ვინ შექმნა და დაასპონსორა ფარული გვერდი პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

760
VIEWS

2022 წლის 30 მარტს ახლადშექმნილმა ფეისბუკ გვერდმა სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო • sadacarundagatkharo საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პარტია “ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის ფოტოკოლაჟი შემდეგი აღწერით “ორი სალომე, ორივე მოღალატე” გამოაქვეყნა.


აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდზე მხოლოდ ეს ერთი პოსტი იძებნება, რომელიც დასპონსორებულია და მასში 100 დოლარზე ნაკლები თანხაა გადახდილი.


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით ახალი ფეისბუკ გვერდი სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო • sadacarundagatkharo 2022 წლის 29 მარტს  შეიქმნა. პროფილსა და ქავერზე გამოყენებულ პრეზიდენტის ფოტოებს თან წარწერა “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო” ახლავს.


გვერდის საკონტაქტო ინფორმაციაში ასევე მითითებულია ამავე სახელწოდების ვებგვერდი და ტელეფონის ნომერი, რომელიც ნომრების საძიებო სისტემაში შოთა გოლოძის სახელით იძებნება. 

ვებ-გვერდი 9 დღის წინ, 22 მარტს არის შექმნილი და მასზე არავითარი ინფორმაცია არ არის განთავსებული. სავარაუდოდ, გვერდი ფეისბუქის გამჭვირვალობის სტანდარტებთან შესაბამისობის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად სიმბოლურად არის შექმნილი.

მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე,  საჭიროდ მიაჩნია საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა მან პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო. პრეზიდენტის თქმით, შექმნილ ვითარებაში საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.

14 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის  ფაქტზე საკონსტიუციო სასამართლოს მიმართა. პოლიტსაბჭოს განცხადებით, პრეზიდენტს სურს, რომ კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მთავრობის გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ ზურაბიშვილის პოლიტიკურ დევნად შეაფასა და აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის მზადება დააანონსა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონში რთული მდგომარეობის დროს, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში უნდა ყოფილიყო.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist