ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

995
VIEWS

10 მარტს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მარიუპოლში 9 მარტს საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ სამშობიარო არ მუშაობდა და სინამდვილეში ექიმები აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა დაარბიეს. ამის მტკიცებულებად მოტანილია  ტელეგრამში გავრცელებული კადრები, რომელშიც განადგურებული ავეჯი და დამტვრეული მინები ჩანს, მაგრამ არა ცხედრები. 

სამშობიარო სახლის დაბომბვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ლავროვის თანახმად, მარიუპოლში სამშობიარო სახლი ულტრა-რადიკალურ ბატალიონს ჰქონდა დაკავებული და სწორედ ეს გახდა კლინიკაზე საჰაერო თავდასხმის მიზეზი.

სერგეი ლავროვი: “7 მარტს, სამი დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ფაქტები, რომ ეს სამშობიარო საავადმყოფო დიდი ხანია დაიპყრო აზოვის ბატალიონმა, საიდანაც პერსონალი გაძევებული იყო.” 

ლავროვის განცხადება შემდეგმა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს: ria.ru, lenta.ru, tass.ru, gazeta.ru.

რუსეთის ფედერაციის მტკიცება იმის შესახებ, რომ საჰაერო დარტყმა მარიუპოლის N1 სამშობიარო საავადმყოფოზე განხორციელდა, სადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საცეცხლე პოზიცია ჰქონდათ მოწყობილი, სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის ფედერაციამ 9 მარტს არა N1 სამშობიარო კლინიკა, არამედ მარიუპოლის მე-3 საავადმყოფო მიზანმიმართულად დაბომბა, რომელიც სამშობიარო სახლისა და ბავშვთა პოლიკლინიკის კორპუსებს მოიცავს.

რუსმა სამხედროებმა 9 მარტს ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს და სამშობიარო სახლის შენობები დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 17 ადამიანი დაშავდა, სამი კი დაიღუპა. რუსულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარიუპოლში N1 სამშობიარო საავადმყოფოს მთელი პერსონალი გახიზნული იყო და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მასში საცეცხლე პოზიცია ჰქონდათ მოწყობილი, რაზეც 7 მარტს გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამაც ისაუბრა

სინამდვილეში, 8 მარტს რუსულმა თვითმფრინავებმა ავიაიერიში არა N1 სამშობიაროზე, არამედ მარიუპოლის ცენტრში მდებარე მე-3 საავადმყოფოზე  ტერიტორიაზე მიიტანეს.  თუმცა აღსანიშნავია, რომ მარიუპოლის N3 საავადმყოფო რამდენიმე კორპუსისგან შედგება, რომელთა შორისაც არის ბავშვთა პოლიკლინიკა და ანტენატალური მეთვალყურეობის განყოფილება. 
Украинская правда-ს თანახმად,  აფეთქებების ეპიცენტრი სამშობიარო სახლისა და პედიატრიული განყოფილების შენობები იყო.  

სქრინშოთი google.com/maps

სამშობიარო სახლი წყარო: www.pravda.com.ua

ბავშვთა პოლიკლინიკა წყარო: www.pravda.com.uaმარიუპოლის საქალაქო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ასევე დაფიქსირებულია, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად აზოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები და რესტორანი Syto-Pyano განადგურდა, რომელიც მარიუპოლის ცენტრში N3 საავადმყოფოსთან ახლოს მდებარეობს.

ასევე ყალბია ბრალდებები, რომლის თანახმადაც, საჰაერო თავდასხმის მომენტში საავადმყოფო არ მუშაობდა და იქ ექიმები ან პაციენტები არ იყვნენ. მარიუპოლის საინფორმაციო საიტმა 9 მარტს დანგრეული შენობიდან ევაკუაციის ფოტოები გამოაქვეყნა.  ფოტოებზე ჩანს როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე პაციენტები.

წყარო: www.0629.com.ua


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist