ვინ დაამონტაჟა სააკაშვილის თავი გახარიას ფოტოზე? – ოცნების და ნა-ოცნებარის მხარდამჭერთა ციფრული დუელი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

36
VIEWS

23 ივნისს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიასა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში კონსპირაციული შეხვედრის შესახებ, რასაც იმ გარემოებით ასაბუთებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთი და იმავე სასტუმროში “მეიფლაუერში” ცხოვრობდნენ.

;
რუსთავი 2-ის ექსკლუზივი მალევე აიტაცეს ერთი მხრივ,  სახელისუფლებლო  სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა (POSTV, იმედი და სხვები),

ასევე ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილმა ფეისბუკ ანგარიშებმა (შუბლის ძარღვ გაწყვეტილები, ტერენგი გლდანელი), ასევე მედიის სახელით მოქმედმა და საარჩევნო გვერდებმა (საინფორმაციო ბლოგი, არჩევნები 2021),  რომლებიც მმართველი პარტიისგან ნეიტრალურ პლატფორმებად პოზიციონირებენ.

ინფორმაციის გამავრცელებელი 12 ფეისბუქ გვერდიდან 5-მა (იმედი, POSTV,  არჩევნები 2021, საინფორმაციო ბლოგი, შუბლის ძარღვ გაწყვეტილები)   გახარია-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაასპონსორა:

გახარიასა და სააკაშვილის შეხვედრის შესახებ მტკიცება ემყარებოდა იმას, რომ ორივე მათგანი ვაშინგტონში ყოფნისას სასტუმრო The Mayflower Hotel-ში გაჩერდა. არც ერთ მედიასაშუალებას შეხვედრის ამსახველი კადრები არ გამოუქვეყნებია. მმართველი პარტიის წევრებმა კი ეს შეხვედრა მათი ეჭვების მტკიცებულებად შეაფასეს.

მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნება: “ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმეოდნენ”

სახელისუფლებო მედია საშუალებების მიერ წამოწყებულ დისკრედიტაციის კამპანიას თავის მხრივ, გახარიას გუნდის წევრებმა ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებზე და მედიით უპასუხეს და შეხვედრის ფაქტი უარყვეს. ამასთანავე საპასუხო კამპანიაში გახარიასთან დაკავშირებული ანგარიშები ჩაერთვნენ.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გიორგი გახარიას ერთ-ერთ მხარდამჭერ ჯგუფში “გიორგი გახარიას მხარდამჭერები”  ფეისბუქ მომხმარებელმა მარიამ მარი-იმ გაავრცელა დამუშავებული ფოტო, რომელზეც გიორგი გახარია და კახაბერ ქემოკლიძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვაშინგტონში არიან გამოსახულნი. რეალურად ფოტოზე მესამე პირი გახარიას პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძეა, რომლის თავის ადგილას მიხეილ სააკაშვილის თავი ფოტოშოპით არის ჩასმული.

მარიამ მარ-ი აღნიშნულ გაყალბებულ ფოტოს ურთავს ტექსტს, რომლის მიხედვითაც, ფოტო “დამპალი ქოცებისა და ნაცების” მიერ ვრცელდება.

;
რეალურად პროსახელისუფლებო ან ოპოზიციურ გვერდებსა და ჯგუფებში ეს ფოტო არ იძებნება და პოსტის ავტორს არც ის გვერდები ან ანგარიშები აქვს მითითებული, რომელმაც ფოტოშოპით დამუშავებული ვიზუალი გაავრცელა. თავად მარიამ მარ-იმ აღნიშნული ფოტო 23 ივნისს 20:24 საათზე გამოაქვეყნა, 20:56 საათზე იმავე მომხმარებელმა რეალური ფოტო კახაბერ ქემოკლიძის კომენტართან ერთად გაავრცელა.

;
გახარიას მხარდამჭერ ჯგუფში გაყალბებულ ფოტოს და მასზე დართულ ტექსტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ყალბი ფოტოს გავრცელების გამო პროტესტს სხვადასხვა მომხმარებელი გამოხატავდა, მარიამ მარ-ი კი თითოეულ კომენტარს რეალურ ფოტოს უტვირთავდა.

;
მარიამ მარ-ის მიერ გახარიას მხარდამჭერ ჯგუფში ყალბი ფოტოს გამოქვეყნებიდან მალევე 22:06 საათზე გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყალბი ფოტოს გაჟარჟებული ვარიანტი გამოქვეყნდა, წარწერით “არა ჩადებას!” ფოტოზე კახაბერ ქემოკლიძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ლევან დოლიძის ადგილას კვლავ მიხეილ სააკაშვილია გამოსახული.

;
სოციალურ ქსელში ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სხვადასხვა მომხმარებელი სხვადასხვა ტიპის დამუშავებულ ფოტოს აქვეყნდება, ზოგიერთ მათგანში კვლავ მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას ვხვდებით, ზოგ შემთხვევაში კი ლევან დოლიძის ნაცვლად ჯო ბაიდენის თავია ჩასმული.

;

ვინ არის მარიამი მარ-ი?

ფეისბუქ მომხმარებელი მარიამი მარ-ი მედეა მირესაშვილის ფოტო იყენებს. მედეა მირესაშვილის ინსტაგრამზე მარიამ მარ-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებული ფოტოები რამდენიმე თვით ადრე იძებნება.

ფეისბუქის მიხედვით, მარიამ მარ-ის ანგარიში ახლადშექმნილია, მან პირველი ფოტო 2021 წლის 4 ივნისს გამოაქვეყნა.

;
16 ივნისს კი საჯარო ჯგუფის “გიორგი გახარიას მხარდამჭერები” წევრი გახდა.

;
გაწევრიანდებიდან მეორე დღეს გახარიას მხარდამჭერი პოსტი საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა,  ჯგუფში კი გახარიას მხარდამჭერ სხვადასხვა პოსტს აქტიურად აზიარებს.

;

მიმების კამპანია ნიკა მელიას პოსტზე

მიმების კამპანიას გამოეხმაურა ნიკა მელია, რომელმაც საკუთარ პროფილზე ატვირთა ფოტო წარწერით “გახარიას ველოდები:”

;
მეილიას ამ ფოტოს კოორდინირებულად გამოეხმაურნენ ის ოპოზიციის დისკრედიტაციაზე ორიენტირებული სახელისუფლებო ფეისბუქ გვერდები, რომლებმაც მელიას აღნიშნულ ფოტოს არაერთი მიმი მიუძღვნეს.


მოამზადა მარიამ დანგაძემ

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist