ვინ არის მეკარე ნისლში და გააფრთხილეს თუ არა ის თამაშის გადადების შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

27 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა Total Sports/ტოტალური სპორტი მეკარის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით,  1937 წლის ჩელსი – ჩარლტონის მატჩზე ძლიერი ნისლის გამო თამაში 60 წუთით შეწყდა, თუმცა ჩარლტონის მეკარემ ეს არ იცოდა, ამიტომ  20 წუთის განმავლობაში მაინც კარში იდგა, ბოლოს კი პოლიციელმა უთხრა, რომ თამაში გადაიდო.

"
პოსტი შეცდომაში შემყვანია, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თანდართული ფოტო 1937 წელს მომხდარ ინციდენტს ასახავს. რეალურად, ამ მატჩის ამსახველი ფოტო არ არსებობს. სურათზე 1954 წლის შეხვედრაა ასახული, როდესაც თამაში ასევე ნისლის გამო გადაიდო, თუმცა ამის შესახებ მეკარეებიც იყვნენ ინფორმირებული და ამ დღეს არც ერთი გუნდის მეკარე, შეხვედრის გაუქმების მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში კართან არ მდგარა.

ფოტო რეალურად 1954 წ.ის 2 იანვარსაა გადაღებული და არსენალისა და ასტონ ვილას დაპირისპირებას ასახავს."
ფოტოზე არსენალის მეკარე ჯეკ კელსია გამოსახული. მართალია, ძლიერი ნისლის გამო ეს შეხვედრაც გადაიდო, თუმცა კელსი ინფორმაციის გარეშე რამდენიმე წუთის გარეშე ნისლში არ მდგარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იდენტური ფოტო ყალბი აღწერით, უცხოურ წყაროებშიც ვირუსულად გავრცელდა, ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაცია Snopes-ის მიხედვით, ფოტოს აღწერაში მოთხრობილი ისტორია რეალურია და ჩერლსი – ჩარლტონის მატჩზე 1937 წელს მართლაც განვითარდა. ჩარლტონის მეკარე ბარტრამი ნისლის გამო თამაშის გადადების შემდეგ კარში არა 20, არამედ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იდგა.

"
ფოტო: Sioux City Journal

თუმცა, ინციდენტის ამსახველი ფოტო არ არსებობს. ბარტამის მიხედვით, ის პოლიციელმა იპოვა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მატჩი გადაიდო და სტადიონიდან გამოსვლა უსაფრთხო იყო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist