ვინ არის შოთა აფხაიძე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

310
VIEWS

2023 წლის 15 იანვარს, ვოლოდიმირ ზელენკსიმ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შეთავაზებული პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებები დაამტკიცა. განკარგულების საფუძველზე სანქცირებული ფიზიკურ პირთა განახლებულ სიაში შოთა აფხაიძეც მოხვდა. სანქციები უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის, აქტივების, ფინანსური ოპერაციებისა და სხვა სახის აქტივობების შეზღუდვას ითვალისწინებს. 

შოთა აფხაიძე 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში” “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წვერებთან ერთად შეჭრისა და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედების გამო დააპატიმრეს. აფხაიძეს 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭა და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. 

Screenshot 2 2 ვინ არის შოთა აფხაიძე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა?
ფოტო: რადიო თავისუფლება 

დაპატიმრებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსში” პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა. ამავდროულად, იგი 2010 წელს დაარსებული “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრი იყო და მასში შემავალ ახალგაზრდულ მოძრაობას “წინ” ხელმძღვანელობდა. 

Screenshot 3 3 ვინ არის შოთა აფხაიძე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა?
შოთა აფხაიძე (მარცხნიდან მეორე) სახალხლო მართლმადიდებლურ მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად.

2013 წელს აფხაიძე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც განაცხადა, რომ “სააკაშვილმა 2008 წელს ოსი ხალხის გენოციდი მოახდინა.” ხოლო 2015 წელს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა

შოთა აფხაიძე კრემლთან დაკავშირებულ არაერთ პროპაგანდისტურ გამოცემაში ფიგურირებს. იგი სხვადასხვა დროს ჩნდებოდა ისეთ გამოცემებში, როგორცებიცაა სპუტნიკი, საქართველო და მსოფლიო, EurasiaDaily, RiaNovosti და ნიუს ფრონტი. ამ უკანასკნელის ქართულენოვან ვერიას, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, შოთა აფხაიძე რედაქტორობდა. ამის შესახებ News Front საქართველოს 2020 წლის 10 თებერვლის მასალიდან  გახდა ცნობილი. სტატიაში სათაურით “მოსკოვის ცენტრში ქართული დროშაც ფრიალებს”, აღნიშნულია, რომ News Front-ს ვიდეო მოსკოვიდან News Front-ის რედაქტორმა შოთა აფხაიძემ და ჟურნალისტმა ბექა კვიციანმა მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ მითების დეტექტორთან აფხაიძემ ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო. 

Screenshot 4 3 ვინ არის შოთა აფხაიძე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა?

ვრცლად  News Front-ის შესახებ, იხილეთ მითების დეტექტორის სტატია.

შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორადაც პოზიციონირებდა.

2019 წელს შოთა აფხაიძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია  Zvezda-ს ეთერში ჟურნალისტის სტატუსითაც გამოჩნდა. გადაცემა “ღია ეთერი” (“Открытый эфир’”) აფხაიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეყრდნობაოდა, რომელშიც ის აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის თემის ირგვლივ კრემლის პროპაგანდის კონსპირაციებს იმეორებდა

აღსანიშნავია, რომ აფხაიძე Zvezda-ს ახალი ამბების პორტალზე ავტორადაა მოხსენიებული, სადაც საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატია აქვს გამოქვყენებული, მათ შორის 2020 წელს გამოქვეყნებული სტატიის მტკიცებით, ანაკლიის ბაზა მალე აშშ-ს სამხედრო ბაზად გარდაიქმნებოდა.

Screenshot 5 3 ვინ არის შოთა აფხაიძე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა?

აფხაიძე ღიად პრო-რუსული და ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აფხაიძემ არაერთი ანტიუკრაინული განცხადება გააკეთა. კერძოდ, სხვადასხვა რუსულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში იგი უკრაინის მთავრობასა და პრეზიდენტს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და არსებული ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებდა. 

2022 წლის 1 მარტს, კრემლისტურ გამოცემა EaDaily-სთან ინტერვიუში აფხაიძემ განაცხადა, რომ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა პირველი ნაბიჯი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. 

შოთა აფხაიძე: “ფაქტი რომ ზელენსკიმ თბილისიდან ელჩი გაიწვია უბრალოდ საბაბია. მთავარი ამოცანა მეორე ფრონტის გახსნაა. ზელენსკის შემდეგ, ლეიტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთიც გაიწვევენ საკუთარ ელჩებს. შემდეგ ისინი განაცხადებენ, რომ საქართველოს “პუტინისტური” რეჟიმი მართავს, რომელიც უნდა დაემხოს. ამას დესტაბილიზაცია მოჰყვება. მზადდება გადატრიალება, რომლის შემდეგაც ამერიკა “ახალი დემოკრატიის” შენებას დაიწყებს.”

აფხაიძის მიერ გავრცელებუილი დეზინფორმაციები

“მითების დეტექტორს” ბოლო წლებში აფხაიძის მიერ გაჟღერებული არაერთი დეზინფორმაცია გადაუმოწმებია.

  • 2022  წლის აპრილში,  შოთა აფხაიძე კრემლის პროპაგანდისტული არხი Russia Today-ს გადაცემა СИЛА В ПРАВДЕ-ში იყო მიწვეული. გადაცემაში უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი აზაროვის ტელეგრამის პოსტზე დაყრდნობით, ავრცელებდა დეზინფორმაციას თითქოს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე ინდუსტრიულ ზონა “აზოვსტალის” ქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე ნატოს საიდუმლო ობიექტი სახელად PIT-404 და ბიოლაბორატორია მდებარეობს. (ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა.)
  • 2021 წელს აფხაიძე ჩაბმული იყო სახალხო დამცველის მიმართ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში. კერძოდ, აფხაიძე ამტკიცებდა, რომ სახალხო დამცველმა და ტელეკომპანია “ფორმულამ” ნინოწმინდაში ქართული ბავშვთა სახლის დახურვისთვის სომხური ორგანიზაცია “პეტერსონ ბელქნაფისგან”, ფრანგული ფონდ “ხაგანის” და ჯავახკის რუსული დიასპორისგან გასამრჯელოდ 580 000 ევრო მიიღეს.
  • 2021 წლის აგვისტოში აფხაიძემ NewsFront-ის რუსულენოვან ვერსიაში სტატია გამოაქვეყნა სათაურით “ლტოლვილები ავღანეთიდან – ამერიკის სიურპრიზი საქართველოს.” სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავრობა ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებას აპირებს, თუმცა შედეგებს ვერ აანალიზებს, ვინაიდან მიგრანტების ამხელა ნაკადს საქართველოს დემოგრაფიული სურათის შეცვლა შეუძლია. 
  • აფხაიძემ დეზინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებაც გაავრცელა. კერძოდ გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2021 წლის 4 – 10 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდააფხაიძის კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილი 28 სექტემბერს, NATO-ს ეგიდით, რუმინული სამხედრო გემით გამოემართა საქართველოსკენ, საქართველოს ტერიტორიულ წყალში შემოსვლის შემდეგ კი, თურქულ სამხედრო გემზე გადმოჯდა და ამგვარად შემოვიდა ბათუმის პორტში.

მეტი ინფორმაციისთვის აფხაიძის შესახებ, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

წყარო

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist