ვის შეხვდა ტრამპი – ჯონ კენედის თუ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

309
VIEWS

2021 წლის 4 აპრილს Facebook მომხმარებელმა Katerina Yakobashvili გამოაქვეყნა 0:36 წამიანი ვიდეო, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩანან. კადრებში ასევე ვხედავთ, რომ დონალ ტრამპი უცნობ ხანშიშესულ მამაკაცს გადაეხვია. პოსტის ავტორი ვიდეოსთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ ვიდეოში აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედია, რომელიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, აქამდე ცოცხალი იყო და ერთი თვის წინ გარდაიცვალა.

;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კენედი 2021 წელსაც ცოცხალი იყო და ის ერთი თვის წინ გარდაიცვალა, ტყუილია. ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი არა კენედი, არამედ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი რასელ პიკეტია. 

ვიდეოს გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მასში ასახული პირი, რომელსაც დონალ ტრამპი გადაეხვია, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი რასელ პიკეტია. კატერინა იაკობაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათლად ჩანს მედიის ლოგო, რომელიც Daily Mail-ს ეკუთვნის. გამოცემას კი აღნიშნული ვიდეო თავის ოფიციალურ იუთუბ არხზე 2019 წლის 6 ივნისს აქვს დადებული.

2019 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში, საფრანგეთში ნორმანდიის დესანტის დღიდან (D-Day) 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერან რასელ პიკეტს, სხვა ვეტერანებთან ერთად პატივი საფრანგეთის მთავრობამ და პრეზიდენტმა ტრამპმა მიაგეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის იმდროინდელი პირველი ლედი მელანია ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი.

;
კადრი კატერინა იაკობაშვილის ვიდეოდან

;
კადრი Daily Mail-ის ვიდეოდან 

;
ფოტოზე გამოსახულია რასელ პიკეტი

რასელ პიკეტი 2020 წლის 2 აგვისტოს გულის დაავადებით გარდაიცვალა. რაც შეეხება აშშ-ის 35-ე პრეზიდენტს ჯონ კენედის, ის 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს.

უცნობია, რის საფუძველზე გააკეთა ფეისბუქ მომხმარებელმა Katerina Yakobashvili დასკვნა, რომ რასელ პიკეტი ჯონ კენედია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათ შორის გარეგნული მსგავსებაც არ იკვეთება. ქვემოთ იხილეთ ჯონ კენედისა და რასელ პიკეტის ახალგაზრდობის ფოტოები:

; ;
ჯონ კენედი რასელ პიკეტი

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist