ვისთვის დაიწყო ომი 8 აგვისტოს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

8 აგვისტო ფინალე
353
VIEWS

2020 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირდებით კი ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში კვლავ აზრთა სხვასხვაობაა. რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვსიტოს შემოიჭრა და სწორედ ამ დღეს დაიწყო რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირება, თუმცა რუსეთთან დაკავშირებული აქტორები ცდილობენ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ლეგიტიმაციას, რაც რუსული პროპაგანდისტული ნარატივია და იმ მიზანს ემსახურება, რომ ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულოს.  7 აგვისტოს რუსეთის მიერ ომის დაწყებას მრავალი ფაქტი ადასტურებს, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მტკიცებულებაა, 2008 წლის 22 სექტემბერს “Коммерсантъ Власть”-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიაა, რომელშიც  58-ე არმიის 135-ე მოტომსროლელთა პოლკის მეთაური დენის სიდრისტი ჰყვება, რომ ბრძანება ცხნივალისკენ წასვლის შესახებ 7 აგვსიტოს მიიღეს და ამავე დღეს დაბანაკდნენ კიდეც, მოგვიანებით ეს მასალა ჟურნალის ვებგვერდზე ჯერ შეიცვალა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა.

1

“მითების დეტექტორი” სოციალურ მედიაში რეგიონებში ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური პარტიების ქმედებებს დააკვირდა და აღმოჩნდა, რომ განსხვავებული იყო როგორც შეფასებები ომის დაწყების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ასევე ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რაც გარკვეულწილად პოსტების გამოქვეყნების კალენდარს და მის შინაარსს უკავშირდებოდა.

7 თუ 8 აგვისტო?

ომის დაყწებასთან დაკავშირებით ფეისბუკზე პარტიებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა არაერთგვაროვანი პოსტები გამოაქვეყნეს. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოაქვეყნა პოსტერი, რომელზეც 8 აგვისტოა გამოსახული, წარწეროთ “ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო!”

8

8 აგვისტო რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში ფიგურირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ვკითხულობთ, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლისთავზე” ბათუმში აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს.

4

ვინ დაიწყო ომი?

შიდა ქართლში, იქ, სადაც 2008 წელს აგვისტოს ომის დროს სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, გარკვეული საჯარო მოხელეებისთვის და პოლიტიკოსებისთვის კვლავ სადავოა არა მხოლოდ ომის დაწყების თარიღი, არამედ ის საკითხიც კი, თუ ვინ დაიწყო ომი.

2020 წლის 8 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ ფეისბუქ გვერდ “არქივის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გააზიარა, რომელშიც შალვა ნათელაშვილი საქართველოს მიერ ომის დაწყების შესახებ საუბრობს :

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია: “ცხინვალზე, მძინარე ცხინვალზე თავდასხმა იმ ცხინვალზე, რომლიც ქართული ქალაქია და რომელშიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და წამოწყება იმ ომისა, რომელიც დასაწყისშივე წასაგებად იყო განწირული, რადგან მან მშვენივრად იცოდა ვინ შემოვარდებოდა და როგორ შემოვარდებოდა აქ, არის საერთაშორისო დანაშაული”.

3

15 აგვისტოს დავით რაზმაძემ ფეისბუქ მომხამრებლის ლაშა მოდებაძის პოსტიც გააზიარა, რომელშიც ნათქვამია რომ სააკაშვილსა და პუტინს შორის ომის წამოწყებასთან  დაკავშირებით გარკვეული გარიგება არსებობდა.

6

საქართველო დაადანაშაულა ომის დაწყებაში ასევე პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. მან 8 აგვისტოს პირველი არხის ეთერში განაცხადა:

გიორგი ხოჯევანიშვილი, ქართული ოცნება: „მე ვთვლი, რომ ქვეყანამ მსგავსი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს და ეს ის შეცდომა იყო, რომლის შედეგებსაც დღესაც იმკის ბორდერიზაციის სახით ჩვენი ქვეყანა.”

17 აგვისტოს ფეისბუქ ჯგუფიდან  “კახა კალაძე თბილისის მერი”, ასევე დავით რაზმაძემ გააზიარა Region.ge-ს სტატია, რომელშიც რუსი გენერალი ვიაჩესლავ ბორისოვი იხსენებს აგვისტოს ომს და ამბობს, რომ ომის დროს რუსული ჯარი ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაკავებას არ გეგმავდა და ეს მხოლოდ კახა ლომაის თხოვნის შემდეგ გააკეთა.

ვიაჩესლავ ბორისოვი: “ჩვენ ლენინგორში (ახალგორის მუნიციპალიტეტი რედ.) ჯარის შეყვანას არც ვგეგმავდით, მაგრამ ბატონმა კახა ლომაიამ ეს საკითხი პრინციპულად წამოგვიყენა და პირადად მე არაერთგზის მთხოვა, ლენინგორში ჩემი “სადესანტო როტა” გამეგზავნა!!! თქვენ გესმით? ქართველი კახა ლომაია მე, რუს გენერალს მევედრებოდა, ლენინგორში ჩემი “დესანტნიკები” შემეყვანა”.

ცნობისთვის, სწორედ ვიაჩესლავ ბორისოვი ხელმძღვანელობდა რუსულ 58-ე საერთო-საჯარისო არმიას საქართველოში შემოჭრისას და ასევე ის გახლდათ სამხედრო ძალების სარდალი გორის ოკუპაციის დროს. კახა (ალექსანდრე) ლომაია კი აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას იკავებდა.

1

იხ. “მითების დეტექტორის” ვრცელი მასალა ვიაჩესლავ ბორისოვის შესახებ “ვინ აარის ვიაჩესლავ ბორისოვი და ვინ ტირაჟირებს 8 წლის წინანდელ მის განცხადებას აგვისტოს ომზე?”


მითების დეტექტორის რეგიონული ქსელი

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist