ვინ გადააქცია ტაძარი საწყობად, უკრაინელებმა თუ რუსმა ჯარისკაცებმა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

744
VIEWS

15 სექტემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ბანდერფაშისტებმა ეკლესიაში ყაზარმა და იარაღის საწყობი მოაწყვეს!..” ვიდეოში ნაჩვენებია ეკლესია, რომელშიც საწოლები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყუთები და ნაგავი შეიმჩნევა. ამავე დღეს, იდენტური ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც  (1 2, 3, 4) გაავრცელეს. პოსტებში აღნიშნულია, რომ იზიუმის ეკლესიაში “უკრონაცისტებმა” პოზიციები მოაწყვეს. 

Screenshot 7 6 ვინ გადააქცია ტაძარი საწყობად, უკრაინელებმა თუ რუსმა ჯარისკაცებმა?

ეკლესიის ვიდეო სოციალურ ქსელში ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო იზიუმის ეკლესიაში რუსი ჯარისკაცების წასვლის შემდეგ არის გადაღებული და არა უკრაინელების იარაღის საწყობს, არამედ რუსი სამხედროების მიერ მოწყობილ “ჰოსპიტალს” ასახავს.

ვიდეოს, რომელსაც ფეისბუკ მომხმარებლები ავრცელებენ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხის ლოგო @Pravda_Gerashchenko აქვს დართული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გერაშენკოს ოფიციალური ტელეგრამ არხიდან არის აღებული.

Screenshot 8 6 ვინ გადააქცია ტაძარი საწყობად, უკრაინელებმა თუ რუსმა ჯარისკაცებმა?

ვიდეო ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე 15 სექტემბერს, 19 საათსა და 17 წუთზე შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “რაშისტებმა იზიუმში მდებარე ტაძარი ჰოსპიტალად აქციეს.” გერშენკოს თანახმად, მეთაურები დაჭრილებს წესს აქვე უგებდნენ და როგორც “ორკებს” სჩვევიათ, ეკლესიას ბოსელად იყენებდნენ.

ანტონ გერაშენკო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი: “უკვე არავინ ეჭვობს, რომ „მსოფლიოს მეორე არმია“ მშვიდობიანი მოსახლეობის, სკოლების, საავადმყოფოების, ეკლესიების წინააღმდეგ საბრძოლველად მოვიდა.”

Screenshot 10 5 ვინ გადააქცია ტაძარი საწყობად, უკრაინელებმა თუ რუსმა ჯარისკაცებმა?

ინფორმაცია ეკლესიის შესახებ ადგილობრივ უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა. Kharkivtoday-ის ცნობით, იზიუმის რაიონში, სოფელ მალაია  კამიშევახაში მდებარე წმინდა სამების ტაძარში რუსულ ჯარს საავადმყოფო ჰქონდა მოწობილი, სადაც დაჭრილი მეომრები მიჰყავდათ. 
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი იზიუმი რუსი სამხედროების 11 სექტემბერს გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის თანახმად, 15 სექტემბერს რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. უკრაინის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მასობრივ სამარხში 400-ზე მეტი ცხედარი იყო დასაფლავებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist