ჭარბი მასკულინობა თუ გაუპატიურება და ტრეფიკინგი – რის გამო დააკავეს ენდრიუ ტეიტი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

471
VIEWS

12 იანვარს კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” მიზოგინიური კომენტარებით ცნობილ ინფლუენსერ ენდრიუ ტეიტზე საუბრისას, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა და პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ ტეიტი “ზედმეტი მასკულინიზმის გამო დაიჭირეს დასავლეთში”. ქარდავა ასევე აღნიშნავს, რომ ტეიტი მისი ანტილიბერალური შეხედულებების, ფემინიზმთან ბრძოლისა და მასკულინური თვისებებისთვის გამოვლენისთვის ჯერ სოციალურ ქსელებში დაბლოკეს, შემდეგ კი დაიჭირეს. 

გიორგი ქარდავა, კონსერვატიული მოძრაობა: “უბრალოდ იმის გამო, რომ ანტილიბერალურს ამბობს, ფემინიზმს ებრძვის, მასკულინური თვისებებით გამორჩევა, ამბობს, რომ მამაკაცი უნდა იყოს მთავარი ოჯახში და ოჯახის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია, პატრიარქატი მნიშვნელოვანია, ამის გამო ადამიანი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს და დაიჭირეს ლიბერასტებმა, ჯერ ყველგან წაშალეს, სადაც კი იყო, რაც კი იყო სოციალური ქსელი, ყველგან აკრძალული იყო და ბოლოს დაიჭირეს.”

Screenshot 69 ჭარბი მასკულინობა თუ გაუპატიურება და ტრეფიკინგი - რის გამო დააკავეს ენდრიუ ტეიტი?

მტკიცება, თითქოს ენდრიუ ტეიტი “ზედმეტი მასკულინიზმის” გამო დააპატიმრეს, დეზინფორმაციულია. რეალურად, ტეიტი რუმინეთში დააკავეს და მას ბრალად გაუპატიურება, ადამიანებით ვაჭრობა და კრიმინალური ჯგუფის ფორმირება ედება.

ალტ-ანალიტიკის წამყვანები ენდრიუ ტეიტის მასკულინობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მანიპულირებენ, თითქოს მას დასავლეთში მისი შეხედულებების გამო ავიწროებენ. ამ საკითხზე საუბრისას, ისინი ტეიტის დაპატიმრების რეალურ მიზეზს საერთოდ არ ახსენებენ.

ენდრიუ ტეიტი 2022 წლის 30 დეკემბერს რუმინეთში დააკავეს. მას ბრალი გაუპატიურებაში, ადამიანებით ვაჭრობასა და კრიმინალური ჯგუფის ფორმირებაში ედება. როგორც საქმის პროკურორებმა განაცხადეს, ტეიტი, მის ძმასთან ტრისტანთან და კიდევ ორ ეჭვმიტანილთან ერთად კრიმინალური დაჯგუფების შექმნაშია ბრალდებული. პროკურატურის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფი ქალების საცხოვრებელს აძლევდა, მოგვიანებით კი მათ ექსპლუატაციას ახდენდა და პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი მასალების შექმნას აიძულებდა.

Screenshot 70 ჭარბი მასკულინობა თუ გაუპატიურება და ტრეფიკინგი - რის გამო დააკავეს ენდრიუ ტეიტი?
ფოტო: Inquam Photos/Octav Ganea, via Reuters

რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების სააგენტოს (DIICOT) განცხადებით, მათ ტრეფიკინგის 6 მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელთა ექსპლუატაციასაც ტეიტის დანაშაულებრივი ჯგუფი ეწეოდა. 

რაც შეეხება სოციალურ ქსელებში დაბლოკვას, ტეიტის ანგარიშები ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, იუთუბსა და ტიკტოკზე 2022 წლის აგვისტოში დაბლოკეს. ამის მიზეზი მათი რეგულაციების დარღვევა იყო, რაც ძირითადად სიძულვილის ენის აქტიურ გამოყენებასა და მიზოგინიური (ქალთმოძულე) განცხადებების გავრცელებას მოიცავდა.

36 წლის ენდრიუ ტეიტი ყოფილი კიკბოქსერია, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის 2016 წელს, ბრიტანულ რეალითი შოუში, Big Brother-ში მონაწილეობდა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს ტეიტი ქალს ქამრით, ამის შემდეგ ტეიტი Big Brother-დან გააძევეს

ტეიტი სექსისტურ, ქალთმოძულე და ძალადობის წამახალისებელ კომენტარებს წლებია აკეთებს. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ტეიტმა თქვა, რომ ქალები კაცების საკუთრება არიან. მან ასევე აღნიშნა, რომ გაუპატიურების მსხვერპლმა ქალებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ, რადგან “საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ გააუპატიურეს.” საკუთარ ვიდეოებში ტეიტი ღიად ამბობდა, თუ როგორ იძალადებდა ქალზე მაჩეტეს გამოყენებით, თუ ქალი მას ღალატში დაადანაშაულებდა. ის ასევე აღნიშნავდა, რომ 18-19 წლის გოგოებს ხვდება, რადგან ისინი ურთიერთობებში გამოუცდელი არიან და მათზე გავლენის მოპოვებას მარტივად შეძლებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist