ვის ედება ბრალი სექსუალურ შევიწროებაში – ბორის ჯონსონს თუ კრის პინჩერს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

248
VIEWS

7 ივლისს ტელეკომპანია სეზონზე გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ სტუმარმა, ორგანიზაცია “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა გია კერესელიძემ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის მიზეზი ის გახდა, რომ ის კაცის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

გია კერესელიძე, “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი: ბრიტანეთის პრემიერის მოქმედებაზეც უნდა ითქვას, ნახეთ ხო, როგორ გადააყენეს? რაში არის ეჭვმიტანილი, მოგეხსენებათ, იცით ხო? ესე იგი სექსუალურ ძალადობაში, თან მამაკაცის მიმართ, ამაშია ეჭვმიტანილი და ამიტომ გადადგა”.

jonsoni ვის ედება ბრალი სექსუალურ შევიწროებაში - ბორის ჯონსონს თუ კრის პინჩერს?

ინფორმაცია, თითქოს ბორის ჯონსონის გადადგომის მიზეზი, მისი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულება გახდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, სექსუალურ შევიწროებაში არა ჯონსონი, არამედ პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე – კრის პინჩერი იყო დადანაშაულებული, რომელიც ჯონსონმა, ამ ფაქტის ცოდნის მიუხედავად,  საპარლამენტო თანამდებობაზე დანიშნა.  გარდა ამისა, ჯონსონს ბრალი პანდემიის პერიოდში, მასობრივი შეზღუდვებისას, წვეულებებზე დასწრებაში ედება. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა 7 ივლისს დატოვა, პრემიერის პოსტზე კი ახალი ლიდერის არჩევამდე დარჩება. მისი გადადომის მიზეზი დიდ ბრიტანეთში, ბოლო დროს, განვითარებული მოვლენები გახდა, რაც მისი პარტიის წევრების მიერ თანამდებობების დატოვებას უკავშირდება. ღია წყაროებში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორის ჯონსონი სექსუალურ შევიწროებაში იყო ბრალდებული, არ იძებნება.

რატომ გადადგა ბორის ჯონსონი?

ივლისში, ბრიტანეთში მაღალი თანამდებობის პირების საკადრო ცვლილებები დაიწყო. 30 ივნისს თანამდებობიდან გადადგა ჯონსონის პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღანელის მოადგილე – კრის პინჩერი, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კაცმა მას სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. აღსანიშნავია, რომ მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში ადრეც ედებოდა,  თავდაპირველად, ჯონსონის ოფისში ამბობდნენ, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნისას,  ამის შესახებ არ იცოდნენ, თუმცა, პინჩერის მიერ კოლეგების შევიწროების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2017 წელს ვრცელდებოდა.  პინჩერის შემდეგ, მომდევნო დღეს გადადგნენ ჯონსონის პარტიის სხვა ლიდერებიც: ჯანდაცვის მინისტრი საჯიდ ჯავიდი და ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი. ორივემ აღნიშნა, რომ ჯონსონთან ვეღარ ითანამშრომლებენ. ამის შემდეგ, თანამდებობა 50-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 7 ივლისს კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ბორის ჯონსონიც გადადგა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავრობის მართვა ამ ეტაპზე შეუძლებელი გახდა. პინჩერთან დაკავშირებით კი აღიარა, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ მისთვისაც ცნობილი იყო. მიუხედავად ამისა, მან პინჩერი თანამდებობაზე მაინც დანიშნა.

ბორის ჯონსონის მიმართ უნდობლობა დიდ ბრიტანეთში პანდემიის პერიოდში დაიწყო, მაშინ, როდესაც ის აკრძალვების მიუხედავად რამდენიმე წვეულებას დაესწრო.  პრემიერ-მინისტრს 2020 წლის 19 ივნისს 56 წელი შეუსრულდა და მისი დაბადების დღის აღსანიშნავად ლონდონის ცენტრში  წვეულება გაიმართა, რომელსაც 30-მდე ადამიანი ესწრებოდა. ამ პერიოდში,  ქვეყანაში 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება კანონით იყო აკრძალული, გარდა აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. წვეულებაზე გადაღებული ფოტოები მედიაში მოხვდა და 2022 წლის აპრილში, ბორის ჯონსონი კანონდარღვევისთვის დააჯარიმეს. პოლიცია პანდემიის პერიოდში 12 ასეთ შემთხვევას იძიებდა. ორ მათგანში ბორის ჯონსონი უშუალოდ მონაწილეობდა, მესამე კი მის სახლში გაიმართა. ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ  ვერ აცნობიერებდა კანონს თუ არღვევდა. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს კანონდარღვევაში ამხილეს.

jonsoni 1 ვის ედება ბრალი სექსუალურ შევიწროებაში - ბორის ჯონსონს თუ კრის პინჩერს?
ფოტო: ენდრიუ პარსონი წყარო: bbc.com

ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ მისი გადადგომა მოითხოვა. მას კონსერვატიული პარტიის წევრებიც შეუერთდნენ და 5 ივნისს, ბორის ჯონსონს უნდობლობის გამოცხადებას უყარეს კენჭი, თუმცა ამ ინიციატივამ არასაკმარისი ხმები მიიღო, შესაბამისად,  ბორის ჯონსონის იმპიჩმენტი ვერ მოხერხდა. საბოლოოდ,რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გადადგომის შემდეგ,  7 ივლისს პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება ბორის ჯონსონსაც მოუწია. 

ვინ არის კრის პინჩერი და რა ედება მას ბრალად?

კონსერვატიული პარტიის დისციპლინური ხელმძღვანელის მოადგილე – კრის პინჩერი თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კაცმა, მას სექსუალურ შევიწორებაში  ბრალი დასდო. საქმე ეხება კვიპროსში გამართულ ღონისძიებას, სადაც ის ორმა კაცმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში ადრეც ედებოდა, მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია პირველად 2017 წელს გავრცელდა. საუბარია  2001 წელს,  კრის პინჩერის მიერ ბრიტანელი პოლიტიკოსის, ალექს სთორის შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე. სთორის თანახმად, პინჩერმა საკუთარ სახლში მიიწვია, მასაჟის გაკეთება სცადა და ეუბნებოდა, რომ მასთან კავშირი სთორის დაწინაურებას შეუწყობდა ხელს. პინჩერმა ბრალდებები უარყო  და პარტიული გამოძიების შედეგად, ის  მოგვიანებით დანაშაულისგან გაათავისუფლეს. 

jonsoni 2 ვის ედება ბრალი სექსუალურ შევიწროებაში - ბორის ჯონსონს თუ კრის პინჩერს?
ფოტო: PA MEDIA

2019 წელს, ბორის ჯონსონმა პინჩერი მთავრობაში დააბრუნა და ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი განსახლების მინისტრად დანიშნა. 2022 წლის თებერვალში კი პინჩერი კონსერვატიული პარტიის დისციპლინური ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კონსერვატიულ პარტიაში პინჩერის მიერ სექსულაური შევიწროების ფაქტზე ინფორმაცია ჰქონდათ. 

29 ივნისს პინჩერის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების ახალი შემთხვევა გახდა მიზეზი, რის გამოც მას 30 ივნისს თანამდებობის დატოვება მოუწია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist