ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ Pfizer-ის ვაქცინების 5% მომაკვდინებელია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

39
VIEWS

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Pfizer-ის წარმოებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების 5% მომაკვდინებელი შხამია და Clinicaltrials.gov-ის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინების გამოცდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მხოლოდ 2023 წლის მაისში დასრულდება. ამ მტკიცებების შემცველი ფეისბუქ პოსტები მომხმარებლებმა Levan Chkhikvadze და გაბრიელ მიქელაძე 1 და 2 ნოემბერს გამოაქვეყნეს. 3 ნოემბერს  Levan Chkhikvadze-მ ჯგუფში “ANTIFA-GE/ აქართველოს, ანტიფაშისტურიური მოძრაობა-არა კოვიდფაშიზმს”  ანტივაქსერთა ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის ის ნაწყვეტი გამოაქვეყნა, სადაც ზვიად გოგიაშვილი ამ ორ მტკიცებას იმეორებს. იდენტური ვიდეო 6 ნოემბერს მომხმარებელმა  მოგზაურობა ველურ ბუნებაში გაავრცელა.
"

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების 5% მომაკვდინებელია, მტკიცებულებების გარეშეა. ამ ინფორმაციის დამადასტურებელი კვლევა ღია წყაროებში არ იძებნება. რაც შეეხება, Pfizer-ის ვაქცინების კლინიკურ კვლევებს, მტკიცება იმის შესახებ, რომ კვლევები 2023 წლის მაისში მთავრდება, დეზინფორმაციაა. ვაქცინამ დამტკიცებამდე კვლევის სამივე ეტაპი გაიარა და 2023 წლის მაისამდე მთლიან პოპულაციაში მისი ეფექტიანობს მონიტორინგი მიმდინარეობს. 

ღია წყაროებში არ იძებნება  ინფორმაცია რაიმე სანდო კვლევის შესახებ, რომლითაც დადასტურდა, რომ Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების 5% მომაკვდინებლად მომწამვლელია.

  • ვინ არის ინფორმაციის წყარო?

2 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ლევან ჩხიკვაძემ  დაწერა, რომ ინფორმაციის წყარო ვინმე ნოდარ ნიკოლეიშვილი იყო და ეს ადამაინი არ იტყუებოდა.

"
3 ნოემბერს ჯგუფში “ANTIFA-GE / საქართველოს, ანტიფაშისტურიური მოძრაობა-არა კოვიდფაშიზმს” გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში ჩხიკვაძემ მიუთითა, რომ ეს მის მიერ წინა დღეს გავრცელებული ინფორმაციის ვიდეომტკიცებულება იყო, ხოლო საღამოს ამ ინფორმაციის დამადასტურებელ ტექსტურ მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებდა. 3 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ჩხიკვაძის პირად ფეისბუქ გვერდზე ან საჯარო ჯგუფში “ANTIFA-GE / საქართველოს, ანტიფაშისტურიური მოძრაობა-არა კოვიდფაშიზმს” ამ ინფორმაციის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.

ლევან ჩხიკვაძე და ზვიად გოგიაშვილი ანტივაქსერული აქციების ორგანიზატორები არიან და ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ზვიად გოგიაშვილის მტკიცებით, აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის (NLM) მიერ მართულ კლინიკური კვლევების ბაზაში (ClinicalTrials.gov) მოცემული ერთ-ერთი კვლევა მოწმობს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო m-RNA ვაქცინების გამოცდა 2023 წლის მაისში მთავრდება და ამჟამად ამჟამად ვაქცინების გამოცდა ადამიანებზე მათი ინფორმირების გარეშე მიმდინარეობს. გოგიაშვილმა ინფორმაცია პირველ ნოემბერს საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზეც გამოაქვეყნა. "

რეალურად, გოგიაშვილის მიერ დამოწმებული კვლევის მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო m-RNA ვაქცინების გამოცდა ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული კვლევა Pfizer-ის დახმარებითა და BioNTech-ის დაკვეთით ტარდება. ამ ტიპის კვლევები ნებისმიერი ვაქცინის დამტკიცების შემდეგ სტანდარტულად მიმდინარეობს და პოპულაციაზე ვაქცინის ეფექტიანობის მონიტორინგს გულისხმობს. სწორედ ამ ტიპის კვლევების საშუალებით ხდება ცნობილი, კონკრეტული ვაქცინა კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილ ეფექტიანობას ინარჩუნებს თუ არა. კვლევის ეს ფაზა არა მარტო ვაქცინების, არამედ სხვა სამედიცინო მედიკამენტების შემთხვევაშიც გამოიყენება და მონიტორინგის შედეგად იქმნება მასშტაბურ ბაზა, რომელიც განსხვავებული სამედიცინო ისტორიისა და ასაკობრივი ჯგუფების მონაცემებს მოიცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის წარმოებულმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინამ გლობალურად გამოყენებამდე კლინიკური კვლევების სამივე ეტაპი გაიარა და მესამე ეტაპის დასრულების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის 18 ნოემბერს გამოაქვეყნა. ვაქცინა სრულადაა ავტრიზებული  აშშ-ს საკვებისა და მედიკამეტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისგან მას  გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროპული სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიერაც აღიარებულია.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების კვლევისა და დამტკიცების შესახებ ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არა ერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist