2 ტყუილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

002(1)
362
VIEWS

1 ნოემბერს ონლაინ გამოცემამ Geworld.ge გამოაქვეყნა სტატიაქართული საქართველო გვინდა“. სტატიაში მოყვანილია პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის კომენტარი, რომლის თანახმად, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება ევროპას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რადგან ის საკუთარ პროდუქციას საქართველოში ასაღებს, ხოლო ქართული პროდუქციის შეტანაზე ლიმიტს აწესებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „ევროკავშირთან ასოცირება ევროპისთვის მომგებიანია, რადგან თავის პროდუქციას ჩვენნაირ ქვეყნებში ასაღებს, ხოლო ჩვენ ლიმიტი გვიწესდება პროდუქტის შეტანაზე, რომელიც უკრაინამ უკვე ამოწურა“.

1 ნოემბერი, 2017

აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რადგან ევროკავშირში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2013-2016 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება, პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესების ნაცვლად კი,  DCFTA საკვები კატეგორიის 100%-ზე ნულოვან საბაჟო გადასახადს აწესებს, რაც ექსპორტის წახალისებას ისახავს მიზნად.

ტყუილი #1. ევროკავშირი ხელს არ უწყობს საქართველოს ექსპორტს და თავის პროდუქციას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ასაღებს.

ფაქტი #1. 2013–2016 წლებში საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება.

"

წყარო: საქტსტატი

აბსოლუტური მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ 2013 წელს ევროკავშირში 607 204 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიტანა, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა იკლო და შეადგინა 572 133 300 ლარი. თუმცა 2016 წელს საქართველომ ნაკლები ღირებულების პროდუქცია გაიტანა არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა ქვეყნების ჯგუფებში, მათ შორის დსთ–ში, რომელიც აზერბაიჯანს, ბელარუსს, თურქმენეთს, მოლდოვას, რუსეთს, სომხეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, უკრაინას, ყაზახეთსა და ყირგიზეთს აერთიანებს. თუ 2013 წელს საქართველომ დსთ–ში 1 621 095 700 დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 737 969 400 დოლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში დსთ–ში ექსპორტმა 54,5%–ით იკლო, მაშინ როცა ევროკავშირისთვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 5,8%–ია (საქსტატი).

ფაქტი #2 . 2017 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემებით საქართველომ ევროკავშირში 462 439 500 აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 18,9%–ია.

"

ფაქტი #3. იმ 9 სახელმწიფოს შორის, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ პირდაპირ ინვესტირებას ახდენს 4 ევროკავშირის წევრია: გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ჩეხეთი.
"

წყარო: საქსტატი

ფაქტი #4:  2013–2016 წლებში იმპორტი ევროკავშირიდან სტაბილურია და მნიშვნელოვანი ზრდა არ განუცდია.

ევროკავშირის მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით, 2013–2016 წლებში ევროკავშირის ექსპორტი საქართველოში სტაბილური იყო და მნიშვნელოვანი რყევები არ ფიქსირდება.  2013 წლიდან 2016 წლამდე ეს მაჩვენებელი 2,3% მაინც შემცირდა, თუმცა პირველი სამი კვარტლის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2,2%–ით მოიმატა (საქსტატი).

ტყუილი #2. ევროკავშირი ქართულ და უკრაინულ პროდუქციას შეზღუდვებს უწესებს.

ფაქტი #5: საქართველოს და უკრაინას ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის შეტანაზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი მოქმედებს, გამონაკლისი შეეხება 1 პროდუქტს.

საქართველოს ლიმიტი ევროკავშირში შეტანილი პროდუქციის მოცულობაზე არ უწესდება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი, რომლის შეტანისას საქართველო თავდაპირველად სარგებლობს ნულოვანი საბაჟო გადასახადით, ხოლო კვოტის ამოწურვის შემდგომ იხდის შესაბამისს ტარიფს. აღნიშნული არ აწესებს ლიმიტს შეტანილი პროდუქციის მოცულობაზე, იგი მხოლოდ განსაზღვრავს პროდუქტის იმ მოცულობას, რომლის შეტანაც შესაძლებელია ყოველგვარი გადასახადის გარეშე. უფრო კონკრეტულად, თუ მიმწოდებელი გადაწყვეტს დაწესებული კვოტის შემდგომ საკუთარი პროდუქციის ექსპორტის გაგრძელებას ევროკავშირში, მას ეს შეუძლია, მხოლოდ შესაბამისი ტარიფის გადახდის შემდგომ, ამავდროულად  ეს გადასახდელი ტარიფი მოიაზრებს საგადასახადო შეღავათს. ერთადერთი პროდუქტი, რომელზეც სატარიფო შეღავათი არ წესდება, არის ნიორი. ნივრის მიმწოდებელს მოუწევს სრული დადგენილი ტარიფის გადახდა. ასევე, ევროკავშირი ადგენს კვოტებს, რამდენიმე პროდუქტზე,  რათა საკუთარი მომხმარებელი გაყალბებისგან დაიცვას. ეს კვოტები ითვალისწინებს ქვეყნის მწარმოებლურობის უნარს და მეტნაკლებად მათ მიხედვითაა შედგენილი. მას შემდეგ, რაც საქართველო დადგენილი კვოტის 70% შეასრულებს, მან ევროკავშირს უნდა დაუმტკიცოს, რომ კვოტის გადამეტების რეალური მიზეზი არსებობს. ასეთია, მაგალითად, პროდუქტის უხვი მოსავალი ან წარმოების შესაძლებლობათა გაზრდა.

უკრაინაში მოქმედი მექანიზმები ანალოგიურია. დღესდღეობით, უკრაინა მისთვის დაწესებული საშეღავათო კვოტების ნაწილით სარგებლობს, რაც ძირითადად შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული:  უკრაინა არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროში და საკვების უსაფრთხოების მიმართულებით, უკრაინა თავად აწარმოებს არასაკმარისი მოცულობის  პროდუქტს, ან ურჩევნია სხვა სახელმწიფოებში ექსპორტი, პროდუქციაზე ნაკლებია მოთხოვნა ევროკავშირის ბაზარზე ან არ ჰყავს შესაბამისი სავაჭრო პარტნიორები.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელი

  • საქართველო ევროკავშირის სახელმწიფოებთან ვაჭრობს საბაჟო გადასახადის (customs duties) გარეშე, DCFTA ნულოვან ტარიფს აწესებს საკვების კატეგორიების  100%-ზე, მათ შორის ისეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, რომლებიც  ქართველი ექსპორტიორებისთვის საინტერესოა: ღვინო, ყველი, ცოცხალი საქონელი, ცხვრისა და თხის ხორცი, საქონლის ტყავი და ბეწვი, კენკროვნები, ხილი, ბოსტნეული და ხილის წვენები.
  • ევროკავშირის ბაზარზე არსებული წვდომა საინტერესოა ინვესტორებისთვისაც.  ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველია შრომისა და ელექტროენერგიის დაბალი ღირებულების გამო, არაევროპელი ინვესტორებისთვის კი იმ უპირატესობის გამო, რაც თან ახლავს მათი ევროპაზე ორიენტირებული საქონლის საქართველოში წარმოებასა და შემდგომ ევროკავშირში დაბრკოლებების გარეშე გატანას.
  • DCFTA–მა ქართული ბაზარი მომხიბვლელი უკვე გახადა სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის, რისი მაგალითიცაა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია  ( EFTA )–სთან გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. EFTA ხშირად აფორმებს ხელშეკრულებებს ისეთ სახელმწფიოებთან, რომელთანაც ევროკავშირმა უკვე გააფორმა  ასოცირების შესახებ  შეთანხმება.
  •  ევროკავშირის მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების დაცვის მოთხოვნა ქართველ მომხმარებელს უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციით, ხოლო ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს კონკურენცია გაუწიოს ევროპულ კომპანიებს. DCFTA-ის გაფორმებამდე სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, ისევე, როგორ ინსტიტუციური მექანიზმები ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მათი დიდი ნაწილი კი საერთოდ   არ არსებობდა.

მითების დეტექტორის ლაბორატორიის სტუდენტი

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist