ვინ ესალმება რუს სამხედროებს – უკრაინელები თუ რუსები კურსკის ოლქიდან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

955
VIEWS

2022 წლის 10 აპრილს, ფეისბუქ მომხმარებლმა Liuda Grudeva-მ საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე ვიდეო შემდეგი ბულგარულენოვანი აღწერით გამოაქვეყნა: “კურსკის ოლქი, უკრაინელი ხალხი ესალმება რუს სამხედროებს.” ვიდეოში სამხედრო ტექნიკა რუსული დროშებით გადაადგილება, გარშემო შეკრებილი ხალხი კი სამხედროებს ესალმება.

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში უკრაინელები რუს სამხედროებს სიხარულით ხვდებიან, დეზინფორმაციაა. რეალურად ვიდეო კურსკის ოლქიდან რუსი სამხედროების გაცილებას ასახავს. აღნიშნული ოლქი კი რუსეთის ფედერაციაში მდებარეობს და შესაბამისად რუს სამხედროებს არა უკრაინელები, არამედ რუსები ესალმებიან და უკრაინაში საბრძოლველად აცილებენ. 

ვიდეო პირველად 10 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა. აღწერაში ვკითხულობთ, რომ კურსკის რეგიონში მოსახლეობა რუს სამხედროებს უკრაინელების გასაძარცვად, გასაუპატიურებლად და მოსაკლავად ბედნიერად აცილებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: “ეს მათი ომიცაა. ხშირად ამბობენ, რომ ჩვეულებრივი რუსები სანქციებით არ უნდა დაიტანჯონ: ბოლოს და ბოლოს ომი პუტინმა დაიწყო და არა მათ. ამ ვიდეოში რუსეთის კურსკის რეგიონის მოსახლეობა რუს სამხედროებს უკრაინელების გასაძარცვად, გასაუპატიურებლად და დასახოცად ბედნიერად აცილებს.”

გარდა ამისა, პოსტის აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კურსკის ოლქი უკრაინაში მდებარეობს და შესაბამისად, უკრაინელი მოსახლეობა იქ შესულ რუს სამხედროებს ესალმება.  რეალურად, აღნიშნული ადმინისტრაციული ოლქი, მართალია, უკრაინის საზღვართან ახლოს, თუმცა არა უკრაინის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.  

ამასთანავე, 2010 წლის აღწერით, რუსები კურსკის მოსახლეობის 96,5%-ს შეადგენენ, უკრაინელები კი – 1,3%-ს.

ვიდეოს 01:01 წუთხე Z სიმბოლოს გამოსახულების მქონე ავტომობილებიც ჩანს.  ცნობილია, რომ ამ სიმბოლოს რუსი სამხედროები უკრაინელების წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვიდეო არაერთმა უცხოურმა მედიასაშუალებამ და ჟურნალისტმა გააშუქა, მათ შორის ესპანურენოვანმა გამოცემა Ejércitos-მა, ბრიტანულმა Uniland.co.uk-მ, BBC-ს ჟურნალისტმა Myroslava Pesta-მ, ბელორუსელმა ჟურნალისტმა და მკვლევარმა Tadeusz Giczan-მა და სხვებმა. 

წყაროს შესახებ

Liuda Grudeva-ს ფეისბუქ პროფილზე პირველი პოსტი 2022 წლის 18 მარტს გამოქვეყნდა. პოსტი რუსეთის მიერ ყირიმში ახალი კურორტის აშენებას ეხებოდა. 

Liuda Gruedeva-ს გარეკანის ფოტოდ რუსეთის გერბია გამოყენებული, მას საცხოვრებელ ადგილად ბულგარეთის დედაქალაქი სოფია აქვს მითითებული. 

Liuda Grudeva-ს პროფილის ფოტოს გარდა, პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა ფოტოები საჯაროდ გამოქვეყნებული არ აქვს.  ანგარიში ანტიუკრაინული და პრორუსული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist