-ის ფეისბუკ გვერდი).

პარალელურად სოციალურ ქსელში “ნიუს ფრონტის” სტატიაც ზიარდებოდა. სტატია გააზიარეს ფეისბუკ გვერდებმა: “ნიუს ფრონტი”, “საქართველო და მსოფლიო”, “სტალინი”.  თავად “ნიუს ფრონტმა” სტატია  რამდენიმე ღია ფეისბუკ ჯგუფში გააზიარა:“Россия и Грузия- дружба навеки!”, “СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი”, “კახა კალაძე თბილისის მერი”, “ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე“.

"""

"""""

"""

"


ტელეკომპანია TV12-ს შესახებ

როგორც “TV12”-ს Facebook გვერდიდან ირკვევა, ტელეკომპანია არის მედია-ჯგუფ „აჭარა P.S.“-ის კონტენტი, რომლის მაუწყებლობა  ვრცელდება ინტერნეტში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “გაზეთი აჭარა PS” 1998 წელს ქობულეთში დარეგისტრირდა და მისი დირექტორი ჯემალ მეგრელიძეა.  მეგრელიძე ასევე  გაზეთ „აჭარა P.S.“ მთავარი რედაქტორი და გადაცემა “მედიატორის” წამყვანია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2014-2017 წლებში შპს “გაზეთი აჭარა PS”-მა ოთხი სამთავრობო ტენდერი მოიგო საერთო ჯამში 26,860 ლარის ღირებულებით. ორი ტენდერი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამოცხადებული იყო, ხოლო ორი – მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist