ზრდის თუ არა საწოლის გასწორება გულის შეტევის რისკს ვაქცინირებულებში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

136
VIEWS

2022 წლის 6 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანებმა” ბრიტანული მედიის Itv News-ის ახალი ამბის სქრინშოთი გააზიარა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ საწოლის გასწორებისას საბნის ძლიერად აქნევამ შესაძლოა, გულის შეტევა გამოიწვიოს. პოსტში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მეცნიერების ამ დასკვნას ვაქცინაციას უკავშირებს და წერს, რომ ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება ყველაფერმა მოკლას. 

Screenshot 4 6 ზრდის თუ არა საწოლის გასწორება გულის შეტევის რისკს ვაქცინირებულებში?

Itv News-ის სტატიის სქრინშოთი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის გვერდითი მოვლენების კონტექსტში სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, გაყალბებულია. ბრიტანული გამოცემის გვერდზე მსგავსი ახალი ამბავი არ გვხვდება. საწოლის გასწორებისას გაზრდილი გულის შეტევის რისკებთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის შესახებ ინფორმაცია არც სხვა სარწმუნო წყაროებში გვხვდება. 

Itv News-ის სტატიის ფოტოს Facebook-ისა და Twitter-ის ინგლისურენოვანი მომხმარებლები 2022 წლის თებერვალში აქტიურად აზიარებდნენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები ხშირ შემთხვევაში ირწმუნება, რომ აღნიშნული კვლევით მეცნიერები ცდილობენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით გამოწვეული გულის შეტევების ზრდა სხვა მიზეზებს გადააბრალონ.  

Screenshot 5 4 ზრდის თუ არა საწოლის გასწორება გულის შეტევის რისკს ვაქცინირებულებში?

რეალურად, Itv News-ის ვებ-გვერდზე მსგავსი სტატია არ იძებნება. როგორც Reuters-ს გამოცემის წარმომადგენელმა უთხრა, Itv News-ისთვის ცნობილია, რომ სოციალურ ქსელებში აღნიშნული ფოტო ვრცელდება, თუმცა მათ მსგავსი სათაურით სტატია არასდროს არ გამოუქვეყნებიათ. 

კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის გვერდითი მოვლენებს შორის გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული გართულებები მართლაც გვხვდება, თუმცა, როგორც კვლევები აჩვენებს, მსგავსი გვერდითი მოვლენები უკიდურესად იშვიათია. ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის (მიოკარდიტი/პერიკადიტი, არითმია და ა.შ.) რისკები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ვაქცინაციისას. კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა 38 მილიონამდე ვაქცინირებული ადამიანის მონაცემები გაანალიზეს, აჩვენებს, რომ ყოველ 1 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანში გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების რიცხვი 10-ს არ აღემატება, როცა კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევაში გულის იგივე პრობლემები 1 მილიონი ინფიცირებულიდან 40 ადამიანს გამოუვნლინდა. 

კორონავირუსის ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ სტატიები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist