ვინ გააყალბა გამოცემა AnsaMed-ის სახელით ინფორმაცია ისრაელში გარდაცვლილებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33
VIEWS

30 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა Zurab Kumsiashvili გამოაქვეყნა ინფორმაციის სქრინი, რომელზეც იტალიური გამოცემა AnsaMed-ის ლოგო ჩანს, ქუმსიაშვილს პოსტში ინფორმაციის ბმული მითითებული არ აქვს. სქრინის მიხედვით, სათაურში წერია: “გუშინ კორონავირუსით 20 გარდაცვლილიდან 15 აცრილი იყო. ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ისინი უფრო მსუბუქი ფორმით გარდაიცვალნენ”.

;
ზურაბ ქუმსიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სქრინი გაყალბებულია. ინფორმაცია, თითქოს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილები მსუბუქი ფორმით გარდაიცვალნენ, არც გამოცემა AnsaMed-ის ვებგვერდზე და არც სხვა ღია წყაროებით იძებნება. გარდა ამისა, გაყალბებული სქრინი ორიგინალი ვებ-გვერდის დიზაინისგან განსხვავდება, მაგალითად მასზე არც მასალის გამოქვეყნების თარიღი და დრო ჩანს და არც სოციალურ ქსელებში გასაზიარებელი ღილაკი.

იტალიური გამოცემის შესახებ გავრცელებული სქრინი გაყალბებულია, რადგან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არც იტალიური გამოცემა ansamed.info-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და არც სხვა წყაროებით იძებნება.

იმავეს აღნიშნავს იტალიური ფაქტების გადამამოწმებელი პლატფორმა Bufale.net, მათ სტატიაში ასევე წერია, რომ სავარაუდოდ, ფრაზა “გარდაიცვალნენ მსუბუქი ფორმით” ვაქცინირებულთა დაცინვის მცდელობაა, რადგან როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ვაქცინირებულები კვლავ შეიძლება დაინფიცირდნენ, თუმცა არავაქცინირებულებთან შედარებით ვირუსი უფრო მსუბუქი ფორმით გადააქვთ.

AnsaMed-ის ვებგვერდზე ისრაელის შესახებ ბოლო მასალა 30 ივლისს გამოქვეყნდა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის მე-3 დოზით აცრას შეეხება. ამ მასალაზე დაკვირვებისას, მარტივი მისახვედრია, რომ გაყალბებული სქრინი ორიგინალი ვებ-გვერდისგან ვიზუალურადაც განსხვავდება. მაგალითად, მასზე არ ჩანს ისეთი დეტალები, როგორიცაა მასალის გამოქვეყნების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე გაზიარების და მასალის ამობეჭდვის ღილაკები.

;
ისრაელი ვაქცინაციის დონით ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, ქვეყნის მოსახლეობის 60%-მდე უკვე სრულად ვაქცინირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ისრაელში ინფიცირების რიცხვი გაიზარდა, ბოლო თვის ახალი შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით გამოვლინდა. ისრაელში ვაქცინაციის ეფექტიანობასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ვინ არის ზურაბ ქუმსიაშვილი?

ზურაბ ქუმსიაშვილი, რომელმაც აღნიშნული ყალბი სქრინი გამოაქვეყნა, კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციულ მტკიცებებს აქამდეც ავრცელებდა.  2020 წლის სექტემბერში კრემლისტურ გამოცემა Tvalsazrisi.ge-სთან ინტერვიუში ქუმსიაშვილი ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნა. გადამოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ ქუმსიაშვილს პრეპარატის რეგისტრაციის მიზნით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არც კი მიუმართავს.

ზურაბ ქუმსიაშვილის მიერ გავრცელებულ სხვა დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


პოსტის არქივი: Zurab Kumsiashvili


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist