ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ავღანეთში აშშ-ს სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის ცეცხლის გახსნაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

35
VIEWS

16 აგვისტოს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორმა, შოთა აფხაიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ქაბულის აეროპორტში ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებიც ევაკუაციისას წესრიგს უზრუნველყოფდნენ, მშვიდობიან ავღანელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. აფხაიძე ასევე აღნიშნავდა, რომ იგივე სცენარი თბილისის აეროპორტში 2022 წელს განმეორდებოდა. პოსტის ავტორს ქაბულის აეროპორტში მომხდარი სროლის შესახებ წყარო მითითებული არ ჰქონდა. 18 აგვისტოს მდგომარეობით შოთა აფხაიძის პოსტი ხელმისაწვდომი აღარ არის.

1

იდენტური ინფორმაცია 16 აგვისტოს რუსულენოვანმა წყაროებმა – newizv.ru,osnmedia.ru – გაავრცელეს. Новые Известия-იას მიხედვით, ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთის მოქალაქეების მიმართულებით, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ცდილობდნენ, უმისამართო ცეცხლი გახსნეს. სტატიის მიხედვით, ამერიკელი სამხედროების მიერ განხორციელებული სროლის შედეგად არანაკლებ 12 ავღანელი გარდაიცვალა, 14 კი დაიჭრა. Общественная служба новостей კი ამტკიცებს, რომ ამერიკელი სამხედროების ცეცხლს ქაბულის აეროპორტში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

2

3

შოთა აფხაიძის  და რუსულენოვანი მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამერიკელი სამხედროების მიერ ქაბულის აეროპორტში მშვიდობიანი მოქალაქეები მისამართით გახსნილი ცეცხლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. 16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში ამერიკელმა სამხედროებმა ორ შეიარაღებულ პირს მას შემდეგ ესროლეს, რაც მათ აშშ-ს ძალების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიხედვით, ორმა შეიარაღებულმა პირმა  ქაბულის აეროპორტში აშშ-ს ძალების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც ამერიკელი სამხედროების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შეიარაღებული ადამიანები თალიბანის წევრები იყვნენ.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში შექმნილი არეულობის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველთა განცხადებით, მათ ხუთი ადამიანის ცხედარი დაინახეს, თუმცა არ არის დადგენილი, ეს ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით გასროლას ემსხვერპლნენ, თუ ჭყლეტას.  ინფორმაცია Reuters-მა თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა. BBC-ს ინფორმაციით კი სამი ადამიანი თვითმფრინავიდან გადმოვარდა. ისინი ცდილობდნენ ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს გარედან ჩასჭიდებოდნენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს აეროპორტში სროლის ხმა ისმოდა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, გაფრთხილების მიზნით ჰაერში გაისროლეს.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური საამიროს“ დაარსების შესახებ განცხადება გაავრცელა. ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. აშშ-მა ქაბულში საკუთარი საელჩოს ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანი დედაქალაქს მიუახლოვდა. მას შემდეგ აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის პროცესში მონაწილეობენ.

წყაროს შესახებ

შოთა აფხაიძე “ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა.

დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო.

მალხაზ გულაშვილი ასევე იყო “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. ამ დროს აფხაიძე ამ მოძრაობის ერთ-ერთ წევრად იყო დასახელებული და იხსენიებოდა როგორც ახალგაზრდული მოძრაობის “წინ” თავმჯდომარე.

აფხაიძე 2013 წელს ასევე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჩრ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყანეთსა და დაღესტანში ტურს გულისხმობდა. შოთა აფხაიძემ სწორედ ამ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ”სააკაშვილმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი ჩაატარა”.

2015 წელს აფხაიძემ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა.

აფხაიძე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად პოზიციონირებდა.

შოთა აფხაიძე სხვადასხვა ინტერვიუში აშკარად გამოირჩეოდა ღიად პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯებით. მსგავსი სტატიები იხილეთ აქ.

2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში მყოფი ტელეარხ Zvezda-ზე როგორც ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი. სატელევიზიო პროგრამა “ღია ეთერში” (“Открытый эфир”) ეძღვნებოდა აფხაიძის მიერ მომზადებულ სატელევიზიო რეპორტაჟს, რომელშიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული შეთქმულებას მოგვითხრობდა. ამ თემის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ მითების დეტექტორის სტატიაში.

კრემლის გამოცემა News Front-ს, რომლის ქართულენოვანი ვერსია საქართველოში 2019 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა, როგორც ირკვევა, შოთა აფხაიძე რედაქტორობს.

ინფორმაცია ამის  შესახებ News Front საქართველოს 2020 წლის 10 თებერვლის მასალიდან გახდა ცნობილი. News Front-მა გამოაქვეყნა სტატია და ვიდეო სათაურით “მოსკოვის ცენტრში ქართული დროშაც ფრიალებს”, რომლის აღწერაშიც წერია, რომ News Front-ს ვიდეო მოსკოვიდან News Front-ის რედაქტორმა შოთა აფხაიძემ და ჟურნალისტმა ბექა კვიციანმა მიაწოდეს.

2021 წლის მარტში მითების დეტექტორის რედაქციას შოთა აფხაიძემ მიმართა და განაცხადა, რომ ის ნიუსფრანტის რედაქტორი არასოდეს ყოფილა. აფხაიძე ასევე უარყოფს მის ამჟამინდელ კავშირს “ევრაზიულ ინსტიტუტთან” და აცხადებს, რომ ის ორგანიზაციაში მხოლოდ 2013-2014 წლებში საქმიანობდა. მისი თქმით, მას ამჟამად ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი აქვს დაფუძნებული და როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი საქმიანობს.

შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე შპს აგრო-გეოს 50% -50% წილებს ფლობენ.

კომპანიის რეესტრის ამონაწერში კომპანიის ელექტრონულ მისამართად მითითებულია [email protected], რომელიც არის ევრაზიის ინსტიტუტის მისამართი, რომელსაც ხელმძღვანელობს გულბაათ რცხილაძე.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი, აშშ
წყარო

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist