ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აზოვსტალიდან მოსახლეობის და სამხედროების ევაკუაციის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.5k
VIEWS

 

27 აპრილს ტელეკომპანია “ობიექტივის” გადაცემის “სტუდია N8” ეთერში პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ნანა დევდარიანმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის ბუნკერიდან ევაკუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამისათვის დერეფანი 25 აპრილიდან არის გახსნილი, მაგრამ, ამის მუხედავად, ევაკუაცია არ ხდება.

ნანა დევდარიანი, “პატრიოტთა ალიანსი”: „გახსნილია ეს დერეფანი ორშაბათიდან და რატომღაც ვერავინ ვერ გამოდის [აზოვსტალის ბუნკერიდან] და ეხლა ეს შემთხვევით ხომ არ ხდება? არი დასაბუთებული ეჭვი ასეთი, რომ იმ სამხედროებს შორის, რომლებიც აზოვსტალის ბუნკერებში არიან იმყოფებიან ასევე მაღალი რანგის დასავლელი სამხედროები და აი, ამის გამჟღავნება არ უნდათ, რომ ეს უცხოელი სამხედროები არიან ჩართულები უკრაინაში კონფლიქტში. აი, ეს არის მთელი პრობლემა“. 

ამავე თემაზე 27 აპრილს პოსტი რუსული საინფორმაციო სააგენტოს Ura.ru ფეისბუკზე და ვებ-გვერდზე, ასევე РИА Новости-ზე გამოაქვეყნდა. პოსტში ნათქვამია, რომ აზოვსტალში ალყაში მოქცეული “ბოევიკები” ითხოვენ, რომ ისინი თურქეთში გაუშვან. ინფორმაციის წყაროდ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის სეპარატისტი ლიდერი დენის პუშილინია მოყვანილი. მან რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან საუბარში ამის მიზეზად აზოვსტალში მყოფთა მხრიდან ოფიციალური კიევისადმი უნდობლობა დაასახელა. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც თურქეთში მდებარე ერთ-ერთ რეკრეაციულ ზონას ასახავს.

Screenshot 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აზოვსტალიდან მოსახლეობის და სამხედროების ევაკუაციის შესახებ? Screenshot 2 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აზოვსტალიდან მოსახლეობის და სამხედროების ევაკუაციის შესახებ? Screenshot 3 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აზოვსტალიდან მოსახლეობის და სამხედროების ევაკუაციის შესახებ?

იდენტური ინფორმაცია ასევე გაავრცელეს შემდეგმა გვერდებმა: dailyadvent.com, anticwar.ru, Московский Комсомолец,

მტკიცება, რომ აზოვსტალიდან მოსახლეობის და სამხედრო პირთა ევაკუაციისათვის დერეფანი გახსნილია, სიმართლეს არ შეესაბამება. 25 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმება არ არსებობდა, რუსეთის მიერ ცალმხრივად გახსნილი დერეფანი კი უსაფრთხო არ იყო. მტკიცება, რომ აზოვსტალში მყოფი მებრძოლები თურქეთში გადაყვანას ითხოვენ, რისი მიზეზიც საკუთარი ხელისუფლებისადმი უნდობლობაა, ასევე მცდარია. რეალურად მათ მიზეზად რუსეთის მიმართ ნდობის არ არსებობა დაასახელეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 25 აპრილს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისათვის ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნებოდა, რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა, თუმცა ეს გადაწყვეტილება რუსეთმა ცალხმრივად გამოაცხადა. განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა და თქვა, რომ აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ რუსეთთან შეთანხმება მიღწეული არ არის.

ირინა ვერეშჩუკი, უკრაინის ვიცე-პრემიერი: “დღეს რუსულმა მხარემ აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ეს დამაჯერებელი იქნებოდა, რუსეთს ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმება წარსულში ბევრჯერ რომ არ დაერღვია. ვიცი რასაც ვამბობ, რადგან პრეზიდენტის სახელით მე პირადად ვაწარმოებ ამგვარ მოლაპარაკებებს და ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებას ვახდენ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი ორ მხარეს შორის შეთანხმების შედეგად იხსნება. დერეფანი, რომლის გახსნასაც ცალმხრივად აცხადებენ, ვერ უზრუნველყოფს დაცულობას და შესაბამისად არ წარმოადგენს ჰუმანიტარულ დერეფანს. ამიტომ, საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამწუხაროდ, აზოვსტალიდან ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმება არ არსებობს.”

ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინამ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს სთხოვა წამოიწყოს და გარანტორად დაუდგეს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას

რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ შეთანხმება წარსულში არაერთხელ დაარღვია, თუმცა უარყოფს და პასუხისმგებლობას უკრაინელ მებრძოლებს აკისრებს. გასული თვის დასაწყისში რუსეთმა მარიუპოლიდან ევაკუაციისათვის ჰუმანიტარული დერეფნის ჩაშლა აზოვის ბატალიონს დააბრალა. უკრაინული ფაქტების ანალიტიკის სააგენტოს, VoxCheck-ის ინფორმაციით, რეალური მიზეზი რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნა გახდა. მსგავსი დეზინფორმაცია ზაპოროჟიის და სუმის რეგიონებში ჰუმანიტარული დერეფნების შესახებაც გავრცელდა. უკრაინაში მოსახლეობის ევაკუაციისათვის გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნებზე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მსგავსი “ჰუმანიტარული დერეფნები” წარსულში კიევის და ხარკოვის რეგიონებშიც გახსნა, თუმცა მოსახლეობას მხოლოდ ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიაზე შეეძლოთ გადასვლა. მარიუპოლიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში უშვებენ, რის შემდეგაც იძულებით ხდება მათი რელოკაცია რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ციმბირში. სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ მარიუპოლის აღმოსავლეთით,  ბეზიმენნეს დროებით ბანაკში რუსეთში დაახლოებით 5 000 ადამიანი ჰყავს მოთავსებული. უკრაინული მხარის მიხედვით, ოფიციალურ კიევთან კოორდინაციის გარეშე რუსეთმა მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე 40 000 ადამიანი გადაიყვანა. ომის მხარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთარ ტერიტორიაზე დეპორტაცია ადამიანის უფლებათა დარღვევას წარმოადგენს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ სეპარატისტული ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომ აზოვსტალში მყოფმა მებრძოლებმა თურქეთში გადაყვანა მოითხოვეს, რადგან საკუთარ მთავრობას არ ენდობიან, ასევე მცდარია. ვიდეო-მიმართვაში, რომელშიც უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს მათ მესამე მხარის ჩართულობით მოხდეს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების ევაკუაცია, ის ასევე ამბობს, რომ მისი ძალები არ გაიმეორებენ სხვების მიერ დაშვებულ შეცდომას და არ ენდობიან რუსეთის მიერ მიცემულ გარანტიებს უსაფრთხო დერეფნის შესახებ, რადგან რუსეთი პირობას დაარღვევს და ცეცხლს გახსნის.

“არავის სჯერა რუსების” – ამბობს ვოლინა.

მოგვიანებით, მან თურქულ მედიასთან საუბარში ევაკუაციაში მონაწილეობის თხოვნით თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც მიმართა. აღსანიშნავია, რომ თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორის როლს თამაშობს და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფრაგლებში რამდენიმე სტამბოლში გაიმართა.

დონეცკის რეგიონის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს თქმით, რუსეთი ხელს უშლის დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების მარიუპოლიდან ევაკუაციას, რადგან მათი დატყვევება სურს.

პავლო კირილენკო, დონეცკის რეგიონის გუბერნატორი: “მათ სურთ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა ხელში ჩაიგდონ მარიუპოლის მცველები, რომელთა მთავარ ელემენტს აზოვის დანაყოფი წარმოადგენს. ამის გამო, რუსული მხარე არ თანხმდება ევაკუაციის ზომებს დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების გასაყვანად”. 

მისივე თქმით, რუსეთი ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისთვის ხელის შეშლას დონეცკის რეგიონშიც ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ევაკუაციის მოთხოვნის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოს პოსტში გამოყენებულია ფოტო, რომელიც ანტალიაში მდებარე ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, ozkaymak incekum-ს ასახავს. ფოტო სააგენტოს რუსი მომღერლის თურქეთში დასვენების შესახებ სტატიაშიც აქვს გამოყენებული. პოსტის შინაარსი და ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აზოვსტალში ალყაში მოქცეული მებრძოლები თურქეთში გადაყვანას პირადი მიზნებისა და კომფორტისათვის ითხოვენ და ამ გზით მათ დისკრედიტაციას ემსახურება.

სააგენტოს უკრაინის ხელისუფლებისა და მებძოლების დისკრედიტაციის მიზნით არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული.

Screenshot 4 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აზოვსტალიდან მოსახლეობის და სამხედროების ევაკუაციის შესახებ?
წყარო: Google maps

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist