ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7.7k
VIEWS

Რუსულმა და ქართულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნის  “Моя боротьба,” (ჩემი ბრძოლა) შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. პოსტებს თან ერთვოდა წიგნის ყდის ფოტოც. პოსტების ავტორები აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ  “Моя боротьба” უკრაინულიდან გერმანულად ითარგმნება, როგორც  “Mein Kampf”, ამ სათაურით კი ჰიტლერმა თავისი ავტობიოგრაფია 1925 წელს გამოსცა. ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, ზელენსკიმ წიგნის პრეზენტაცია ისრაელის საელჩოში გამართა და წიგნის ავტოგრაფიანი ეგზემპლარი საჩუქრად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს გაუგზავნა. 

Screenshot 8 5 ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება

Მტკიცება იმის შესახებ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი წიგნი სახელწოდებით “ჩემი ბრძოლა” გამოსცა და მისი პრეზენტაცია ისრაელის საელჩოში შედგა, დეზინფორმაციულია. Რეალურად, გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ზელენსკის ვაშინგტონში გამართულ 2021 წლის შეხვედრას ასახავს, სადაც მას ერთ-ერთი სამედიცინო შინაარსის წიგნის უკრაინული გამოცემა აჩუქეს. Ხოლო ზელენსკის წიგნი სახელწოდებით “ჩემი ბრძოლა” საერთოდ არ არსებობს. 
ფოტო, რომელზეც მომხმარებლის მტკიცებით,  ისრაელის საელჩოში წიგნის გამართული პრეზენტაციაა ასახული, რეალურად, 2021 წლის 3 სექტემბერს ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროსაა  გადაღებული. ამ დღეს ზელენსკი  კონგრესის უკრაინის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  მან დემოკრატი დეპუტატის მარსი კაპტურისგან საჩუქარად წიგნის “თავის ტვინის ტრამვული დაზიანება” (TBI) უკრაინული გამოცემა მიიღო. წიგნი ვეტერანებში თავის ტვინის დაზიანებების დიაგნოსტირებას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას ეხება და მისი უკრაინული გამოცემა ამერიკულ-უკრაინული სამედიცინო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა. 

Screenshot 9 6 ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება

Რაც შეეხება ზელენსკის წიგნს სათაურით “ჩემი ბრძოლა,” უკრაინის პრეზიდენტის ეს ნაშრომი ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. Აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ და რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ გავრცელებული წიგნის ყდები ერთმანეთისგან განსხვავდება.  Პირველ ვერსიაში ყდაზე წიგნის ავტორი მითითებულია, მეორეში კი – არა.

Screenshot 10 4 ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება

ინფორმაცია ისრაელის საელჩოში ზელენსკის წიგნის პრეზენტაციის შესახებ ტელეგრამის არხმა Ненасытный Гардемарин-მა 21 ოქტომბერს გაავრცელა.

Screenshot 11 5 ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში გამოყენებულ ფოტოებში სწორედ ამ ტელეგრამ არხის წარწერაა მოცემული. Აღსანიშნავია, რომ ეს არხი ანტიუკრაინული შინაარსის პროგრამულად დამუშავებულ სატირულ ფოტოებსა და ინფორმაციებს ხშირად ავრცელებს. 

Screenshot 12 4 ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება

არხის აღწერის თანხმად “ყველა დამთხვევა შემთხვევითია.”

Screenshot 13 3 ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება

უკრაინის მე-9 არხის მიხედვით, გაყალბებული წიგნის ყდის ის ვერია, სადაც უკრაინის პრეზიდენტის სახელი და გვარია მითითებული, უფრო ადრინდელია და სათავეს ტელეგრამის არხებიდან იღებს. მედიასაშუალების მიხედვით, წიგნის ყდაზე ზელენსკის გვარში ორი შეცდომაა დაშვებული. 

რეალურად, ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნი სათაურით ,გზავნილი უკრაინიდან” 24 ნოემბერს Penguin Random House-ის მიერ გამოიცემა. Წიგნში 2019 წლიდან დღემდე უკრაინის პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა გამოსვლაზე წარმოთქმული სიტყვები იქნება გაერთიანებული, ტექსტები ზელენსკიმ თავად შეარჩია. წიგნს თან  პრეზიდენტის მიერ მომზადებული წინათქმაც დაერთვება. Მისივე თქმით,  წიგნი მკითხველს საშუალებას მისცემს დაინახონ და გაიგონ, თუ ვინ არიან უკრაინელები და რა ამოძრავებთ მათ.  

Screenshot 14 5 ზელენსკის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” არ არსებობს და გაყალბებულ ვიზუალს ეფუძნება


ანასტასია ცალუღელაშვილი
“ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2022” კონკურსის გამარჯვებული


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist