ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში ამერიკული სპეცსამსახურის აგენტი ლიკვიდირებულია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

210
VIEWS

14 აპრილს “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა და Tvalsazrisi.ge-ის რედაქტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლშიც ნათქვაია, რომ კადიროვის ბატალიონის წევრებმა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტები აღმოაჩინეს. პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ ჩეჩნების ხელში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ის აგენტები არიან, რომლებმაც დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობა გაანადგურეს. იდენტური ინფორმაცია 14 აპრილს  ვიდეოსთან ერთად კრემლისტურმა საინფორმაციო სააგენტომ NewsFront-მა, 15 აპრილს კი ფეისბუკ მომხმარებელმა  Gurami Xapava  გაავრცელეს. თანდართულ  ვიდეოში ამერიკის მოქალაქის პასპორტია ნაჩვენები, ვიდეოს ავტორი კი ამტკიცებს, რომ მისი მფლობელი ამერიკელი სამხედრო ლიკვიდირებულია.

Screenshot 13 10 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში ამერიკული სპეცსამსახურის აგენტი ლიკვიდირებულია? Screenshot 14 10 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში ამერიკული სპეცსამსახურის აგენტი ლიკვიდირებულია?

ინფორმაცია უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცის ლიკვიდირების ან დაჭერის, ასევე აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტების აღმოჩენის შესახებ, მტკიცეულების გარეშეა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამერიკელი სამხედროს ლიკვიდირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

ვიდეო ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლის ლიკვიდირების შესახებ პირველად 14 მარტს ახმედ დუდაევის ტელეგრამ არხში გავრცელდა. ვიდეოში ჩეჩენი მებრძოლი ირწმუნება, რომ პასპორტის მფლობელი, რომელიც ლიკვიდირებულია, ამერიკული სპეცსამსახურების აგენტი იყო. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ  ჩეჩენი მებრძოლების ხელში ჩავარდნილი აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლების ბედი ასეთია და კადიროველები  დაუსჯელად არც ერთ დანაშაულს არ ტოვებენ.

Screenshot 15 10 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში ამერიკული სპეცსამსახურის აგენტი ლიკვიდირებულია?

აჰმედ დუდაევის მიერ 15 აპრილს გამოაქვეყნებულ ვიდეოში ამერიკის მოქალაქის პასპორტია ნაჩვენები. პასპორტი ეკუთვნის ვინმე კლარკ ჯოზეფ უორდს, რომელიც 1987 წლის 13 დეკემბერს ვაშინგტონში არის დაბადებული. პასპორტი გაცემულია 2021 წელს და მისი მოქმედების ვადა 2031 წლამდეა. ვიდეოში კადიროველი სამხედრო განმარტავს, რომ ეს პიროვნება იყო აშშ-ის აგენტი, რომელიც დონბასში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

მტკიცებულება იმისა, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პასპორტის მფლობელი მამაკაცი დააკავეს ან, როგორც ამას ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, მოკლეს, არ არსებობს. 14 აპრილს ამერიკის შეერთებული სტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქის უკრაინაში დაკავების ან მოკვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ნედ პრაისის თქმით,  მას ასევე ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, რომ ჯოზეფ უორდი კარგად და უსაფრთხოდ იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჟურნალისტებისთვის კონფიდენციალურობის გამო არ ისურვა.

ინფორმაცია ამერიკელ აგენტის ლიკვიდირების შესახებ 14 აპრილიდან ფართოდ გავრცელდა შემდეგ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში: pravda.ru,glas.ru, tvzvezda.ru, u-f.ru,novostivl.ru, solenka.info. აღსანიშნავია, რომ ისინი წყაროდ მხოლოდ დუდაევის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეყრდნობიან, რომელშიც ამერიკული პასპორტის გარდა არაფერი, ათ შორის არც მოკლული სამხედრო, ან  მისი ჯაშუშობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტიცებულება ჩანს.

Screenshot 12 10 ვინ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში ამერიკული სპეცსამსახურის აგენტი ლიკვიდირებულია?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist