ვინ ართმევს მოსახლეობას პასპორტებს – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური თუ რუსეთი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

362
VIEWS

12 სექტემბერს რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1,2) გაავრცელეს ფოტო, რომელზეც იატაკზე დაყრილი პასპორტები ჩანს. თანდართული აღწერის მიხედვით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას პასპორტებს ართმევს, რომ მათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება ვერ შეძლონ და ამით ცოცხალ ფარს ქმნის. 

პასპორტების ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება. ფოტო პირველად 2022 წლის ივლისში გავრცელდა და ის რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ლისიჩანსკში ჩამორთმეულ უკრაინულ პასპორტებს ასახავს. 

გავრცელებული ფოტო ახალი არ არის, ის უკრაინულ გვერდებსა და ჯგუფებში 2022 წლის ივლისში გამოჩნდა. ფოტო უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო უსაფრთხოების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხების სააგენტომ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მასზე ის უკრაინული პასპორტებია ასახული, რომლებიც რუსებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელ მოსახლეობას ჩამოართვეს.

სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეებისთვის პასპორტების ჩამორთმევის და მათთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების პროცესი განსაკუთრებით აქტიურად სამხრეთ უკრაინაში – ხერსონისა და ზაპორიჟიას ოლქებში მიმდინარეობდა.  აღნიშნული პროცესი ეწინააღმდეგება 1907 წლის ჰააგის IV კონვენციას ხმელეთზე ომის წარმოების კანონებისა და ჩვეულებების შესახებ, კერძოდ, არღვევს მისი დამატების 45-ე მუხლს, რომელიც კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ძალდატანებას მათ მიერ მტრულად განწყობილი სახელმწიფოსადმი ერთგულების გამოცხადების მიზნით. 

ასევე არსებობს ცნობები, რომ უკრაინული პასპორტების ჩამორთმევისა და რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, რუსული მხარე უკრაინელების ნაწილს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ასახლებდა. ამ რეგიონებში ძირითადად პერიფერიული, ღარიბი ტერიტორიები იგულისხმება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist