ვინ უქმნის საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

390
VIEWS

5 მარტს რუსულენოვან მედიაში «Аргументы и Факты»  (aif.ru), vesti.ru, gazeta.ru გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მხარემ, კერძოდ კი აზოვის ბატალიონმა, მარიუპოლში საცხოვრებელი შენობა დაბომბა. აღნიშნული მედია-საშუალებები ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერს დენის პუშილინის განცხადებას ეყრდნობიან. 

იმავე ინფორმაციას ინგლისურ ენაზე ავრცელებს ჰესბოლასთან დაკავშირებული მედია almayadeen.net. აღსანიშნავია, რომ aif.ru-სა და al mayadeen-ს სტატიებს ტექსტთან ერთად თანდართული აქვს დაბომბილი შენობის ფოტოსურათებიც.

Screenshot 35 1 ვინ უქმნის საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში?

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარიუპოლში საცხოვრებელი შენობა აზოვის ბატალიონმა დაბომბა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მარიუპოლზე სამხედრო შეტევას უკვე რამდენიმე დღეა რუსეთი ახორციელებს და მათ სამიზნეში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც მოხვდა.

ინტენსიური დაბომბვის შედეგად ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. 5 დღის განმავლობაში მარიუპოლი რუსული არტილერიის ცეცხლქვეშ იმყოფებოდა, გარდა ამისა ქალაქი გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსული სარაკეტო გამშვებების შეტევამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ლევობერეჟნის რაიონს, სადაც 170 000 ადამიანი ცხოვრობს.

მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს არა უკრაინის შეიარაღებული ძალები და მათ შორის აზოვის ბატალიონი, არამედ რუსეთი უქმნის. სწორედ რუსული მხარის შეტევის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი შენობები მარიუპოლში, რაზეც Deutsche Welle, Reuters, BBC და ბევრი სხვა ავტორიტეტული მედია წერს. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, 5 მარტს მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა, ისინი გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქის დაბომბვას აგრძელებენ.

ფოტო, რომელსაც aif.ru მარიუპოლის საცხოვრებელ შენობაზე აზოვის ბატალიონის შეტევის მტკიცებულებად ავრცელებს, Reuters-ს ეკუთვნის და ასევე ხელმისაწვდომია BBC-ს სტატიაშიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქალაქეების განცხადებით, შენობა რუსულმა მხარემ გაანადგურა. აღნიშნული ფაქტი, მას შემდეგ მოხდა, რაც ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაიდო. მომხდარმა მოქალაქეების ევაკუაციაში ქაოსი გამოიწვია და ე.წ. მწვანე კორიდორიდან ხალხის ნაწილი უკან გაბრუნდა.

Screenshot 36 1 ვინ უქმნის საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში?

რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელსაც al mayadeen ავრცელებს, ის არა მარიუპოლში, არამედ ხარკოვშია გადაღებული და ხარკოვის უნივერსიტეტის ნანგრევებს ასახავს, რომელსაც 2 მარტს რუსული რაკეტა მოხვდა. აღსანიშნავია, რომ al mayadeen ჰესბოლასთან დაკავშირებული არაბული მედიაა, რომლისთვისაც კრემლთან აფელირებულ ბულგარელი ჟურნალისტს დილიანა გაიტანჯიევას ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციული სიუჟეტი აქვს მომზადებული.

Screenshot 37 1 ვინ უქმნის საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში?

რუსული მხარე აქტიურად ცდილობს თავისი დანაშაულებები უკრაინას გადააბრალოს და ამტკიცებს, რომ უკრაინა მოსახლეობას საფრთხეში აგდებს, ევაკუაციის საშუალებას არ აძლევს და ფარად იყენებს, სინამდვილეში კი ქალაქის ბლოკადას და ინფრასტრუქტურის განადგურებას რუსეთის შეიარაღებული ძალები ახდენენ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist