ზვიად ტომარაძის 5 ტყუილი და 19 საბაბი

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

42
VIEWS

23 ივლისს  “ერი და სახელმწიფოს”  ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ჩამოთვლილია ის 19 მიზეზი, რომელთა გამოც ვირუსოლოგებს არ ენდობა. პოსტში ტომარაძის მოსაზრებებთან ერთად 5 ფაქტობრივი მტკიცებაა მოყვანილი:

  1. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები არაეფექტიანია
  2. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა
  3. ჰაიტი ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა და მისი პრეზიდენტი მოკლეს
  4. ტესტები ვირუსის აღმოსაჩენად არ გამოდგება, ამის შესახებ მისმა შემქმნელმა განაცხადა
  5. პირბადეები დაინფიცირებისგან არ იცავს, ეს ფაუჩის გასაჯაროვებული მიმოწერითაც დადასტურდა

26 ივლისის მონაცემებით, ზვიად ტომარაძის პოსტს 2700-ზე მეტი გაზიარება აქვს

1
ზვიად ტომარაძის პოსტი 5 ანტივაქსერულ დეზინფორმაციას შეიცავს. ყალბი ინფორმაციის საპასუხოდ “მითების დეტექტორი” 7 ფაქტს გთავაზობთ:

  1. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა
  2. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს
  3. ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის მიზეზად გარდაცვლილის ცოლი მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს, გამოძიება კი დასრულებული არ არის
  4. ჰაიტი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა არ იყო, სადაც ვაქცინაცია არ მიმდინარეობდა
  5. PCR ტესტების არაეფექტიანობის შესახებ მის შემქმნელს განცხადება არ გაუკეთებია
  6. პირბადეები დაინფიცირებისგან თავის დასაცავი ეფექტიანი საშუალებაა
  7. ფაუჩის გამოქვეყნებულ მიმოწერაში პირბადეების არაეფექტიანობის შესახებ მტკიცება მანამ მოხვდა, სანამ Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად პირბადის მნიშვნელობა ახალი კვლევებით დადასტურდებოდა.

1. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა

ზვიად ტომარაძე ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მოიმატა, რეალურად კი კორონავირუსით გამოწვეული სიკვიდილიანობის დღიური მაჩვენებელი ბრიტანეთში 2021 წლის აპრლიდან დღემდე, 2021 წლის ზამთრის თვეებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია: 2021 წლის 25 იანვრის მონაცემებით, 7 დღის განმავლობაში საშუალოდ სიკვდილიაობის 1 241 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხოლო 25 ივლისის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 64-ია.

3
წყარო:Worldometers

4
წყარო:Worldometers

25 ივლისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ამჟამად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით 37 160 659 ადამიანია აცრილი, ერთი დოზა კი 46 563 452-მა მიიღო.

2. ვაქცინაცია ვირუსის შესაჩერებლად ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც ვირუსით გამოწვეულ გართულებებისა და სიკვდილის შემთხვევებს ამცირებს

Pfizer-ის კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის პრევენციისთვის 95%-ით ეფექტიანი იყო. კლინიკური კვლევების III ფაზის დასრულების შემდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ით განისაზღვა.  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობაზე რეალურ პოპულაციაში იმუნიზაციის შემდეგ დამდგარი შედეგებიც მეტყველებს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების 99.5% არავაქცინირებული იყო, CDC-ის დირექტორი როშელ ვალენსკის მიხედვით, არავაქცინირებულთა პანდემია იწყება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი იმუნური რეაქცია უფრო ძლიერია ვიდრე ბუნებრივად, ინფექციის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი.

3. ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის მიზეზად გარდაცვლილის ცოლი მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს, გამოძიება კი დასრულებული არ არის

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი ჰაიტის პრეზიდენტად 2021 წლის 7 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს, მისი ცოლი კი დაჭრეს. პირველი ლედი მარტინა მოიზი ქმრის მკვლელობის მიზეზად მის პოლიტიკურ მიზნებს ასახელებს. 10 ივლისს მაიამის კლინიკიდან გამოქვეყნებულ თავის მიმართვაში მოიზიმ თქვა, რომ მისი ქმარი იმიტომ მოკლეს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა, ცვლილებების შედეგად კი პრეზიდენტს მეტი ძალაუფლება მიენიჭებოდა. პრეზიდენტს ოპოზიცია დიქტატურის დამყარების მცდელობასა და კორუფციის ხელშეწყობაში წლების განმავლობაში ადანაშაულებდა, მოიზის მიერ დაგეგმილი ცვლილებები პრემიერ-მინისტრის თანამდებობისა და პარლამენტის ზედა პალატის გაუქმებას ითვალისწინებდა. ამ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მოიზის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 კაცისგან შემდგარი დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება იყო, 17 მათგანი დააკავეს, 3 მოკლეს, ხოლო 8 მიიმალა. მკვლელობის ზუსტ მოტივს ჯერ კიდევ იკვლევენ.

4. ჰაიტი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა არ იყო, სადაც ვაქცინაცია არ მიმდინარეობდა

ჰაიტიზე  ვაქცინაცია მხოლოდ 14 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით აშშ-ს მთავრობამ ქვეყანას Moderna-ს წარმოებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების 500 000 დოზა ვაქცინა გადასცა. იქამდე ჰაიტის მთავრობამ COVAX პლატფორმის საშუალებით შეთავაზებულ AstraZeneca-ს დოზებზე უარი თქვა, ხოლო მიზეზად შესანახად საჭირო ინფრასტრუქტურის არქონა და ხალხში AstraZeneca-ს ვაქცინების მიმართ არსებული სკეპტიციზმი დაასახელა. ჰაიტის ჯანდაცვის მინისტრმა Bloomberg-თან ინტერვიუში განმარტა, რომ მათ ვაქცინაციაზე უარი არ უთქვამთ, არამედ ვაქცინის სახეობის შეცვლა ითხოვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაიტი არ იყო მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. CNN-ის მონაცემებით ჩრდ.კორეაში, ტანზანიასა და ერიტრეაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჯერ კიდევ არ მიმდიანარეობს.

5. PCR ტესტების არაეფექტიანობის შესახებ მის შემქმნელს განცხადება არ გაუკეთებია

განცხადება იმის შესახებ, თითქოს PCR ტესტებით ინფექციის დადგენა შეუძლებელია, ტესტების შემქმნელ ქერი მალისს არ გაუკეთებია. რეალურად, მსგავსი განცხადება თავის სტატიაში გამომძიებელმა ჟურნალისტმა ჯონ ლაურიტსენმა აივ შიდსზე საუბრისას 1996 წელს გააკეთა და მასაც არ უთქვამს, რომ PCR ტესტები არ მუშაობს, არამედ მან განმარტა, რომ PCR განსაზღვრავს ნივთიერებების არსებობას თვისებრივად და არა რაოდენობრივად.

PCR ტესტები პათოგენების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან და პასუხის მაღალი სიზუსტის გამო, მათ ტესტირების ოქროს სტანდარტსაც უწოდებენ. PCR ტესტს ორგანიზმში აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის რეკომენდაციას როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და სხვადასხვა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციები უწევს.

PCR ტესტირებასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

6. პირბადეები დაინფიცირებისგან თავის დასაცავი ეფექტიანი საშუალებაა

ტომარაძის მტკიცებით, პირბადეები ვირუსთან საბრძოლველად არაეფექტიანია, რადგან პირბადის შრეების ზომა ვირუსის ბირთვის ზომაზე დიდია და ვირუსი პირბადის შიგნით მაინც აღწევს. რეალურად კი მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ნაწილაკები პირბადის შრეებთან შედარებით გაცილებით მცირე ზომისაა, ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან და ამისთვის რესპირატორული წვეთები სჭირდებათ, რესპირატორულ წვეთებს კი პირბადე აკავებს.

პირბადეების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

7. ფაუჩის გამოქვეყნებულ მიმოწერაში პირბადეების არაეფექტიანობის შესახებ მტკიცება მანამ მოხვდა, სანამ Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად პირბადის მნიშვნელობა ახალი კვლევებით დადასტურდებოდა

რაც შეეხება ფაუჩის მიმოწერას პირბადეებთან დაკავშირებით, წერილი, სადაც ის ამბობს, რომ პირბადეები მხოლოდ ინფიცირებულებს უნდა ეკეთოთ, 2020 წლის 5 თებერვლით თარიღდება, ხოლო CDC-ს რეკომენდაციები პანდემიის დროს პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით ორი თვის შემდეგ, 2020 წლის 3 აპრილიდან შეიცვალა, რისი მიზეზიც ახალი კვლევებისა და სამეცნიერო მტკიცებულებების გამოჩენა გახდა, კვლევებით დადასტურდა, რომ პირბადეებს პოპულაციურ დონეზე ვირუსის გადაცემის შემცირება შეეძლო.  ენტონი ფაუჩის მიმოწერასთან დაკავშირებით გავრცელებულ მანიპულაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (Zolpidem) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, ჰაიტი
წყარო

წყარო

ტომ
ზვიად ტომარაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist