ზოგ ქვეყანაში კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაცია უფრო გავლენიანია, ვიდრე ადგილობრივი მედია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

man-holding-badged-with-fake-news_23-2148552709
151
VIEWS

წყარო: demdigest.org

ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტის (OII) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ზოგ შემთხვევაში ჩინეთისა და რუსეთის მიერ სოციალურ მედიაში კორონავირუსის შესახებ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია უფრო მეტ აუდიტორიას იზიდავს, ვიდრე გლობალური პანდემიის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საერთაშორისო ამბების ქსელმა RT-მ ხუთჯერ მეტი აქტივობა მოიპოვა Twitter-ზე და Facebook-ზე გავრეცელებულმა ფრანგულენოვანმა კორონავირუსის სტატიებმა, ვიდრე საფრანგეთის ყოველდღიურმა Le Monde-მ. ამავდროულად, ჩინეთის საერთაშორისო რადიომ (CTI) ორხჯერ მეტი პოპულარობით ისარგებლა, ვიდრე ესპანურმა გაზეთმა El Pais-მა.

OII-ის მკვლევარის თანაშემწემ კატარინა რებელომ განაცხადა, რომ “ბევრი სახელმწიფოს მიერ მხარადჭერილი საინფორმაციო საშუალებები შერეულად ავრცელებენ როგორც კორონავირუსის შესახებ სანდო ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორაციას, ასევე ყალბ ინფორმაციას, რომელმაც საზოგადოება შეიძლება უფრო მეტ გაურკვევლობამდე მიიყვანოს პანდემიასთან არსებულ საკითხებზე”.

კვლევის თანაავტორისა და OII-ის დირექტორის ფილიპ ჰოვარდის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის მსგავსად, ირანისა და თურქეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მედიაც სამიზნედ არჩევდა “ფრანგულ, გერმანულ და ესპანურენოვან სოციალურ მედია მომხმარებლებს მსოფლიოს მაშტაბით კორონავირუსის შესახებ ინფორმაციით”.

ჩინეთი ცდილობს არაინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ჟურნალისტების გამოყენებას ქვეყნის პოლიტიკის პოპულარიზაციისთვის. ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) დაადგინა, რომ 58 ქვეყანაში ჩატარებული ჟურნალისტების გაერთიანების გამოკითხვის თანახმად, სამუშაო ვიზიტების, მედია ინფრასტრუქტურის კონტროლისა და პრო პეკინის შინაარით ჩინეთი “სიღმისეულ და დახვეწილ გრძელვადიან კამპანიას ახორციელებს, გლობალური საინფორმაციო სურათის შესაცვლელად, რომ შეიქმნას ჩინეთისადმი მეგობრული გლობალური ნარატივი”.

IFJ-ის კვლევის თანახმად, პეკინი ცდილობს ისეთი ტექსტური ინფრასტრუქტურული გავლენის მოპოვებას, როგორიცაა ქსელები, რომლის მეშვეობითაც ქვეყნები იღებენ ინფორმაციას, უცხოური მედია და ფართომაშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მეშვეობით.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist