ვინ ავრცელებს დასპონსორებულ დეზინფორმაციას, თითქოს არასამთავრობოები ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტის ინიცირებას გეგმავენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

146
VIEWS

5 აპრილს ანონიმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდმა პოლიტიკური რენტგენი / Political X-ray დასპონსორებული პოსტი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შეტანას აპირებენ. პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ “როგორც ირკვევა, აღნიშნული  მოთხოვნა ევროპარლამენტიდან მომდინარეობს”. პოსტს უფლებადამცველ ბაია პატარაიასა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ფოტოები ახლავს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაზე სწორედ ისინი მუშაობენ.

გარდა ამისა, 5 აპრილს ანონიმურმა ფეისბუქ-გვერდმა ანტირუსული პლატფორმა – AntiRussian Platform ამ თემაზე ასევე დასპონსორებული პოსტი გაავრცელა. პოსტის ავტორი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერით, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ოფიციალური ქორწინების კანონპროექტის დაინიცირებას მოითხოვენ.

მტკიცება, თითქოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტის შეტანას აპირებენ, დეზინფორმაციულია. მსგავსი ინიციატივაზე განცხადებები ღია წყაროებში არ იძებნება, ამასთან გავრცელებული მტკიცება ნინო ლომჯარიამ და ბაია პატარაიამაც უარყვეს. მსგავსს ვალდებულებას არც ევროკავშირში ინტეგრირების პროცესი ითვალისწინებს

ცნობები იმის შესახებ, თითქოს ქართული არასამათავრობოები პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონმდებლობაში ჩაწერის მიზნით კანონპროექტის შეტანას გეგმავენ, ღია წყაროებში არ იძებნება. 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორი” ბაია პატარაიასა და ნინო ლომჯარიას დაუკავშირდა. მტკიცება ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტის შეტანასთან დაკავშირებით ორივე მათგანმა უარყო.

დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი და მისი სტრუქტურები საქართველოსგან ერთნაირსსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს, კრემლისტური აქტორები ადრეც სისტემატურად ავრცელებდნენ. მსგავსი ვალდებულება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არ განიხილება და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განსხვავებულად რეგულირდება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ: 

წყაროების შესახებ

პოლიტიკური რენტგენი / Political X-ray

ფეისბუქ-გვერდმა “პოლიტიკური რენტგენი / Political X-ray” ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტთან დაკავშირებით პოსტი დაასპონსორა. რეკლამების ბიბლიოთეკის ინფორმაციით, პოსტი 100$-მდე თანხით დავით გურეშიძის მიერ არის დარეკლამებული.

“პოლიტიკური რენტგენი” 2022 წლის 3 ოქტომბერს შეიქმნა. მას პროფილისა და გარეკნის ფოტოებად მიხეილ სააკაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და ელენე ხოშტარიას “რენტგენის” ფოტოები აქვს გამოყენებული.

გვერდი ძირითადად ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს. “პოლიტიკური რენტგენის მიერ აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ:

ანტირუსული პლატფორმა – AntiRussian Platform

პოსტი ასევე 100$-მდე თანხით აქვს დარეკლამებული “ანტირუსულ პლატფორმასაც”. ფეისბუქ-გვერდი 2022 წლის 9 ნოემბერს შეიქმნა და სახელწოდებიდან და თანხმლები ვიზუალიდან გამომდინარე შეცდომაში შემყვანია: გვერდს გარეკნის ფოტოზე რუსეთის დროშა, Z სიმბოლო და ვლადიმირ პუტინი გადახაზული აქვს. ამასთანავე ე.წ. Intro-ში აქვს მოწოდება, ვინც მხარს უკრაინას უჭერს, გვერდიც მოიწონოს.

თუმცა შინაარსობრივად, გვერდი კრემლის პროპაგანდისტულ ხაზთანაა თანხვედრაში. ერთი მხრივ, ის არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროეტის ინიცირებაზე დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, მეორე მხრივ ანტიამერიკულ განწყობებს მცდარი დილემის ტექნიკის გამოყენებით ცდილობს. მაგალითად, 22 მარტს გვერდმა გამოაქვეყნა პუტინის ფოტო, წარწერით “რუსეთის მონობას, ამერიკის მონა ვიყო მირჩევნია!” კიდევ ერთი პოსტი, რომელიც მცდარი დილემის ტექნიკას იყენებს შემდეგნაირად არის ფორმულირებული – “რომელი უფრო გიყვართ, ამერიკა თუ საქართველო?”.

აღსანიშნავია, რომ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების უმეტესობა დასპონსორებულია. ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებულ პოსტზე აღნიშნულია, რომ მისი რეკლამირება შეწყდა, რადგან Meta-ს წესებს არღვევდა.

არქივის ბმულები: 

პოლიტიკური რენტგენი / Political X-ray
ანტირუსული პლატფორმა – AntiRussian Platform


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist