ვინ ელოდება 9 მაისს საქართველოში  “უკვდავი პოლკს”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

55
VIEWS

9 მაისს რუსეთი და პოსტ-საბჭოთა სივრცისა ქვეყნების ნაწილი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავს, რომელსაც რუსეთი “დიდი სამამულო ომის” სახელით მოიხსენიებს. 9 მაისის აღნიშვნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უკვდავი პოლკის მსვლელობაა, რომელიც გასულ წლებში საქართველოშიც გაიმართა და სამოქალაქო აქტივისტების პროტექსტი მოჰყვა. COVID-19-ის პანდემიამ როგორც შარშანდელი, ასევე წლევანდელი 9 მაისის გეგმები მეტწილად შეცვალა. მიუხედავად საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, სხვადასხვა კრემლისტური ჯგუფები 9 მაისს მსვლელობებს და აქციებს მაინც გეგმავენ.

პრო-რუსული მოძრაობების გეგმები – აქციები დაკეტილ ვაკის პარკთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან

9 მაისის მოახლოებასთან ერთად საქართველოს უკვდავი პოლკის ფეისბუქ გვერდიც გააქტიურდა. გვერდი დიდ სამამულო ომთან და მასში გამარჯვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვიდეორგოლებსა და დოკუმენტებს აზიარებს. 29 აპრილს საქართველოს უკვდავი პოლკის ტელეხიდიც გაიმართა. ხოლო 6 მაისს უკვდავი პოლკის ფეისბუქ გვერდმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პოლკის მსვლელობა დააანონსა. აქვე მითითებულია, რომ სამამულო ომში გამარჯვების 76-ე იუბილესთან დაკავშირებით, კოვიდ რეგულაციების დაცვით, აქცია თბილისში, ვაკის პარკში გაიმართება. მოგვიანებით შეიქმნა ფეისბუქ ღონისძიებაც. პოლკის ხელმძღვანელს, ლიკა ზახაროვას პირად ფეისბუქ პროფილზე 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით არაფერია განთავსებული, თუმცა ზახაროვამ საკუთარი პროფილით საქართველოში უკვდავი პოლკის განცხადება სხვადასხვა ჯგუფებში აქტიურად გადააზიარა. განცხადება გაზიარდა, აგრეთვე, ლიკა ზახაროვას პერსონალურ ფეისბუქ გვერდზე, რომელზეც კიდევ ერთი პოსტი, 2019 წელს გადაღებული, საქართველოში უკვდავი პოლკისადმი მიძღვნილი ვიდეო იძებნება.

;;

 ;

ღონისძიების როგორც რუსულ, ასევე ქართულ გვერდებზე მითითებულია, რომ შეკრება ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან გაიმართება.

;
აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც პარკი დროებით დაკეტილია. ამის გამო, “ევრაზიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა” გულბაათ რცხილაძემ “ისტორიული მემკვიდრეობის” ინტერნეტ-პორტალ “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მოძრაობა “საქართველოს უკვდავი ჯარი” გეგმავს დიდი ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ჩაატაროს, თუმცა ქალაქის სახელი არ დაუკონკრეტებია. მან მოსახლეობას მოუწოდა ვაკის პარკის ნაცვლად წელს ყვავილები კონსტანტინე ლესელიძის ძეგლთან მიიტანონ. რცხილაძემ გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ვაკის პარკში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მემორიალის შექმნის თაობაზე. ზურაბიშვილის ინიციატივა გულისხმობს პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთათვის ადგილის მიკუთვნებას, თუმცა “ევრაზიული ცენტრის” ხელმძღვანელი ამას თბილისში “დიდი სამამულო ომის გამარჯვების” აღსანიშნავად შემორჩენილი “ერთადერთი მონუმენტის” გადაკეთების და წაშლის მცდელობად აფასებს.

ასეთივე შეფასება აქვს “ერთიანი კომუნისტური პარტიის” ლიდერ თემურ ფიფიასაც, რომელიც ასევე “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში 9 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან აქციას აანონსებს:

თემურ ფიფია: პრეზიდენტადწოდებულ, მენშევიკ სალომე ზურაბიშვილის სასახლეს წითელი დროშებით ვესტუმრებით და გავახსენებთ, მისი წინაპრები ფაშისტების მხარეს რომ იბრძოდნენ მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები სამშობლოს იცავდნენ. გავახსენებთ, როგორ გავყარეთ ბოლშევიკებმა ბინძური და მოღალატე მისი წინაპარი მენშევიკები!

ფიფიამ აქცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც დააანონსა, პროფილის ფოტოზე კი “პოლიტიკანოს” მიერ შექმნილი ჩარჩო დაიყენა.

;
ქართულენოვან ფეისბუქზე 9 მაისის მოახლოვებასთან ერთად, გააქტიურდა ფეისბუქ გვერდი პოლიტიკანოც, რომელიც ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ ცენტრთან და News Front Georgia-სთან არის დაკავშრებული. გვერდმა ჯერ “ისტორიის გადამეორების” მიზნით რამდენიმე პოსტი განათავსა ნაციმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის წვლილზე, წითელი არმიის ზოგადსაკაცობრიო განმათავისუფლებელი მისიისა და ევროპული ქვეყნების მარტივად დანებების შესახებ, შემდეგ კი რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის სიმბოლიკით ფეისბუქ პროფილის ჩარჩო გააზიარა და ხალხს 9 მაისი წინასწარ მიულოცა.

;;;;;

#СтройБессмертногоПолка – უკვდავი პოლკის მწკრივი რუსეთში

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში კვლავ იზრდება და მხოლოდ 24 საათში დაავადების 8,386, ხოლოდ გარდაცვალების 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 მაისს სამხედრო აღლუმი მაინც გაიმართება. აღლუმის პირველი რეპეტიცია 5 აპრილს ჩატარდა.

ამის მიუხედავად, უკვდავი პოლკის მსვლელობა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება. უკვდავი პოლკის მსვლელობა 2014 წლიდან ისტორიის გადაწერის კრემლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გახდა. #СтройБессмертногоПолка – უკვდავი პოლკის მწკრივი, ასეთია წლევანდელი ონლაინ-მსვლელობის ჰეშთეგი. 21 აპრილს მსვლელობის ოფიციალურმა გვერდმა ოჯახის ვეტერანი წევრების ფოტოებისა და ისტორიების ონლაინ განთავსებისკენ მოუწოდა. “კოლონები არ იქნება, მაგრამ მეხსიერება ჩვენთანაა!”, ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად პუტინის პოლიტიკისათვის 9 მაისის მნიშვნელობაზე და რუსეთში გასულ წელს გამართულ ღონისძიებებზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მასალას:

9 მაისი და უკვდავი პოლკი საქართველოში

“უკვდავი პოლკის” აქტივობები კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენლად იქცა, რომლის მიზანი საერთო ისტორიული მეხსიერების საფუძველზე სხვადასხვა ხალხების კონსოლიდირებაა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვებიც მიანიშნებს:

“”უკვდავი პოლკი” საერთაშორისო თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალია ისტორიული ჭეშმარიტებისა და საერთო მეხსიერების დასაცავად, ხალხების დასაახლოვებლად და ორმხრივი ნდობის გასაძლიერებლად”.

საქართველოში უკვდავი პოლკი 2017 წელს გამოჩნდა. უკვდავი პოლკის მსვლელობა “რუსული სამყაროს” საქართველოში მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციების მთავარი პოლიტიკური აქტივობაა. 2019 წლის 9 მაისს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ პოლკის კონტრაქცია გამართა და ვაკის პარკთან შეკრებილ მოქალაქეებს რუსეთ-საქართველოს ომში წამებით მოკლული გმირის გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით და ნატოს ტრანსფარანტებით დაუპირისპირდა.

ვრცლად საქართველოში “უკვდავი პოლკის” აქტივობების შესახებ იხილეთ “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიში “რუსული სამყარო საქართველოში”.

“უკვდავი პოლკის” მიღმა არსებული პოლიტიკური მოტივების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მომზადდა:

8 თუ 9 მაისი?

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით დასავლეთ ევროპა ნაცისტური გერმანიის დამარცხების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. 8 თუ 9 მაისი – ეს თემა საქართველოში დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს. ვრცლად ამ საკითხზე გაეცანით “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში მომზადებულ მასალებს:

წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist