ვის ტერიტორიაზე უნდა მოექცეს დავით გარეჯი? – რა თქვა სააკაშვილმა და რა გამოტოვა გიგაურმა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

394
VIEWS

2022 წლის 2 თებერვალს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა საკუთარ ფეისბუკ ანგარიშზე მიხეილ სააკაშვილის შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა

„ჩემს მეგობარ ილჰამ ალიევთან შევთანხმდით, რომ დავითგარეჯში საზღვრის ხაზი უნდა გავლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს…”

გიგაური პოსტში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს თქვა და სწორედ ასე გადასცა დავითგარეჯი აზერბაიჯანს. გიგაურის მტკიცებით, აღნიშნული ციტატა სააკაშვილის “აღიარებითი ჩვენებაა” და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს სამშობლოს ღალატიც უნდა დაემატოს. ავტორი პოსტს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო არქივის ვებ-გვერდის სქრინშოთს ურთავს, რომელშიც პოსტში მოყვანილი ციტატაც გვხვდება, თუმცა სქრინშოთზე ციტატის სრული ვერსია არ ჩანს.

Screenshot 1 4 ვის ტერიტორიაზე უნდა მოექცეს დავით გარეჯი? - რა თქვა სააკაშვილმა და რა გამოტოვა გიგაურმა?

გიორგი გიგაურის პოსტში მოყვანილი ციტატა ფრაგმენტულად ისეა მოწოდებული, რომ 2007 წელს ნათქვამ მის სიტყვებს აზრი აქვს შეცვლილი. ტექსტშიც და სქრინშოთზეც ჩანს მხოლოდ ციტატის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანელებისთვის სტრატეგიული სიმაღლის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დატოვებას შეეხება, ხოლო სიტყვები, სადაც სააკაშვილი დავით გარეჯის კომპლექსის მთლიანად საქართველოს საზღვრებში მოქცევაზე საუბრობს, გამოტოვებულია.

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო არქივის ვებ-გვერდზე გიორგი გიგაურის მიერ გამოქვეყნებული ციტატის სრული ვერსია გვხვდება. ფეისბუქ პოსტში ციტატას ჩამოშორებული აქვს ის ნაწილი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების მიზანი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შიგნით მოქცევაა:

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენს მეგობართან ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განვიხილეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვარის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტარატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს.”

აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 12 მაისს თბილისში ილჰამ ალიევის ვიზიტის შემდეგ გააკეთა. 

დავით გარეჯის სადავო სასაზღვრო მონაკვეთთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატიები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist