ვინ იყო რეალურად მეფე ასფაგური, რომელსაც Sputnik-ოსეთი ირანულ დინასტიას მიაწერს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

354
VIEWS

განახლება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ფარნავაზიანთა დინასტიის ერთ-ერთ წარმომადგენლად ვახტანგ გორგასალი იყო დასახელებული. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, გორგასალი სწორედ ფარნავაზიანთა დინასტიას მიეკუთვნებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ისტორიკოსი, ჯუანშერი მას ხოსროიანთა დინასტიის წარმომადგენლად მოიხსენიებს.


2021 წლის 11 ნოემბერს ონლაინ გამოცემა Sputnik Ossetia-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთის ეროვნული ბანკის მიერ ცხინვალის დაარსების 1760-ე წლისთავზე გამოცემულ მონეტას შეეხებოდა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ქალაქი ცხინვალი დაახლოებით 262-265 წლებში ირანული დინასტიის წარმომადგენელმა მეფე ასფაგურმა დაარსა:

Sputnik Ossetia: “მნიშვნელოვანი თარიღი – სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის დაარსების 1760 წლისთავი – 2022 წელს რესპუბლიკაში აღინიშნება. ისტორიული ცნობებით ცხინვალი დაახლოებით 262-265 წლებში დაარსდა, ირანული დინასტიის წარმომადგენლის – მეფე ასფაგურის მიერ.”

"
Sputnik Ossetia-ს სტატიის ის ნაწილი, სადაც მეფე ასფაგურზეა საუბარი რეალობას არ შეესაბამება. მეფე ასფაგური არა ირანული დინასტიის, არამედ ქართული ფარნავაზიანთა დინასტიის მეფე იყო. 

  • ფარნავაზიანთა დინასტიის შესახებ

ფარნავაზიანთა დინასტია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულს ფუძნდება და ამ პერიოდიდან ქართლის (იბერიის) სათავეში მისი წარმომადგენლები მოდიან. (ambien) ფარნავაზიანების დამაარსებლად ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი მოიაზრება. სწორედ მისგან მომდინარეობს დინასტიის სახელწოდებაც.

მიუხედავად იმისა, რომ ქართლის მეფეებსა და ჯერ აქემენიანთა და შემდგომ სასანიანთა ირანის სამეფო ოჯახებს შორის ხშირი იყო ქორწინება, ფარნავაზიანთა სამეფო დინასტია მაინც ქართულ დინასტიად მოიაზრება, რაც Sputnik Ossetia-ს სტატიაში ქართული კვალის დაფარვის მიზნით არ არის აღნიშნული.

"
ფარნავაზ მეფის რელიეფი

თავად მეფე ფარნავაზი, ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართლელი იყო და მცხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ ოჯახს წარმოადგენდა. ბიძა ქართლის მამამთავარი სამარა იყო, დედა კი წარმოშობით სპარსელი ქალი. ფარნავაზს მიაწერენ ქართული დამწერლობის შემოღებასაც.

ქართლის ცხოვრება: “მასა ჟამსა შინა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რო- მელსა ერქუა სახელი ფანვარაზ; ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოს, მცხეთესი ძისა, და დედულად; სპარსი ასპანელი. და იყო იგი დისწული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ იყო.”

ფარანავაზიანთა დინასტიის წევრები იყვნენ ასევე ცნობილი მეფეები, როგორებიცაა ფარსმან I, ფარსმან II ქველი, ვახტანგ გორგასალი და სხვები. ასევე ფარნავაზიანთა დინასტიის წევრი იყო მეფე ასფაგური, რომელსაც ქალაქი ცხინვალის დაარსებას მიაწერენ.

  • მეფე ასფაგურის შესახებ 

მეფე ასფაგური ქართლის უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფე იყო. ვინაიდან მას მემკვიდრე არ ჰყავდა, მისი ქალიშვილი აბეშურა სპარსეთის მეფის, ხოსროს 7 წლის ძეს, მირიანს შერთეს, რომელიც შემდგომში ქართლის პირველი ხოსროვიანი მეფე გახდა და აქედან დაიწყო ხოსროვიანთა დინასტია.

ქართლის ცხოვრება: “მაშინ მოიყუანეს ასული ასფაგურ მეფისა სახელით აბებორა (B: აბეშურა) და შერთო იგი ძესა თუისსა სპარსთა მეფემან.”

მეფე ასფაგური ცხინვალის დამაარსებლადაც მოიხსენიება. ასევე მან ააშენა ქალაქი უჯარმა. აღსანიშნავია, რომ მისი მეფობის პერიოდში ასფაგური ძირითადად სპარსელებს სომხეთის მეფესთან ერთად ებრძოდა. მისი მეფობის უკანასკნელ წლებში სპარსელები ქართლში შემოვიდნენ, ასფაგური კი იძულებული იყო ოსეთში შეეფარებინა თავი, სადაც ის გარდაიცვალა.

ქართლის ცხოვრება:  “და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ. და ამან აღაშენა ციხექალაქი უჯარმა. ალექსანდრეს მეფობითგან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს და იყვნეს კერპთმსახურნი; და ესე ასფაგურ იყო (აფსაგურ) უკანასკნელ მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა. ამისზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი.”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist