ვინ არის ადამიანი, რომელსაც სანდრო ბრეგაძე ესტონეთის “დაზვერვის შეფად” ასაღებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.9k
VIEWS

24 აგვისტოს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტო აღწერით: „ესტონეთის დებილი პრეზიდენტი და მამათმავალი დაზვერვის შეფი(მარჯვნივ) -ქართული მარში დესტრუქციული ძალაა-აი ესენი რომ იტყვიან ამას მაშინ ვგრძნობ რომ უძლიერესები ვართ !!!“

3

ბრეგაძის გამოქვეყნებული Facebook-პოსტი ფოტომანიპულაციაა. სინამდვილეში ფოტოზე არა „დაზვერვის შეფი“, როგორც ამას ბრეგაძე წერს, არამედ ესტონელი მწერალი,  მთარგმნელი და კულტურის კრიტიკოსი მიკ პარნიცაა. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი კი მიკ მარანია.

სანდრო ბრეგაძის ფოტომანიპულაციის გავრცელება სოციალურ ქსელში

სანდრო ბრეგაძის Facebook-პოსტს 26 აგვისტოს მონაცემებით, 258 რეაქცია, 53 კომენტარი და 55 გაზიარება აქვს.

პოსტი ორ Facebook-ჯგუფში გააზიარეს: კახა კალაძე თბილისის მერი და პროტესტი! Protest! Протест!.

4

კრემლისტურმა მედია “News-Front Georgia-მ“ ბრეგაძის პოსტი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. აღნიშნული მასალის ბმული კი Facebook-გვერდებმა „Beka News” და „ევრაზია – საინფორმაციო სააგენტო / Eurasia – Information Agency“ გააზიარეს. ბმული გაზიარდა შემდეგ Facebook-ჯგუფებშიც: კახა კალაძე თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისის მერი, პროტესტი! Protest! Протест!, გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს ჯგუფი:Россия и Грузия- дружба навеки!, რუსთავი 21 / RUSTAVI 21.

5

გარდა ამისა, ფოტომანიპულაცია გამოაქვეყნა Facebook-გვერდმა „სარკაზმის საძმო“, გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე გაკეთებულია წარწერა: „ლეგენდარული ესტონეთის დაზვერვა“.

6

მიკ პარნიცას ფოტო მიმისთვის გამოიყენა Facebook-გვერდმა „ანტი-პარადოქსი 2“, მიმზე გაკეთებულია წარწერა: „ვინც ბელორუსის ოპოზიციას უჭერს მხარს და ლუკაშენკოს ჩამოგდება უნდა, ყველა პ*დარასტია“, CHANGE MY MIND”, მარცხენა მხარეს კი მიკ პარნიცას ფოტოა ჩასმული.

7

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2020 წლის ანგარიშში “ქართული მარშიცაა” ნახსენები. ანგარიშში “ქართული მარში” რუსეთის პროპაგანდისტული იარაღის მაგალითადაა მოყვანილი და მოხსენიებულია, როგორც ექსტრემისტული და აგრესიული მოძრაობა, რომელიც ოპონენტებთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ ერიდება. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ “ქართული მარშის” ლიდერებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთსა და მისი გავლენის მექანიზმებთან.

ფოტოს ისტორია

აღნიშნული ფოტო 2020 წლის 18 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზეა გადაღებული, რომელზეც 8 ადამიანს „ძალადობის პრევენციის ჯილდო“ გადასცეს. 8 დაჯილდოებულს შორის ერთ-ერთი ესტონელი მწერალი, მთარგმნელი და კულტურის კრიტიკოსი მიკ პარნიცაა.

ფოტოზე ცენტრში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდია, მარცხნივ კი ესტონეთის იუსტიციის მინისტრი რაივო აეგია. სწორედ აეგიმ გადასცა პარნიცას ჯილდო. მოგვიანებით კი მანვე ამოიღო პარნიცას გვარი ჯილდოს მფლობელთა სიიდან. როგორც იუსტიციის მინისტრი ოფიციალურ Facebook-გვერდზე წერს, ამის მიზეზი პარნიცას ჩაცმულობა და მის მიერ დაჯილდოებაზე წარმოთქმული სიტყვა გახდა. პარნიცამ დაჯილდოებაზე აღნიშნა, რომ ტრადიციული ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო ადგილია.

ფოტოთი მანიპულირება საქართველოს გარეთ

აღნიშნული ფოტო მანიპულაციურად გამოიყენეს პროპაგანდისტულმა გვერდებმა და ტროლებმა საქართველოს გარეთაც. ესტონურმა გამოცემამ „Õhtuleht“ 24 აგვისტოს გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ტროლების ქარხნის მიერ ფოტოთი მანიპულირებაზე საუბრობს. ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული მანიპულაციისგან განსხვავებით,  მათ მიკ პარნიცა ესტონეთის პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის საერთო შვილად მოიხსენიეს. ტვიტერზე პრორუსულმა ანგარიშმა “Логан” (@M5NZyOhxPbaRTaE) ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „ესტონეთის პრეზიდენტი მის ქმართან და „ვაჟთან“ ერთად. შენი დედაც, სიტყვები არ მყოფნის…“. პოსტს 786 გაზიარება, 631 კომენტარი და 1400 მოწონება აქვს.

8

მსგავსი შინაარსის ინგლისურენოვანი პოსტებიდან ყველაზე პოპულარული ტვიტერის ანგარიშის „Scott’s Humor-ის“ პოსტია. აღნიშნული ანგარიშს მითითებული აქვს, რომ ის რუს მწერალსა და ჟურნალისტს ეკუთვნის.

9

ბელარუსის მოვლენებთან გაავლო პარალელი ტვიტერის ანგარიშმა „Serbian Team UN SC 1244“, რომელმაც ესტონეთის პრეზიდენტის ვაჟად მოხსენიებული მიკ პარნიცა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ერთმანეთს შეადარა და სერბი ხალხის სახელით ლუკაშენკოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

10

რეალურად, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის 4 შვილი ჰყავს. მათგან ორი, სილია მარდლა და სიმ თალვიკი, პირველი ქორწინებიდან თავი თალვიკთან. ორი ვაჟი, კასპარი და გეორგი, კი მეორე ქორწინებიდან მის ამჟამინდელ მეუღლე გეორგი-რენე მაქსიმოვსკისთან.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესტონეთი
წყარო

წყარო

ქარტტ
ქართული მარში

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist