ზელენსკი თუ პუტინი – როდის და ვისი კარიკატურა გამოჩნდა ოდესაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.3k
VIEWS

19 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა Леди Скорпион ჯგუფში “Вооруженные Силы России” უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსახულებით ბილბორდის ფოტო გამოაქვეყნა. ბილბორდზე დატანილია წარწერა “Вова! Не делай маме нервы!” (ვოვა! დედა არ ანერვიულო). გამოქვეყნებულ პოსტს თან შემდეგი აღწერა ერთვის: “ყოჩაღ ოდესელებო! ოდესა!!! როგორც ყოველთვის საუკეთესოა!” რაც მიანიშნებს, რომ ფოტო ოდესაშია გადაღებული.

Screenshot 11 12 ზელენსკი თუ პუტინი - როდის და ვისი კარიკატურა გამოჩნდა ოდესაში?

ბილბბორდის ფოტო გაყალბებულია. რეალურად, ბანერი წარწერით: “ვოვა! დედა არ ანერვიულო!”  ოდესაში 2014 წელს არა ვოლოდიმირ ზელენსკის, არამედ ვლადიმერ პუტინის კარიკატურით გამოჩნდა. პლაკატით ადგილობრივები ოდესის, როგორც “ნოვოროსიის” ნაწილის, შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურნენ. 

ვლადიმერ პუტინის კარიკატურით და წარწერით “ვოვა, დედა არ ანერვიულო” ბილბორდები ოდესაში 2014 წლის აპრილში გამოჩნდა. კარიკატურაზე პუტინს ხელში თვითმფრინავი, იარაღი და ტანკი უჭირავს.

Screenshot 12 10 ზელენსკი თუ პუტინი - როდის და ვისი კარიკატურა გამოჩნდა ოდესაში?

ბილბორდებთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლეს რადაში ოდესის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განმარტა, რომ ისინი უკრაინელმა აქტივისტებმა პუტინის მიერ 2014 წლის 17 აპრილს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დაამზადეს. განცხადებაში პუტინი ამტკიცებდა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი, კერძოდ, ხარკოვი, ლუჰანსკი, დონეცკი, მიკოლაევი, ხერსონი და ოდესა მეფის რუსეთის დროს რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა და ეს ტერიტორიები უკრაინას მხოლოდ მოგვიანებით, 1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ  გადაეცა. 

პუტინმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნული ტერიტორიების აღსაწერად ისტორიული ტერმინი “ნოვოროსია” გამოიყენა და განაცხადა, რომ ვინაიდან რეგიონი ისტორიულად რუსეთის ნაწილია, რუსეთს მისი მოსახლეობის დაცვის ვალდებულება აქვს.

სიტყვა “დედა” ბანერში ადგილობრივ ტრადიციულ გამონათქვამს ეხმიანება. ოდესელები სიყვარულის ნიშნად საკუთარ ქალაქს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “Одесса-мама” ანუ “დედა ოდესა”.  “Не делай маме нервы” ასევე ადგილობრივი გამოთქმაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბილბორდის ცენტრში გამოსახული ქანდაკება ოდესის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ის 1805-1814 წლებში ოდესის ცნობილ მმართველს არმან ემანუელ დიუ პლესი რიშელიეს ეძღვნება. მას ადგილობრივები ხშირად უბრალოდ ჰერცოგს უწოდებენ. ზღვისპირა ბულვარში მდებარე მისი ქანდაკება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

Screenshot 13 9 ზელენსკი თუ პუტინი - როდის და ვისი კარიკატურა გამოჩნდა ოდესაში? Screenshot 14 8 ზელენსკი თუ პუტინი - როდის და ვისი კარიკატურა გამოჩნდა ოდესაში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist