ვინ იყო ანჯეი დუდას ბაბუა და როგორ აკავშირებენ მას ბანდერასთან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

9.9k
VIEWS

სოციალურ მედიაში (1, 2, 3,) ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ბაბუა უკრაინის მეამბოხეთა არმიის (UPA) ერთ-ერთი ლიდერი მიხაილო დუდა იყო. გამოქვეყნებულ ფოტოებზე თანდართული აღწერების მიხედვით, მიხაილო დუდა სტეპან ბანდერას მეგობარი იყო და მან თავისი ნაცისტური იდეები შვილიშვილს გადაულოცა.

მტკციება იმის შესახებ, რომ ანჯეი დუდას ბაბუა მიხაილო დუდა იყო, ყალბია. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია 2015 წელს თავად ანჯეი დუდამ უარყო და თქვა, რომ მისი ბაბუა ბეწვეულის სპეციალისტი იყო და 1992 წელს გარდაიცვალა. მიხაილო დუდას შთამომავლების შესახებ ინფორმაცია კი ღია წყაროებში არ იძებნება.

2015 წელს ანჯეი დუდა მამის მხრიდან ბაბუის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტვიტერზე თავად გამოეხმაურა. მან პოლონელი ავტორის მარჩინ ხალასის შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მიხაილო დუდასა და მას შორის ნათესავური კავშირი არ არსებობდა და სინამდვილეში მისი ბაბუა ალოიზი დუდა სტარი სონჩში ცხოვრობდა, ბეწვეულზე მუშაობდა და 1992 წლის პირველ ივლისს გარდაიცვალა.

ანჯეი დუდას ბაბუის შესახებ ინფორმაცია პოლონურმა ფაქტების ანალიტიკოსმა ორგანიზაცია Demagog-მაც გადაამოწმა. 

რაც შეეხება მიხაილო დუდას, ის უკრაინის მეამბოხეთა არმიის (UPA) წევრი ნამდვილად იყო და მეორე მსოფლიო ომში და მის შემდეგ უკრაინის გასათავისუფლებლად იბრძოდა. მან 1950 წელს საბჭოთა უკრაინის ტერიტორიაზე UPA-ს მისიის განხორციელებისას თავი მოიკლა, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყო. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შვილები ჰყავდა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ბაბუებს ნაცისტურ იდეოლოგიასთან კრემლის პროპაგანდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან აკავშირებს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist