28 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ფანტინამ ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოა გამოსახული. ფოტოზე ჯასტინ ტრიუდოს ქალების სილამაზის კონკურსის შესაბამისად აცვია, გვირგვინი ადგას და თაიგული უჭირავს. ხოლო კაბაზე გაკეთებულ ტიტულს Miss Take (შეცდომა) აწერია.
გამოქვეყნებული ფოტო პროგრამულად დამუშავებულია. რეალურად, ფოტოზე სილამაზის კონკურსის მის სამყაროს 2012 წლის გამარჯვებული ამერიკელი მოდელი ოლივია კულპოა გამოსახული.
ფოტოზე რეალურად ლას-ვეგასში 2012 წელსაა გადაღებული და მასზე 2012 წლის მის სამყაროს სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მის აშშ ოლივია კულპოა გამოსახული.
ორიგინალ ფოტოზე ამერიკელ მოდელს არა Miss Take-ის, არამედ Miss Universe-ისა (მის სამყარო) და Miss USA-ს (მის აშშ) აღმნიშვნელი ტიტულები უკეთია. დამუშავებულ ფოტოზე კი Miss USA-ს წარწერა საერთოდ წაშლილია, Universe-ის ნაცვლად კი სიტყვა “Take” არის გამოყენებული.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ ანგარიში ფანტინა პანდემიასთან და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს.
ფანტინა 24 იანვარს პოლიციელების მიერ მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, დაკავებული პოლიციელი “ნაცების დროინდელი კადრია.”
ფანტინას ანგარიშზე “ქართული მარშის” წევრ ერმილე ნემსაძესთან დაკავშირებული რამდენიმე პოსტია გამოქვეყნებული.
ფანტინა ერმილე ნემსაძის ძმის სამხედრო ბლოგერის დავით ნემსაძის ვიდეოსაც აზიარებს.
თავის ყველა პოსტზე ფანტინა ორ ანგარიშს “მის ქართველსა” და “ბნელ ქართველს” ნიშნავს. ორივე ანგარიში ფანტინას ფოტოებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.
ანგარიშების სახელწოდებები შეცვლილია. უფრო ადრე “მის ქართველს” “მის კონგენიალურობა” ერქვა, ხოლო “ბნელ ქართველს” “ქართველი და ბნელი.”
“მითების დეტექტორმა” ანგარიშის “ქართველი და ბნელი” მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.