4 ივლისს ფეისბუკ-ანგარიშმა Георгий Кушиташвили გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება და მას პოლიციელი აფხიზლებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. ავთენტიკური ვერსია 2014 წელს რუსეთშია გადაღებული და ეკატერინბურგში ნარკოდამოკიდებული პირის დაკავების პროცესს ასახავს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული. რეალური ვიდეო 2014 წელს, რუსეთში, ეკატერინბურგშია გადაღებული და ასახავს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის დაკავებას. გავრცელებულ ვიდეოში ვოლოდიმირ ზელენსკის სახე პროგრამულად არის ჩასმული.
ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკოდამოკიდებულების ნარატივი უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის ნაწილია და რუსული პროპაგანდა მის გასაშავებლად წლებია იყენებს. “მითების დეტექტორს” მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია გამოუვლენია.
- მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?
- OPEN: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა
- ზელენსკი თუ პროტესტი ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ – რას უკავშირდება მილანში დადგმული სკულპტურა?
- ჩრდილები, ტელეფონის დამტენები თუ კოკაინი – რა ჩანს ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე?
- ზელენსკისა და მასკის საუბრის პროგრამულად დამუშავებულ ვიდეოში კოკაინი და საბანკო ბარათია დამატებული
- ყავა, ნარკოტიკები თუ სპორტი – რაზე საუბრობდა ზელენსკი რეალურად?
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.
დაჩი ხონელიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.