ვინ გააყალბა CNN-ის სქრინი და როგორ გაჩნდა ულან-ბატორი უკრაინის რუკაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

829
VIEWS

7 ივლისს გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” ინფორმაცია, სათაურით “CNN-მა უკრაინის დედაქალაქი რუკაზე მონიშნა, როგორც ულან-ბატორი” გამოაქვეყნა. მასალის მიხედვით, ამერიკელი ჟურნალისტებისთვის უკრაინასა და მონღოლეთს შორის არავითარი განსხვავება არ არის, რადგან CNN-ს კიევისა და ულან-ბატორის მდებარეობები შეეშალა. მასალა კრემლისტურ news-front.info-ზე დაყრდნობით არის მოზადებული და მასში მოყვანილია  რუსეთის ფედერაციული საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავჯდომარის ალექსეი პუშკოვის კომენტარი, რომელმაც ირონიულად აღნიშნა, რომ  უკრაინის მთავრობამ, ყველა სხვა მითითების მსგავსად,  აშშ-ს ეს მოწოდებაც სასწრაფოდ უნდა შეასრულოს და დედაქალაქს სახელი გადაარქვას. მასალაში გამოყენებულია კადრი CNN-ის სიუჟეტიდან, რომელშიც უკრაინის რუკაზე დედაქალაქის ადგილას ულან-ბატორი წერია.

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ CNN-ს უკრაინისა და მონღოლეთის დედაქალაქების მდებარეობა შეეშალა, მცდარია. რეალურად, “საქართველო და მსოფლიოს” მასალაში გამოყენებული რუკის პირვანდელი ვერსია CNN-მა თავის სიუჟეტში 2014 წლის ივლისში გამოიყენა და მასზე მხოლოდ სლავიანსკი და კრამატორსკია მონიშნული. სლავიანსკის მდებარეობა კი შეცდომითაა აღნიშნული, რაც რუსულმა მედიასაშუალებებმა ამერიკული გამოცემის კრიტიკისთვის გამოიყენეს. ხოლო კიევის ნაცვლად ულან-ბატორი მოგვიანებით, 2014 წლის აგვისტოში ფოტოს დამუშავების შედეგად გამოჩნდა და ის CNN-ს თავის სიუჟეტში არ გამოუყენებია.

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული რუკის ყველაზე ადრინდელი ვერსია  2014 წლის 6 ივლისს რუსული მედიასაშუალება Russia Today-ის მასალაში იძებნება. Russia Today-ს მასალა CNN-ის შეცდომას ეხება და მასში CNN-ის ერთ-ერთი სიუჟეტიდან ამოჭრილ რამდენიმე წამიანი ვიდეოკადრია გამოყენებული. CNN-ის ეს სიუჟეტი უკრაინის მხარის მიერ ორი ქალაქის სლავიანსკისა და კრამატორსკის დაბრუნებას ეხება და სიუჟეტზე თანდართული ტიტრიც სწორედ ამ მოვლენას აღწერს: “მიმდინარე ამბავი: უკრაინა იბრუნებს ქალაქებს, უსაფრთხოების ძალებმა სლავიანსკიდან და კრამატორსკიდან სეპარატისტები გააძევეს.” რეალურად რუკის გამოსახულების პირვანდელი ვერსიაში უკრაინის დედაქალაქი საერთოდ არ არის მონიშნული, და მასზე მხოლოდ სლავიანსკისა და კრამატორსკის მდებარეობას ვხედავთ.

;
ხოლო მიზეზი, რის გამოც Russia Today-მ CNN-ის სიუჟეტის ვიდეო და ფოტოკადრები გამოიყენა, CNN-ის მიერ ქალაქ სლავიანსკის გეოგრაფიული მდებარეობის ასახვაში დაშვებული შეცდომაა. CNN-ის ვერსიაში სლავიანსკის ნიშნული ყირიმის ნახევარკუნძულზეა დასმული მაშინ, როცა რეალურად ქალაქი დონეცკის რეგიონში მდებარეობს. Russia Today ამერიკელ კოლეგებს გეოგრაფიის არცოდნის გამო დასცინის და საკუთარ მასალაში სლავიანსკის რეალური მდებარეობის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

;
Russia Today საკუთარ მასალაში CNN-ის სხვა შეცდომებსაც იხსენებს, მათ შორის შემთხვევას, როცა CNN-მა უკრაინის 2014 წლის რეფერენდუმის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში უკრაინის ტერიტორიის ნაცვლად უკრაინის დროშა პაკისტანში დასვა.

სლავიანსკის მდებარეობასთან დაკავშირებული CNN-ის შეცდომა 2014 წლის ივლისში სხვა რუსულმა გამოცემებმაც გამოიყენეს, მათ შორის ინფორმაცია ტელეკომპანია Russia 24-მა და გამოცემებმა, Echo of Moscow-მ, vesti.ru-მაც გამოაქვეყნეს. ყველა რუსული გამოცემა CNN-ის იდენტურ რუკას იყენებს, სადაც უკრაინის დედაქალაქი მონიშნული არ არის და შესაბამისად, მის ადგილას არც კიევი წერია და არც ულან-ბატორი.

;
“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გავრცელებული  რუკის ფოტო, სადაც უკრაინის ტერიტორიაზე მონიშნული სამი ქალაქი – ულან-ბატორი, სლავიანსკი და კრამატორსკია ასახული ამ სახით ინტერნეტში 2014 წლის აგვისტოდან იძებნება. დამუშავებული ფოტოს ტიტრის წარწერა, ასევე სლავიანსკისა და კრამატორსკის მონიშვნა CNN-ის 2014 წლის ივლისის სიუჟეტის კადრებს ემთხვევა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ულან-ბატორი კიევის ადგილას ფოტოს დამუშავების შედეგად მოგვიანებით გაჩნდა.  2014 წლის 10 აგვისტოს ის ტვიტერის მომხმარებელმა ტერესა ფელონმა საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა და იკითხა, კიდევ ერთხელ დაუშვა თუ არა CNN-მა გეოგრაფიასთან დაკავშირებული შეცდომა.

;
ფოტოს მოგვიანებით დამუშავებაზე მეტყველებს ისიც, რომ CNN-ის სხვა სიუჟეტებში ქვეყნის დედაქალაქი კიევი განსხვავებულად – ვარსკვლავით არის აღნიშნული, გავრცელებულ ფოტოში კი დედქალაქის აღნიშვნა სხვა ქალაქების ნიშნულების ვიზუალურ გამოსახულებას ემთხვევა.

;
ტერეზა ფელონის შემდეგ 2014 წლის 11 აგვისტოს ფოტო გამოცემებმა buzznews.mn-მა და assiarussia.ru-მაც გაავრცელეს, მასალებში ნათვაქმია, რომ CNN-ს კიევისა და ულან-ბატორის მდებარეობები შეეშალა.

  • დამუშავებული ფოტოს გავრცელება 2021 წელს 

2021 წლის 29 ივნისს  სოციალურ ქსელ ტელეგრამში მომხამრებელმა Swiss Vatnik გაავრცელა უკრაინის რუკის ის ვერსია, სადაც კიევის ნაცვლად ულან-ბატორი წერია,   ფოტოზე თანდართულია ტექსტი, რომლის მიხედვითაც, სანამ მსოფლიო შვეიცარია-საფრანგეთის საფეხბურთო მატჩს უყურებდა, CNN-მა ზელენსკის მთელი ოფისი ულან-ბატორში გადაიტანა, შესაბამისად, აღწერა აჩენს შთაბეჭდილებას, რომ რუკის ფოტო ახალია.

;
3 ივლისს ამავე შინაარსის თვითი ალექსეი პუშკოვმაც გამოაქვეყნა, თუმცა თავის ტექსტს რუკის ფოტო არ დაურთო.

;
პუშკოვის თვითზე დაყრდნობით CNN-ის შეცდომის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა რუსულმა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს, მათ შორის gazeta.ru-მ, vzglyd.ru-მ და news.rambler.ru-მ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist