ზუკა ბერძენიშვილი თუ მარკოს ფლორესი – ვის აცვია კაბა ფოტოზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

50
VIEWS

11 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა პატრიოტი ქართველი დაბალი ხარისხის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მამაკაცია გამოსახული. მას კაბა აცვია. პოსტის ავტორის მტკიცებით, ფოტოზე გამოსახული მამაკაცი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი ზუკა ბერძენიშვილია.

"

რეალურად ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა ზუკა ბერძენიშვილი, არამედ მარკოს ფლორესია, რომელსაც მისი შეყვარებულის კაბა აცვია. აღნიშნული ფოტო ესპანელი ფოტოგრაფის, ჯონ ურიარტეს ფოტოპროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მან მამაკაცები მათი შეყვარებულების ტანსაცმელში გადაიღო, რათა გენდერული როლების ცვლილებისთვის ხაზი გაესვა.

ფეისბუქ-პროფილ “პატრიოტი ქართველის” მიერ გამოქვეყნებული ფოტოს დაბალი ხარისხის გამო ერთი შეხედვით რთული გასარჩევია, თუ ვინ არის მამაკაცი, რომელსაც კაბა აცვია. თუმცა, ფოტოს სხვადასხვა საძიებო ხელსაწყოთი გადამოწმების შემდეგ ორიგინალ ვერსიას მივაკვლიეთ, რომელზეც სახე უფრო გარკვევით ჩანს და ის არა ზუკა ბერძენიშვილი, არამედ მარკოს ფლორესია.

"
წყარო: Jon Uriarte

"

ფოტო ჯერ კიდევ 2013 წლით თარიღდება და მასზე გამოსახული მამაკაცს – მარკოს ფლორესს მისი შეყვარებულის კაბა ფოტოპროექტში მონაწილეობის მისაღებად აცვია.

ესპანელმა ფოტოგრაფმა ჯონ ურიარტემ გადაწყვიტა მამაკაცები მათი შეყვარებული ქალების ან ცოლების სამოსში გამოეწყო და მათთვის ფოტოები გადაეღო. ურიარტეს თქმით, პორტრეტების სერია “კაცები გავლენის ქვეშ” (The Men Under The Influence) ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში გენდერული როლების ცვლილებას ასახავს.

პორტრეტების სერიაში მარკოს ფლორესის გარდა 8 სხვა მამაკაცი მონაწილეობდა, მათ მარკოსის მსგავსად შეყვარებულებისა და ცოლების სამოსი მოირგეს."

“პატრიოტი ქართველის” შესახებ

პროფილი, რომელიც ზუკა ბერძენიშვილის მადისკრედიტირებელ დეზინფორმაციას ავრცელებს, სავარაუდოდ, ახალი შექმნილია. მას პროფილისა და გარეკნის ფოტოები 5 იანვარს აქვს ატვირთული, გარეკნის ფოტოდ კი 5 ივლისს პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფების, მათ შორის ალტ-ინფოს წევრებისა და მხარდამჭერების მიერ ჯვრის აღმართვის კადრი აქვს გამოყენებული.

"

პროფილმა პოსტზე 8 ადამიანი მონიშნა, მათი პროფილებიდან ჩანს, რომ ისინი “ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერები არიან.

""

თავის მხრივ “პატრიოტ ქართველსაც” მოწონებული აქვს ალტ-სიახლის, ბექა ვარდოსანიძისა და “კონსერვატორის” გვერდები.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist