ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

130
VIEWS

2022 წლის 18 მაისს Facebook მომხმარებელმა Valerian Phiphia-მ გამოაქვეყნა ფინელი ბლოგერის ვეიკო კორჰონენის პოსტი, რომელიც რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დამსახურებებს შეეხება. ბლოგის მიხედვით ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის დამოუკიდებლობა ძირითადად რუსეთის ან ბოლშევიკების დამსახურება იყო. ამასთანავე, პოსტის მტკიცებით, აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირამდე სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და მხოლოდ სსრკ-ში ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ. პოსტთან ერთად ასევე გამოქვეყნდა ფინელი ბლოგერის ფოტოსურათიც.

ვიელკო კორჰონენი: “ლატვიას, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება 1918 წელს (1918 წლამდე არასოდეს ჰქონდა სახელმწიფო) შედგა, როცა 1918 წლის 22 დეკემბერს ვ.ლენინმა სახალხო კომისარების საბჭოს ეგიდით, ლატვიის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის აქტს მოაწერა ხელი.”

ვიელკო კორჰონენი: “ესტონეთს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება 1918 წელს (1918 წლამდე არასოდეს ჰქონდა სახელმწიფო) შედგა, როცა წითელი არმიის ხსნის კომიტეტის ინიციატიცით, ესტონეთის დამოუკიდებლობის მანიფესტი შეადგინეს, რომელიც სახალხოდ პირველად, 1918 წლის 23 თებერვალს, ქალაქ პიარნუში გამოცხადდა.”

ვიელკო კორჰონენი:  “ლიტვამ 1918 წელს რუსეთის დახმარებით აღადგინა სახელმწიფოებრიობა, როცა 1918 წლის 16 თებერვალს, სახალხო საბჭოს წევრებმა ლიტვის დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.”

ვიელკო კორჰონენი: “[აზერბაიჯანი] არასოდეს იყვნენ ცალკეული სახელმწიფოები, მათ არ ჰქონდათ ტერიტორიული, ორგანიზაციული უფლებამოსილება და ამ ნიშნებით სსრკ-ს შემადგენლობაში ჩამოყალიბდნენ. 

Screenshot 6 10 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
ვალერიან ფიფიას პოსტი

ფინელი ბლოგერის ვეიკო კორჰონენის პოსტი მანიპულაციურია და ბევრ საკითხში ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება. ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ რუსეთში მიმდინარე მოვლენებით ისარგებლეს და დამოუკიდებლობა მოიპოვეს, რასაც, რა თქმა უნდა, შემდგომში ბოლშევიკებთან დაპირისპირება და ხანგრძლივი ბრძოლები მოჰყვა. აზერბაიჯანი კი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაარსებამდე გაჩნდა, ხოლო შემდგომში ბოლშევიკებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. რაც შეეხება ფინელ ბლოგერს, რეალურად მისი ფოტო გაყალბებულია და ის ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორ ატე კორჰოლას ეკუთვნის. 

  • ლატვიის დამოუკიდებლობის შესახებ

ბლოგის მიხედვით, ლატვიის სახელმწიფოს წარმოქმნა ვლადიმერ ლენინს უკავშირდება, რომელმაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის აქტს ხელი მოაწერა. აღნიშნული ფაქტი 1918 წლის დეკემბერში მართლაც მოხდა, თუმცა ვლადიმერ ლენინმა ხელი არა ლატვიის რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნას მოაწერა, არამედ ლატვიის საბჭოთა რესპუბლიკის დაფუძნებას, იმ მიზნით, რომ შემდგომში წითელი არმიის მიერ მისი შემოერთება გამართლებული ყოფილიყო

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობა ლატვიამ დეკემბრამდე ადრე ჯერ კიდევ 18 ნოემბერს რიგის ეროვნულ თეატრში გამოაცხადა. აღნიშნული დამოუკიდებლობა იმ პერიოდის ვითარების (რუსეთის რევოლუციები) გამოყენებასთან ერთად ბრძოლითაც იქნა მოპოვებული. ლატვიის 18 ნოემბრის დამოუკიდებლობა დიდ ხანს არ გაგრძელდა. 1918 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ლატვია, რომელიც ჯერ გერმანიამ დაიკავა, ბოლშევიკების სამიზნედ იქცა და სწორედ ამ დროს მოაწერა ლენინმა ხელი ახალი საბჭოთა ლატვიის რესპუბლიკის დაფუძნებას, რომელსაც 18 ნოემბრის დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

Screenshot 7 9 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება

ამის შემდგომ ლატვიელები კვლავ იბრძოდნენ ხელახალი დამოუკიდებლობისთვის. მათ უწევდათ გამკლავება როგორც გერმანელებთან, ასევე ბოლშევიკებთან. აღსანიშნავია, რომ ლატვიამ გამარჯვებას მიაღწია და დამოუკიდებლობა დროებით მაინც დაიბრუნა. დამოუკიდებლობის საწყის პერიოდში ლატვიამ დაიწყო განვითარება და სხვადასხვა დემოკრატიული რეფორმების გატარება. შემდგომში ასევე ვხვდებით უფრო ავტორიტარულ მმართველობასაც, თუმცა ლატვია კვლავ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, იქამდე სანამ არ გაფორმდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომლითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ევროპა საიდუმლო პუნქტებით გავლენის სფეროებად გაიყვეს, ლატვია კი სსრკ-ის ინტერესებში მოხვდა. საბჭოთა კავშირმა ლატვია 1940 წლის ივნისში დაიკავა

  • ესტონეთის პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო

ლატვიის მსგავსად განვითარდა მოვლენები ესტონეთშიც. ესტონეთმა ასევე ისარგებლა რუსეთის რევოლუციით და დამოუკიდებლობა 1918 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა. ამაში დიდი როლი შეასრულა ესტონეთის ეროვნულმა ფრონტმა, ხსნის კომიტეტმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო უილსონის თვითგამორკვევის პრინციპით ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი არ იყო წითელი არმიის, არამედ შემდგომში ებრძოდა წითელ არმიას. 

Screenshot 8 9 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
დამოუკიდებლობის გამოცხადების დოკუმენტი

ისევე როგორც ლატვიას, ესტონეთსაც მოუწია ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-2 დღეს დედაქალაქი გერმანელებმა დაიკავეს და ესტონეთის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნეს. ესტონელებს გერმანელების წინააღმდეგ მოუწიათ ბრძოლა და გამარჯვებასაც მიაღწიეს, თუმცა გერმანელების შემდგომ ესტონეთის დამოუკიდებლობას საფრთხე ახლა უკვე ბოლშევიკებმა შეუქმნეს

Screenshot 9 9 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
ესტონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება. ავტორი: Maximilian Feichter Maksolly
Screenshot 10 9 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
ესტონეთის ხსნის კომიტეტის ადგილმდებარეობა დამოუკიდებლობის გამოცხადებისას

ესტონელების ბრძოლა ბოლშევიკებთან ესტონელების გამარჯვებით დასრულდა. საბჭოთა რუსეთთან გაფორმდა ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც საზღვრებს ადგენდა და ორ მხარეს შორის მშვიდობიან ურთიერთობას ამყარებდა. დამოუკიდებლობა ამ შემთხვევაშიც 1940 წლამდე გაგრძელდა, რადგან ესტონეთიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო მუხლებით საბჭოთა კავშირის ინტერესის სფეროდ იქცა და სსრკ-მა ის 1940 წელს დაიკავა.

  • ლიეტუვის დამოუკიდებლობის შესახებ

ესტონეთისა და ლატვიის მსგავსად რუსეთში მიმდინარე მოვლენებით ლიეტუვამაც ისარგებლა  და 1918 წლის 16 თებერვალს ლიეტუვის საბჭოს ოცმა წევრმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც ლიეტუვა სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

Screenshot 11 9 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
ლიეტუვის დამოუკიდებლობის გამოცხადება

დამოუკიდებლობის გამოცხადებაში რუსეთს არანაირი წვლილი არ ჰქონდა. ლიეტუვამ უბრალოდ ისარგებლა რუსეთში მიმდინარე რევოლუციით და არეულობით და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება გადაწყვიტა. 

ისევე როგორც ესტონეთი და ლატვია, საბჭოთა კავშირმა 1940 წელს ლიეტუვაც დაიკავა და 1918 წლის დამოუკიდებლობა დროებით ამ მოვლენით დასრულდა

  • აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

ასევე, რეალობას არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ გასაბჭოებამდე აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა. ისევე როგორც საქართველომ, აზერბაიჯანმაც დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს, ქალაქ თბილისში გამოაცხადა

აზერბაიჯანში ამ პერიოდიდან დაიწყო სხვადასხვა რეფორმების გატარება და სახელმწიფოებრიობის გამყარება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სომხეთთან ომში იყო ჩაბმული. ქალებს მიენიჭა ხმის უფლება, რაც ისლამურ სამყაროში წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამასთანავე ისევე როგორც თბილისში, ბაქოშიც დაარსდა პირველი უნივერსიტეტი. 

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა მალევე დასრულდა. საბჭოთა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ნავთობის მარაგები, სწორედ ამიტომ ვლადიმერ ლენინმა კავკასიაში რევოლუციის სამხედრო კომიტეტს შემდეგი მოთხოვნა გაუგზავნა:

ვლადიმერ ლენინი: “ჩვენ აუცილებლად უნდა ავიღოთ ბაქო. მთელი თქვენი ძალისხმევა ამ მიზნისკენ მიმართეთ, მაგრამ განცხადებებში აუცილებელია მკაცრად დიპლომატიურები იყოთ… იგივე ეხება საქართველოსაც, თუმცა ამ შემთხვევაში გირჩევთ, კიდევ უფრო ფრთხილად იყოთ.”

საბჭოთა რუსეთმა 1920 წელს აზერბაიჯანი დაიკავა, რასაც შემდგომში მისი გასაბჭოება მოჰყვა. 

Screenshot 12 8 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
სერგეი კიროვი, ანასტას მიქოიანი, სერგო ორჯონიკიძე და მიხეილ ლევანდოვსკი წითელი არმიის ჯარისკაცებს შორის ბაქოში

 

  • ვეიკო კორჰონენის შესახებ

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პოსტი რუსულ ვებ-გვერდებზე ჯერ კიდევ 2018 წელს ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება არა ფინელი ბლოგერი ვიელკო კორჰონენია, არამედ ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი ატე კორჰოლაა, რომელსაც რუსული პროპაგანდა საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ფოტო 2011 წელს ილტა სანომატის ფოტოგრაფის არი-ვეიკო პელტონენის მიერ არის გადაღებული

ამ ფაქტის შესახებ, რეალურმა პიროვნებამ ატე კორჰოლამ განაცხადა, რომ ამაზრზენია, ვიღაცას მსგავსი პროპაგანდისთვის შეუძლია მოიპაროს სხვისი იდენტობა.

ატე კორჰოლა: “მართლა უცნაურია. ამაზრზენი გრძნობაა, რომ ვიღაცას შეუძლია ასეთი პროპაგანდისთვის სხვისი იდენტობა მოიპაროს. რა თქმა უნდა, არაფერ შუაში ვარ. ახლა მაინტერესებს რა ნაბიჯებს გადავდგამ ამ სურათის მოსაშორებლად. მაგრამ საერთოდ რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ შემთხვევებში?”

Screenshot 13 7 ვის ფოტოს იპარავს ფინელი ბლოგერი, რომელიც ბალტიელებისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას ლენინს უმადლის? 
პროფესორი ატე კორჰოლა, რომელზეც რუსული მედიები ამტკიცებენ, რომ ფინელი ბლოგერი ვიელკო კორჰონენია

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist