ვინ არის რეალურად ფოტოზე, რომელსაც “ნიუსფრონტი” კანადის დაზვერვას მიაწერს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეფ
238
VIEWS

12 იანვარს საინფორმაციო სააგენტო  “ნიუსფრონტმა” გამოაქვეყნა სტატია,  რომელშიც რედაქცია ამტკიცებს, რომ მოიპოვა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, კანადელი მზვერავის პასპორტია გამოსახული.  „ნიუსფრონტი“ ასევე აცხადებს, რომ კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს „არაბუნებრივი აქტიურობა“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეზე სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, კანადური დაზვერვის აგენტია.

 

ნიუსფრონტი: “ნიუსფრონტ-საქართველომ” მოიპოვა ერთ-ერთი დაღუპული კანადელი მგზავრის პასპორტის ფოტო, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზეა გადაღებული. მგზავრის გვარი დაფარულია. სავარაუდოდ, ეს პიროვნება კანადის დაზვერვაზე მუშაობდა. ამის თაობაზე ოპერატიული ცნობები მოიპოვება, ხოლო კანადის პრემიერის არაბუნებრივი აქტიურობა და “დაზვერვის მასალებზე” აპელირება ამ ვერსიას ირიბად ადასტურებს.”

"

ნიუსფრონტის გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულებებს მოკლებული და მანიპულაციურია: 1. მტკიცებულებები, რომლებიც პასპორტის მფლობელის იდენტიფიცირებას ან კანადის დაზვერვასთან კავშირს ადატურებს, არც სტატიაში მოიპოვება, არც ღია წყაროებით; 2. პასპორტის ფოტო ნიუსფრონტს ექსკლუზიურად არ გამოუქვეყნებია; 3. კანადის პრემიერის აქტიურობა იმით არის განპირობებული, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრების დიდი ნაწილი კანადის მოქალაქე იყო.

1. პასპორტზე პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია

ფოტოზე გამოსახულ პასპორტის მიხედვით შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება, რადგან მისი პერსონალური მონაცემები და ფოტო დამალულია. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც არაიდენტიფიცირებული პირის კანადის დაზვერვასთან კავშირს ადასტურებს.

2. ფოტო “ნიუსფრონტის“ ექსკლუზივი არ არის

ავიაკატასტროფის მსხვერპლის პასპორტის ფოტო, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ამსახველ სხვა ფოტოებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა ფეისბუკ გვერდმა 11 იანვარს, ნიუს ფრონტის სტატიამდე 1 დღით ადრე გამოაქვეყნა.

"

3. მსხვერპლის დიდი ნაწილი კანადის მოქალაქე იყო

რეისის 176 გარდაცვლილი მგზავრიდან 138-ს კანადა საბოლოო დანიშნულების ადგილად ჰქონდა მითითებული. აღნიშნული 138 მგზავრიდან 57 კანადის მოქალაქე იყო, რამდენიმე კი უცხოელი სტუდენტი, რომელთაც ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე “ნიუსფრონტის” განცხადება ტრუდოს “არაბუნებრივ”აქტიურობასთან დაკავშირებით მანიპულაციურია და კონსპირაციების გავრცელებას ისახავს მიზნად.


მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებული

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist