ვინ ავრცელებს შეთქმულებებს ადამიანების დაჩიპვის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ესაფ
1.2k
VIEWS

5 მაისს ონლაინ გამოცემამ tvalsazrisi.ge გამოაქვეყნა სტატია  სათაურით: “მაია დვალიძე: ჩიპები, ჰესომანია, ბილ გეიტსი, ილონ მასკი – მოვლენები უკვე ერთ სიბრტყეშია.“ “თვალსაზრისი” სტატიაში ციტირებს ფეისბუქ მომხმარებლის მაია დვალიძის პოსტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ Microsoft-ის კრიპტოვალუტის სისტემა სახელწოდებით “Cryptocurrency System using Body Active Data” სხეულში ჩიპის შეყვანის საშუალებით სხეულის აქტივობის მონაცემებს გამოიყენებს. გარდა ადამიანების მასობრივი დაჩიპვისა, სტატიაში ასევე საუბარია, რომ ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენები ბილ გეიტსი და ილონ მასკი 5G-სთან და ჰესების მშენებლობასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობენ და ამ ყველაფრის უკან ერთი ჯგუფი დგას.

""

tvalsazrisi.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობები დეზინფორმაციაა. რეალურად, microsoft-ის მიერ შემუშავებული კრიპტოვალუტის სისტემის  იდეა არ გულისხმობს ადამიანის სხეულში ჩიპის შეყვანას. აქ საუბარია, ბიტკოინის გამომუშავების შესაძლო ვარიანტზე იმ ენერგიით, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა გაჯეტების, ჭკვიანი საათებისა თუ სხვა მოწყობილობების მოხმარების საფუძველზე  წარმოქმნის. 

მითი:  კრიპტოვალუტის სისტემა სხეულში შეყვანილი ჩიპის მეშვეობით, სხეულის აქტივობის მონაცემებს გამოიყენებს

რეალური ფაქტი: ბიტკოინის გამომუშავების ახალი შესაძლო ვარიანტი ჭკვიანი საათებისა და სხვა გაჯეტების გამოყენებას ითვალიწინებს

2020 წლის 26 მარტს  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) წარადგინა microsoft-ის განაცხადი სისტემაზე,  რომელიც სენსორების მუშაობის პრინციპზე იქნება დაფუძნებული. სენსორები შეძლებენ დაადგინონ აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ დავალებებთან, მაგალითად, ადამიანების მიერ რეკლამების ნახვისას დახარჯულ დროსთან, და მას მონაცემებად გარდაქმნიან.

"

წყარო: WIPO

სისტემას ასევე შეეძლება გამოიყენოს ფიზიკური აქტივობა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის: სენსორები დაადგენენ აჩქარებულ პულსს და ამ მონაცემებს მაინინგის პროცესში გამოიყენებენ. მაინინგი მოწყობილობების მიერ სპეციალური ალგორითმის მეშვეობით ციფრული ფულის ერთეულების მოპოვების პროცესია, რომელიც საკმაოდ დიდი ელექტროენერგიის რესურსს მოითხოვს.

ინფორმაცია, microsoft-ის სისტემის შესახებ, საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის  (WIPO)-ის ვებ გვერდზე შემდეგი სერიული  ნომრით დაიდო: WO2020060606 – CRYPTOCURRENCY SYSTEM USING BODY ACTIVITY DATA. აღნიშნული სისტემისა  და სერიულ ნომერში ციფრი 6-ის განმეორების   გამო,  მსოფლიოში გავრცელდა  არაერთი კონსპირაციული თეორია, რომელიც მიიჩნევს, რომ სენსორები, იგივე ჩიპები  მოთავსებული იქნება ადამიანის ორგანიზმში და ის სწორედ ასე შეძლებს ენერგიის გამომუშავებას. ამის შესახებ წერს საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის ვებგვერდი snopes.com . სისტემის მუშაობის პრინციპში სენსორების დაკავშირება იგულსიხმება ისეთ მოწყობილობებთან, რომლებთანაც ადამიანებს უშუალო შეხება აქვთ. ეს მოწყობილობები შესაძლოა იყოს ე.წ. “ჭკვიანი საათები”, მობილური ტელეფონები, ლეპტოპი ან  ტაბლეტები. მაგალითისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ  ადამიანის მიერ ტელეფონის მოხმარების შედეგად გამოყენებულ ენერგიას, ტელეფონშივე მოთავსებული  სენსორი გამომუშავებულ ენერგიად აღიქვამს და კრიპტოვალუტად გარდაქმნის.

კონსპირაციები ჩიპების შესახებ 

ქართულ საინფორმაციო საშუალებებსა და ფეისბუქ გვერდებზე აქტიურად ვრცელდება შეთქმულების თეორიები ადამიანებში ჩიპების შეყვანის თაობაზე.

ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა განაცხადა, რომ მასონური ჯგუფების გეგმა არის კაცობრიობის ერთ მილიარდამდე დაყვანა და ამას ჩიპების საშუალებით მოახერხებენ. მიხეილ ცაგარელის ამ განცხადებას ავრცელებენ სხვა მედიასაშუალებებიც: resonancedaily.ge, iTv.ge.

აღნიშნულ თემაზე 5 მაისს ასევე წერდა ონლაინ გამოცემა progressnews.ge , რომელმაც გიორგი არველაძის ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყენა, სადაც საუბარი იყო ადამიანების დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე და სხეულში ნანოჩიპების მოთავსებაზე. პოსტის ავტორის მტკიცებით, ამ გზით გლობალისტები  დედამიწაზე საერთო გლობალური მთავრობისა  და ჯარის შექმნას გეგმავენ, რომლებიც მათი გეგმების გამტარებლები იქნებიან.

სენსორულ ჩიპებთან დაკავშირებით კონსპირაციული ცნობები გვხვდება ფეისბუქ გვერდზე “ახალგაზრდული”. აღნიშნული გვერდის პოსტში  განთავსებულ ვიდეოში საუბარია შვედეთის მაგალითზე მიკრო კანქვეშა ჩიპის შექმნის შესახებ, რომელსაც ვიდეოში ანტი ქრისტეს ბეჭედს უწოდებენ.

"'

'

 

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist