ქცევის კოდექსი

“მითების დეტექტორის” რედაქცია ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და ფაქტების გადამოწმების პროცესში შემდეგი დოკუმენტებით ხელმძღვანელობს:

ქცევის კოდექსების დარღვევის დისციპლინარული ღონისძიებები

მედიის განვითარების ფონდის, მითების დეტექტორისა და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ქცევის კოდექსების დარღვევა, კერძოდ, დისციპლინარული ღონისძიებების ფორმები, ვადები და ამოქმედების პროცედურები, რეგულირდება მედიის განვითარების ფონდის შრომის შინაგანაწესით (თავი IX, მუხლი 27) და მოიცავს შემდეგ დისციპლინარულ ღონისძიებებს:

  1. ზეპირი გაფრთხილება – გაუფრთხილებლობითი გადაცდომის შემთხვევაში;
  2. საყვედური – ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსების დაუდევრობით დარღვევისა და შრომითი ეთიკის მოთხოვნების არაჯეროვანი შესრულებისათვის.;
  3. ფინანსური (სანქცია) პასუხისმგებლობა – ქცევის კოდექსების უხეში ან/და განმეორებით დარღვევის შემთხვევაში;
  4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა – ორგანიზაციის შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსების წინასწარი შეცნობით, განზრახ დარღვევის შემთხვევაში ან/და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარების შემდეგ.

ქცევის კოდექსისა და ორგანიზაციის შინაგანაწესის დაცვის ვალდებულება მედიის განვითარების ფონდის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების შემადგენელია.

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist