ვინ გვპირდება 1000 ლარიან დახმარებას – თამარ ივერი თუ ეკატერინე ტიკარაძე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2
VIEWS

ქლიქბეით საიტი myposts.ru-მ ინფორმაცია, სათაურით “18 წლამდე მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1000 ლარიანი დახმარება” გამოაქვეყნა. მასალას თან ერთვის ჯანმრთელობის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინიციატივა ჯანდაცვის მინისტრს ეკუთვნის.

;

myposts.ru-ს სათაური და ჯანდაცვის მინნისტრის თანდართული ფოტო შეცდომაში შემყვანია. ინფორმაციის ბმულზე გადასვლის შემდეგ ვკითხულობთ, რომ მშობლებისთვის ფულადი დახმარების იდეა რეალურად საოპერო მომღერალ თამარ ივერს ეკუთვნის.

Mypost.ru-ს მასალაზე გადასვლისთანავე ძირითად ტექსტში ვკითხულობთ, რომ სათაურში გამოტანილი ციტატა არა მინისტრის ინიციატივის, არამედ საოპერო მომღერლის თამარ ივერის ფეისბუქ პოსტიდანაა.

;

11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქობულეთში 14 წლის სექსულური ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ თავი მოიკლა. გოგონას დედა ემიგრანტი იყო, თამარ ივერი სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 18 წლმადე მოზარდების დედების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა უნდა აიკრძალოს და მათ საქართველოში სახელმწიფოს ფინანსრურ დახმარებები უნდა მიიღონ. თამარ ივერის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის სხვადასხვა ფეისბუქ გვერდსა თუ მედია საშუალებაში გამოქვეყნდა. მოგვიანებით ივერმა კრიტიკული შეფასებების გამო თავდაპირველი პოსტი წაშალა.

;

ქლიქბეით საიტი myposts.ru-ის IP მისამართი გერმანიაში მდებარეობს, თუმცა საიტი დომეინების რუსულ რეგისტრატორ reg.ru-ზეა დარეგისტრირებული.

;;


 

Clickbait  ვებ-გვერდები

ქლიქბეიტ ვებ-გვერდებისენსაციური, შეცდომაში შემყვანი  სათაურებით და ვიზუალური ეფექტებით (ფოტო, ანიმაცია) მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ. ვრცლად იხილეთ www.millab.ge.


არქივი – https://archive.is/QEXdV


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist