9 დღის ბლოგის დეზინფორმაცია: ბოლტონი საქართველოს პარტნიორობის შეწყვეტით დაემუქრა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

45132559_501708767004265_4530657637867454464_n
360
VIEWS

31 ოქტომბერს ვებ-პორტალმა ReportBlogs გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს აშშ-ს უსაფრთხოების მრჩეველმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და საქართველოს პარტნიორობის შეწყვეტით დაემუქრა. გამოცემის ცნობით, ასეთი მუქარა ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის შეძენილი ჯაველინების რუსეთისთვის შესაძლო გადაცემით იყო განპირობებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯონ ბოლტონი საქართველოს მთავრობას პარტნიორობის შეწყვეტით დაემუქრა, ტყუილია, ხოლო ინგლისურენოვანი ვებ-გვერდი, რომელმაც ეს ცნობა გაავრცელა, ინფორმაციის გავრცელებამდე 9 დღით ადრე შეიქმნა.

აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს საელჩომ აბსოლუტურად ცრუდ და ყალბად შეაფასა. სოციალური ქსელით გავრცელებულ საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ:

“საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.  ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით”.

ინგლისურენოვანი ვებ-პორტალი ReportBlogs მასალის გამოქვეყნებამდე 9 დღით ადრე არის დარეგისტირებული.

"

Scamadviser.com-ის მიხედვით, რეგისტრაციისადგილად ამერიკის შეერთებული შტატებია მითითებული, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მისი რეალური მფლობელი შესაძლია ვინაობას მალავდეს.

"

აღნიშნული საიტი ასევე დაბალი ნდობის ხარისხით გამოირჩევა.

"


პროპაგანდის მეთოდი
პროპაგანდისტული პლატფორმები დეზინფორმაციის გავრცელებისას დეფლექციურ ანუ წყაროს არიდების მოდელს ხშირად იყენებენ. დეფლექციური მოდელი გულისხმობს პირველწყაროს დამალვას, რის შედეგადაც გზავნილის მიმღები ინფორმაციას პირდაპირ იმ მედიუმისგან მიღებულად აღიქვამს, სადაც ეცნობა გზავნილს და არ აკავშირებს მას თავდაპირველ წყაროსთან. მიზანი არის დაიმალოს გზავნილის თავდაპირველი წყარო, შექმნას მაღალი ხარისხის ნდობა როგორც გზავნილის, ასევე იმ წყაროს მიმართ, რომლითაც ვრცელდება ინფორმაცია. მედიის განვითარების ფონდის კვლევის „ანტიდასავლური პროპაგანდა” მიხედვით, 2017 წლის აღნიშნული მეთოდი სხვადასხვა კრემლისტური და ეთნონაციონალისტური მედიასაშუალებების მიერ გამოიყენება.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist