ალტ-ინფოს მანიპულაცია, თითქოს ლონდონში კრიმინალის ზრდა მუსლიმ მერს უკავშირდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

covvvv
312
VIEWS

2018 წლის 3 აპრილს ქართულმა ონლაინ გამოცემამ “ალტ-ინფო” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონმა ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად გაუსწრო მკვლელობების რიცხვით ნიუ-იურკს და ეს ფაქტი ლონდონის მუსლიმი მერის, სადიქ ხანის პოლიტიკას დაუკავშირა.

ალტ-ინფო: “ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად ლონდონმა მკვლელობების რაოდენობით ნიუ-იორკს გაასწრო. ეს შედეგი ნაწილობრივ გამოწვეულია ლონდონის მოქმედი მერის, სადიქ ხანის პოლიტიკით, რომელიც მიმართულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ ჩხრეკების არგამოყენებისკენ.”

Alt-info.com-ის გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციაა. პირველწყარო, რომელსაც ალტ-ინფო და Breitbart-ი ეყრდნობიან, სადიქ ხანის შესახებ საერთოდ არ საუბრობს. ლონდონის კრიმინალის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კრიმინალის საკითხი დღის წესრიგში 2016 წლამდეც, სადიქ ხანის მერად არჩევამდეც არსებობდა.

     1. ალტ-ინფო ანტი-საიმიგრაციო სარედაქციო პოლიტიკის მქონე გამოცემა Breitbart-ს ეყრდნობა

ალტ-ინფოს წყაროდ მითითებული აქვს ულტრანაციონალისტური გამოცემა breitbart.com, რომელიც თავის მხრივ პირველწყაროდ ბრიტანულ გამოცემას thetimes.co.uk-ს ასახელებს. Time-ის სტატიის მიხედვით, ლონდონმა მართლაც გადაუსწრო ნიუ-იორკს მკვლელობების რიცხვით. ამის შესახებ შესაბამისი მაგალითებიც მოჰყავთ, მაგალითად: ლონდონის მკვლელობების საერთო რაოდენობა, ტერორიზმის მსხვერპლთა გამოკლებით, 2014 წლიდან 38% -ით გაიზარდა. თუმცა ინფორმაციაში არაფერია ნახსენები ლონდონის მუსლიმი მერის სადიქ ხანისა და მისი პოლიტიკის შესახებ. ამგვარად, breitbart-მა პირველწყაროსგან დამოუკიდებლად თავად შექმნა მანიპულაციური კონტენტი, რაც თავის მხრივ ქართულმა ალტ-ინფომაც შეუცვლელად გაავრცელა.

""

     2.ლონდონში კრიმინალი დიდი ხნის პრობლემაა

კრიმინალის პრობლემა სადიქ ხანის მერად გახდომამდეც, ანუ 2016 წლამდეც არსებობდა. მაგალითად, ლონდონის პოლიციის სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს მომხდარი დარღვევების რაოდენობა, 2010-2011 წლების მონაცემებისგან თითქმის არ განსხვავდება.

"

თუ გამოვყოფთ, მაგალითად ლონდონში დანითა და იარაღით ჩადენილი დანაშაულებების რიცხვს, ვხედავთ, რომ 2017 წლის და 2009 წლის ივლისის მონაცემები საგრძნობლად არ განსხვავდება. BBC-ის ცნობით იარაღით ჩადენილი დანაშაულებები ყველაზე ხშირად 2007 წელს დაფიქსირდა, როდესაც ასეთი დანაშაული 31 %-ით მეტი იყო ვიდრე დღესაა.

"

"

      3. ინფორმაცია, თითქოს სადიქ ხანი კრძალავს პოლიციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ჩხრეკას, ტყუილია

ალტ-ინფოს თქმით, ლონდონის მერი ატარებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც პოლიციამ ეთნიკური უმცირესობების მიმართ ჩხრეკის უფლება არ უნდა გამოიყენოს. რეალურად, სადიქ ხანის პოლიტიკა მიმართულია ზოგადად პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და მხოლოდ კანის ფერის გამო ხალხის გაჩერებასა და გაჩხრეკის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ინგლისში ხშირია შემთხვევითი გამლელების გაჩერება და გაჩხრეკა, განსაკუთრებით ეს ეხება შავკანიანებს, რომლებსაც 6-ჯერ უფრო ხშირად ჩხრეკენ, ვიდრე თეთრკანიანებს.

სადიქ ხანის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ პოლიციამ მოქალაქეები მხოლოდ მათი კანის ფერის გამო არ გააჩერონ. ინფორმაციის პირველწყაროდ Breitbart-ი გამოცემას Evening Standard-ს ასახელებს, თუმცა ამ მათ სტატიაში სხვა შინაარსის ინფორმაციას ვკითხულობთ :

Standard.co.uk: ,,სადიქ ხანმა პირობა დადო, რომ გაამკაცრებს წესებს, რათა თავიდან აიცილონ პოლიციის ოფიცრების მიერ ხალხის გაჩერება და გაჩხრეკა მათი კანის ფერის გამო“

სადიქ ხანი: „გაჩერებას და გაჩხრეკას შეიძლება დრამატული ეფექტი ჰქონდეს საზოგადოებაზე. თუ ლონდონელებს უმიზეზოდ გააჩერებენ და გაჩხრეკენ  ეს გაანადგურებს ხალხის ნდობას პოლიციის მიმართ.“

"

ლონდონის მოქმედი მერი სადიქ ხანი არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციის მსხვერპლი მისი მრწამსის და წარმომავლობის გამო. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია მის შესახებ იყო, თითქოს ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტებს იცავდა, ზოგიერთი ინფორმაციით კი მათი ადვოკატი იყო. ეს დეზინფორმაცია გავრცელდა 2017 წლის 3 ივნისს ლონდონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. ბრალდება სოციალურ მედიაში ვიდეოკლიპით იყო გამყარებული, რომელიც აშკარად სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებული კადრების ნაკრებს წარმოადგენს და ვიდეოს არანაირი კავშირი არ აქვს 2001 წლის მოვლენებთან. ვიდეოკლიპში სადიქ ხანი 2002 წელს ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როდესაც კაიროში 3 ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, იმ მიზეზით, რომ მათ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

ლონდონის მერის მისამართით ბრექსიტის კამპანიამ “Leave.EU” გაავრცელა დეზინფორმაციული პოსტერი, რომელზეც გამოსახული იყო თავად სადიქ ხანი და პოსტერზე შემდეგი სახის ინფორმაცია:

,,ლონდონისტანი- 423 ახალი მეჩეთი, 500 დაკეტილი ეკლესია, 100 შარიათის სასამართლო”. ამ პოსტერის საშუალებით Leave.EU ბრალს სდებდა სადიქ ხანს ლონდონის გაისლამიზებაში ანუ ლონდონისტანად გადაქცევაში. თუმცა ყველა სტატისტიკა, რაც პოსტერზე იყო გამოსახული სიცრუეა:

"

  1. ლონდონში 423 მეჩეთი არ არის. ბრექსიტის კამპანიამ მეჩეთებად ჩათვალა ლონდონში არსებული მუსლიმთათვის განკუთვნილი სამლოცველო ოთახები, რომლებიც განთავსებულია საჯარო შენობებში, ფიტნეს დარბაზებში, უნივერსიტეტებში, აეროპორტში.
  2. ბრალდება 500 დაკეტილი ეკლესიის შესახებ სიცრუეა. 2013 წლის კვლევის მიხედვით, 2005-2012 წლებში ლონდონში 700-მდე ახალი ეკლესია აშენდა. 2008-2015 წლებში ეკლესიების რაოდენობა ლონდონში 2%-ით გაიზარდა.

მითების დეტექტორის ლაბორატორია

ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist