ვინ არის გამოსახული პროგრამულად დამუშავებულ ფოტოზე, რომელსაც იტალიის თავდაცვის მინისტრს მიაწერენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

688
VIEWS

2022 წლის 1 და 5 მაისს ფეისბუკის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც აღნიშნავენ, რომ იტალიას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. ფოტოზე დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესია ასახული და ასევე შესამჩნევია ქალბატონის საცვალი.

1 ვინ არის გამოსახული პროგრამულად დამუშავებულ ფოტოზე, რომელსაც იტალიის თავდაცვის მინისტრს მიაწერენ?

გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული, ხოლო ფოტოზე გამოსახული პიროვნება არა იტალიის თავდაცვის მინისტრი, არამედ კონსტიტუციური რეფორმებისა და საპარლამენტო ურთიერთობების ყოფილი მინისტრია, ხოლო ფოტო 2014 წელს არის გადაღებული.

ფოტოზე, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული, გამოსახულია მარია ელენა ბოსკი. ის იტალიის კონსტიტუციური რეფორმების და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრად 2014 წლის თებერვალში დაინიშნა და აღნიშნულ პოსტს  2016 წლის 12 დეკემბრამდე იკავებდა.

ბოსკის ორიგინალ ფოტოებში საცვალი არ ჩანს და ის პროგრამულად არის დამუშავებული.

2 ვინ არის გამოსახული პროგრამულად დამუშავებულ ფოტოზე, რომელსაც იტალიის თავდაცვის მინისტრს მიაწერენ?

 

 

3 ვინ არის გამოსახული პროგრამულად დამუშავებულ ფოტოზე, რომელსაც იტალიის თავდაცვის მინისტრს მიაწერენ?

აღნიშნული ფოტოს დაფოტოშოპებული ვერსია 2014 წლიდან როგორც რუსულენოვან (1, 2), ისე სხვა წყაროებშიც ვრცელდებოდა.  ფოტო 2017 წელს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა გადაამოწმა. დაფოტოშოპებულ ვერსიას, ერთი მხრივ, ბოსკის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ, მეორე მხრივ, კი როგორც snopes აღნიშნავს, ფოტოს შეცდომით მელანია ტრამპსაც მიაწერდნენ.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist