ვინიცის ეპარქიის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

161
VIEWS

3 მარტს რუსულენოვან პოლიტიკურ პორტალზე –utyug.info, ასევე ფეისბუკის რუსულენოვან  და ქართულენოვან  ანგარიშებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ვინიცის ეპარქიამ – УПЦ КП (კიევის საპატრიარქო)  მართლმადიდებელი მრევლი სასიკვდილო ცოდვისთვის ოფიციალურად დალოცა.

ინფორმაციას განცხადების ფურცელი ერთვის, რომელზეც უკრაინულ ენაზე წერია: 

„შენ უკრაინის დამცველი ხარ. შენი მოვალეობაა რუსი ოკუპანტებისგან დაიცვა დამოუკიდებლობა. შენი ამოცანაა რუსი ერი აღგავო პირისაგან მიწისა.  შენი მტერი რუსული სამყაროა, რომელიც ადამიანის სულს აზიანებს. რუსების მოკვლა ცოდვა არ არის“.

განცხადებას ხელს ვინიცისა და ბარის მიტროპოლიტი ვარსონოფი აწერს. 

 

გავრცელებული განცხადება ყალბია. განცხადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს (УПЦ КП)  ბლანკშია მომზადებული, თუმცა ხელს მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი აწერს. გაყალბებულ დოკუმენტზე მეტყველებს ის დეტალიც, რომ УПЦ КП დამოუკიდებელი ფორმით 2019 წლიდან ოფიციალურად აღარ არსებობს და ის ПЦУ-ში, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთიანდება. განცხადების ნამდვილობა “მითების დეტექტორთან” კომენტარში უარყო ვინიცა-ბარის ეპარქიის პრესმდივანმაც.

  • განცხადებას ხელს მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი “აწერს”

აღნიშნული განცხადების გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” ვინიცა-ბარის ეპარქიის პრესმდივანს – არქიმანდრიტ სოფრონ ჩუპრინას დაუკავშირდა. მისი თქმით, ტექსტში რიგი შეცდომები და შეუსაბამობაა, რომელიც საბაზისო საეკლესიო წესების არცოდნასა და განცხადების სიყალბეზე მეტყველებს. განცხადება კიევის საპატრიარქოს УПЦ КП  ბლანკშია მომზადებული და ხელს “ვინიცისა და ბარის” მიტროპოლიტი – ვერსონოფი აწერს. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი – ვერსონოფი არა კიევის საპატრიარქოს, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, შეუსაბამოა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსი განცხადებას კიევის საპატრიარქოს ბლანკში წერს. 

  • УПЦ КП დამოუკიდებელი ფორმით 2019 წლიდან ოფიციალურად აღარ არსებობს

რაც შეეხება განცხადების თავში მითითებულ ეკლესიას, აღსანიშნავია, რომ  УПЦ КП დამოუკიდებელი ფორმით აღარ არსებობს, რადგან 2018 წლის 15 დეკემბერს უკრაინის გაერთიანებული მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ) შეიქმნა და УПЦ КП  ПЦУ-ში გაერთიანდა.  2019 წლის 5 იანვარს უკრაინამ ავტოკეფალია მოიპოვა.  მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ავტოკეფალიის დამადასტურებელ მოწმობას, ტომოსს ხელი მოაწერა და 6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცა

2019 წლის 15 დეკემბერს ПЦУ-ს წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა (УПЦ КП) და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (УАПЦ) საბოლოო სამართლებრივი ლიკვიდაცია გამოაცხადა. 

  • სასულიერო პირების ხელმოწერა განცხადებაზე

ვინიცა-ბარის ეპარქიის პრესმდივანმა, არქიმანდრიტმა სოფრონ ჩუპრინამ, ასევე აღნიშნა, რომ ბერები და ეპისკოპოსები განცხადებას ხელს სტანდარტულად არ აწერენ, არამედ უბრალოდ, სახელს წერენ. ამ განცხადებას კი სტანდარტული ხელმოწერა აქვს, რაც ასევე მოწმობს, რომ ყალბი განცხადების ავტორი საბაზისო საეკლესიო წესებს არ იცნობს. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ПЦУ-ს მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ოკუპანტების მოკვლა ცოდვა არ არის. იგი ამბობს, რომ უკრაინელების მიზანი მეზობლების მოკვლა არ არის, თუმცა რუსი ოკუპანტები უკრაინაში შემოვიდნენ და უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ. 

ПЦУ-ს მიტროპოლიტი ეპიფანე: “ჩვენ, როგორც ერი მეზობლების მოკვლისკენ არ ვისწრაფვით. მაგრამ, რადგან ისინი შემოვიდნენ ჩვენს სახლში, ჩვენ საკუთარ მიწას, ოჯახს, სამშობლოს ვიცავთ. ჩვენი ჯარისკაცები ყველა უკრაინელს იცავენ. დაცვა, მტრის მოკვლა – ცოდვა არ არის. ჩვენ ვიცავთ, არ ვისწრაფვით სხვისკენ. ვინც ჩვენთან ხმლით მოდის, იმავე ხმლით მოკვდება”.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist