ვინ შეეცილა სტალინს ქრისტეს შემდეგ მეორე ადგილში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

105
VIEWS

2020 წლის 14 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ბესო ბესო-მ გამოაქვეყნა პოსტი სტალინის შესახებ. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ამერიკული სამეცნიერო ცენტრის მიერ 2014 ჩატარებული კვლევის თანახმად, ისტორიაში ყველაზე გავლენიან პიროვნებად, იესო ქრისტეს შემდეგ, სტალინი დასახელდა. პოსტში აღნიშნულია, რომ ამერიკული პოლიტიკური წრეების და სპეცსამსახურების დაკვეთით აღნიშნული კვლევის შედეგები ღია წყაროებიდან მალევე ამოიღეს. პოსტში ავტორი სტალინის მნიშვნელობას, მის სიძლიერესა და უპირატესობებს უსვამს ხაზს.  ტექსტს იესო ქრისტეს და სტალინის პორტრეტები აქვს დართული. აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ პოსტი “თბილისელებში” მანამდე გამოქვეყნებული სტატიის იდენტურია. თუმცა, თბილისელების სტატიაში, ფეისბუკ პოსტისაგან განსხვავებით,  ავტორი აღნიშნავს, რომ ის ანატოლი ზახაროვს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ციტირებს და წყაროდ მას ეყრდნობა.

ბესო ბესო: „შეერთებული შტატების, ერთ – ერთმა გავლენიანმა, სამეცნიერო – ანალიტიკურმა ცენტრმა, ფუნდამენტური გამოკვლევა ჩაატარა, 2014 წელს. მიზანი იყო, გამოევლინათ კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე გავლენიანი პიროვნება, – მიუხედავად მისი რანგისა…. კვლევის შედეგად, პირველ ადგილზე – მაცხოვარი გავიდა, მეორეზე კი, – ქართველი სტალინი. თუმცა, კვლევის შედეგები, მალევე ამოიღეს, – პოლიტიკური და სპეცსამსახურების წრეების მითითებით, – მასობრივი წვდომის სისტემიდან. თუმცა, ფაქტი – ფაქტად დარჩა.“

"

პოსტს 19 ოქტომბრის მონაცემების 1 100 გაზიარება და 926 რეაქცია აქვს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2014 წლის ამერიკულმა კვლევამ სტალინი ქრისტეს შემდეგ ყველაზე გავლენიან ისტორიულ ფიგურად დაასახელა, რაც შემდეგ ამერიკის სპეცსამსახურებმა ინტერნეტიდან გააქრეს, ნახევრადსიმართლეა. ტყუილია, რომ სპეცსამსაურებმა მსგავის კვლევა გააქრეს, თუმცა ღია წყაროებით მსგავსი შინაარსის კველა არა 2014 წლით, არამედ 2013 წლით თარიღდება და მასში პირველ ადგილს მართლაც იესო ქრისტე იკავებს.  მეორე ადგილი კი აღნიშნული კვლევით არა სტალინს, არამედ ნაპოლეონს ერგო. სტალინი ამ რეიტინგებში  მხოლოდ მე-18 ადგილზეა.

იმ კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც სტალინი  იესო ქრისტეს შემდეგ ყველაზე გავლენიანი ადამიანია,  არც მომხმარებელი ბესო ბესო და არც “თბილისელების” სტატია წყაროს ან უფრო კონკრეტულ ინფორმაციას გარდა იმისა, რომ კვლევა 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა, არ ასახელებენ. “თბილისელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი რუს ისტორიკოსს ანატოლი ზახაროვს ციტირებს, რომლის განცხადებითაც აღნიშნული კვლევა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და პოლიტიკურმა ელიტამ ინტერნეტიდან გააქრო. მსგავსი შინაარსის კვლევა ინტერნეტში არა 2014 წლით, არამედ 2013 წლით თარიღდება.

2013 წლის დეკემბერში ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სტივენ სკიენას და ჩარლზ ვარდის კვლევა  – „ვინ უფრო დიდია? ისტორიული ფიგურების რეალური რეიტინგი“ გამოქვეყნდა. რეიტინგის შესახებ 2014 წლის იანვარში ვრცელი სტატია პოპულარულმა გამოცემამ  The Guardian-მა გამოაქვეყნა.

აღნიშნულმა კვლევამ ინტერესი მისი არასტანდარტული მეთოდოლოგიის გამო დაიმსახურა, მკვლევრები რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ არა კონკრეტული ისტორიული პიროვნების ცნობადობას ან მიღწევებს, არამედ ინტერნეტ სივრცეში მათ შესახებ მისაწვდომ პუბლიკაციებსა და შეფასებებს. რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ქრისტე
  2. ნაპოლეონი
  3. მუჰამედი
  4. უილიამ შექსპირი
  5. აბრაამ ლინკონლი
  6. ჯორჯ ვაშინგტონი
  7. ადოლფ ჰიტლერი
  8. არისტოტელე
  9. ალექსანდრე მაკედონელი
  10. თომას ჯეფერსონი

აღნიშნულ რეიტინგში საბჭოთა კავშირის ლიდერს არა მეორე, არამედ მე-18 ადგილი უკავია, მას უსწრებენ კარლ მარქსი, იულიუს კეისარი, დედოფალი ვიქტორია და მარტინ ლუთერი, ხოლო მეორე ადგილზე ნაპოლეონია.

"

როგორ გავრცელდა პოსტი სტალინის შესახებ  სოციალურ ქსელში?

19 ოქტომბრის მონაცემებით ფეისბუქ მომხმარებლის ბესო ბესო-ს პოსტს 1100 გაზიარება აქვს. პოსტი გააზიარეს საჯარო ჯგუფებში СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი, ჩემი გორი, “საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ და МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა.

ასევე – გვერდებმა საქართველო უპირველეს ყოვლისა და იმედი+.

"

"

 

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist