ვისი ორგანიზებით გაიმართა ანტიუკრაინული აქცია ვარშავაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

292
VIEWS

2 ივლისს რუსულ (1, 2, 3, 4, 5 ) და ბელორუსულ (1) მედიაში, ასევე რუსულ ფეისბუკ – ჯგუფში (1) გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების პოლონეთში ყოფნას მასობრივად აპროტესტებენ. რუსული მედიები ინფორმაციას  გამოცემა – რიდოვკა – ს ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით ავრცელებენ. სტატიებს თან ვიდეოც ერთვის, რომელშიც მოქალაქეები პოლონური დროშებით შემდეგ ფრაზას სკანდირებენ: “აქ არის პოლონეთი და არა უკრაინა”. რუსული გამოცემები წერენ, რომ ევროპელები, განსაკუთრებით კი პოლონელები უკვე დაიღალნენ უკრაინელი ლტოლვილებით.

polonethi ვისი ორგანიზებით გაიმართა ანტიუკრაინული აქცია ვარშავაში?

რუსული მედიების მიერ გავრცლებული ინფორმაცია, თითქოს პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ აქციას მასობრივი ხასიათი აქვს, მანიპულაციურია. ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ აქცია 25 ივნისს ნამდვილად ჩატარდა, თუმცა ის  ულტრამემარჯვენე მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა. პოლონური გამოცემა oko.press -ის მიხედვით, აქციაზე დაახლოებით 500-მდე პირი მონაწილეობდა. ისინი რუსეთის აგრესიაში ბრალს ნატოსა და უკრაინას სდებდნენ.

25 ივნისს  ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ აქცია ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორგანიზებით ჩატარდა

აქცია სახელწოდებით „დმოვსკის მარში“ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორგანიზებით 25 ივნისს ვარშავაში ჩატარდა. ონლაინ გამოცემა oko.press -ის მიხედვით, აქციაზე დაახლოებით 500-მდე პირი მონაწილეობდა.  აქციის მთავარი ორგანიზატორი  პიოტრ რიბაკია, პოლონელი ნაციონალისტი, რომელიც წარსულში ანტისემიტური ქმედებისთვის იყო მსჯავრდებული. 

polonethi2 ვისი ორგანიზებით გაიმართა ანტიუკრაინული აქცია ვარშავაში?
პიოტრ რიბაკი
ფოტო რობერტ კუშინსკი / OKO.press

ღონისძიების მონაწილეები სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის აგრესიაში ბრალს ნატოსა და უკრაინას სდებდნენ. სკანდირებდნენ ანტისემიტურ, ანტიუკრაინულ და ჰომოფობიურ ლოზუნგებს. 

polonethi3 ვისი ორგანიზებით გაიმართა ანტიუკრაინული აქცია ვარშავაში?
წყარო: oko.press

პიოტრ რიბაკთან ერთად, აქციის მთავარი ორგანიზატორები ვოიჩეხ ოლშანსკი და მარჩინ ოსადოვსკი იყვნენ.  ორივე მათგანზე დეპუტატების მკვლელობის მუქარის ბრალდებით სასამართლოში საქმეა აღძრული, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და ორივე პირი პროცესის დაწყებამდე გათავისუფლებულია. ოლშანსკი, ბიდგოშჩში, 29 იანვარს, გამართულ დემონსტრაციაზე “შეაჩერე სანიტარული დისკრიმინაცია”დროს სეიმის დეპუტატებს სიკვდილით დაემუქრა, თუ ისინი  ხელს მოაწერდნენ კოვიდთან დაკავშირებულ კანონს მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

“დმოვსკის მარშის” სახელით ცნობილ მსვლელობაში მონაწილეობა სეიმის პრორუსმა დეპუტატმა – გჟეგოჟ ბრაუნმაც მიიღო. მარშის დასასრულს ის სიტყვით გამოვიდა  და აქციის მონაწილეებს „უკრაინაში მშვიდობის დეკლარაციის” შესახებ აცნობა. მან განაცხადა, რომ დღეს, გარე პირები, პოლონეთის  ომში ჩათრევას ცდილობენ.

polonethi4 ვისი ორგანიზებით გაიმართა ანტიუკრაინული აქცია ვარშავაში?
ვლოჯიმიეჟ კორაბ-კარპოვიჩი, გჟეგოჟ ბრაუნი, მიროსლავ პიოტროვსკი  
ფოტო: რობერტ კუშინსკი / OKO.press

“ვფიქრობ, ყველას გესმით, რომ დღეს პოლონეთს გარე პირები ომისკენ უბიძგებენ… ჩვენ არ გვსურს ვიყოთ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში, არ გვსურს ვიყოთ არასრულფასოვანი ადამიანები ევრობანაკში ან რაიმე სხვა პროექტში, გვსურს პოლონელები დარჩნენ სახლში, საკუთარ ქვეყანაში. ყველაზე ნათელ პოლონეთის რესპუბლიკაში” – განაცხადა გჟეგოჟ ბრაუნმა ანტიუკრიანულ მარშზე. 

გჟეგოჟ ბრაუნი ულტრამემარჯვენე პარტიის  “პოლონეთის გვირგვინის კონფედერაცია” (Konfederacja Korony Polskiej , KKP) თავმჯდომარეა. ამავე პარტიამ, რეზოლუცია, რომლის მიხედვით, რუსეთი უკრაინის ქმედებების მსხვერპლია და მან ბრძოლა „დიდი საფრთხისგან“ თავის დასაცავად დაიწყო, პოლონეთის პარლამენტში  – სეიმში საერთაშორისო ურთიერთობების საპარლამენტო ჯგუფის სხდომაზე წარადგინა.   ინიციატორი კი KKP-ის  წევრი კორაბ კარპოვიჩი იყო, რომელიც ასევე ანტიუკრაინულ აქციაზე იმყოფებოდა. აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას, მან პოლონეთის მთავრობა რუსოფობიაში დაადანაშაულა.

“თქვენ, ვინც მართავთ პოლონეთს, რუსოფობიის ოსტატები ხართ! მტრულად ხართ განწყობილი რუსეთის მიმართ, საგარეო პოლიტიკა კი არ უნდა იყოს აგებული არც ერთ ქვეყანასთან მტრულ ურთიერთობაზე. ქრისტიანობის გზა სიყვარულის გზაა, ხოლო პოლონეთი, რუსეთი და უკრაინა ქრისტიანული ქვეყნები არიან. – განაცხადა კორაბ კარპოვიჩმა აქციაზე. 

კორაბ კარპოვიჩის პოზიციას მხარს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უჭერს. მათ შორის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი –  სტანისლავ ბილენი, რომლის მიმართაც უნივერსიტეტმა დიდი რაოდენობის საჩივრების გამო დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. მედიის ცნობით, ბილენი უკრაინული წარმოშობის სტუდენტებს ამცირებდა და ხშირად ჰქონდა პრორუსული შეხედულებები. (საჩივრები არ ეხება მის შეხედულებებს).

“დმოვსკის მარში” ვოიჩეხ ოლშინსკის  ორგანიზებით, პირველად, 2021 წელს ჩატარდა.  გასულ წელს მსვლელობაში აქტივისტები რუსეთის დროშებით მონაწილეობდნენ. 

polonethi5 ვისი ორგანიზებით გაიმართა ანტიუკრაინული აქცია ვარშავაში?
წყარო: wyborcza.pl/ ფოტო: იაცეკ მარჩევსკი

“დმოვსკი მარშის” სახელწოდება რომან დმოვსკის უკავშირდება, რომელიც  “პოლონური ნაციონალიზმის ფუძემდებლად” არის მოხსენიებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან პოლონეთის მთავრობა და მოსახლეობა აქტიურად ეხმარება უკრაინას როგორც ჰუმანიტარული, ისე სამხედრო და ფულადი სახით. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე პოლონეთში 4,312,612 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა.  პოლონეთის პრეზიდენტმა 26 მარტს უკრაინელი ლტოლვილებისთვის სპეციალური კანონი მიიღო, რომლის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეს, 18 თვის განმავლობაში, პოლონეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვს.  კანონი უკრაინელებს შრომის ბაზარზე წვდომას პოლონეთის მოქალაქეებთან თანაბარ პირობებში აძლევს. გარდა ამისა, პოლონეთსა და უკრაინას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 1 ივნისს კიევში პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები გაიმართა, რომლის შედეგად, რვა სხვადასხვა მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist