ვინ არის ადამიანი, რომელსაც “დაზვერვის შეფად” და ესტონეთის პრეზიდენტის შვილად ასაღებენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

14.8k
VIEWS

განახლება: 11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ რუსი ტურისტებისთვის ესტონეთის ვიზების გაცემის შეწვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ესტონეთში რუსეთის მოქალაქეები მასიურად შედიოდნენ, რაც ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან თანხვედრაში არ მოდიოდა. ესტონეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილების პარალელურად სოციალურ ქსელში ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული ძველი ფოტომანიპულაცია აქტიურად გავრცელდა.


10-11 აგვისტოს რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ) გავრცელდა ფოტო აღწერით: “ესტონეთის პრეზიდენტი და მისი ძვირფასი შვილი, ვინ ვინ არის, თქვენ გადაწყვიტეთ”.

იგივე ფოტო 2020 წელს საქართველოშიც ვრცელდებოდა  და  „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა აღწერით: „ესტონეთის დებილი პრეზიდენტი და მამათმავალი დაზვერვის შეფი (მარჯვნივ) – ქართული მარში დესტრუქციული ძალაა – აი ესენი რომ იტყვიან ამას მაშინ ვგრძნობ რომ უძლიერესები ვართ !!!“

კრემლისტურმა მედია “News-Front Georgia-მ“ ბრეგაძის პოსტი საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათი ფოტომანიპულაციაა. აღნიშნულ ფოტოზე არც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი და არც დაზვერვის უფროსია გამოსახული, არამედ ესტონელი მწერალი,  მთარგმნელი და კულტურის კრიტიკოსი მიკ პარნიცაა. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი კი მიკ მარანია.

ფოტოს ისტორია

აღნიშნული ფოტო 2020 წლის 18 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზეა გადაღებული, რომელზეც 8 ადამიანს „ძალადობის პრევენციის ჯილდო“ გადასცეს. 8 დაჯილდოებულს შორის ერთ-ერთი ესტონელი მწერალი, მთარგმნელი და კულტურის კრიტიკოსი მიკ პარნიცაა.  ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი კი – მიკ მარანია, იგი ფოტოზე გამოსახული არ არის. 

ფოტოზე ცენტრში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდია, ( იგი 2021 წლის 11 ოქტომბრიდან ალარ კარისმა ჩაანაცვლა) მარცხნივ კი ესტონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი რაივო აეგია. სწორედ აეგიმ გადასცა პარნიცას ჯილდო. მოგვიანებით კი მანვე ამოიღო პარნიცას გვარი ჯილდოს მფლობელთა სიიდან. როგორც აეგი ოფიციალურ Facebook-გვერდზე წერს, ამის მიზეზი პარნიცას ჩაცმულობა და მის მიერ დაჯილდოებაზე წარმოთქმული სიტყვა გახდა. პარნიცამ დაჯილდოებაზე აღნიშნა, რომ ტრადიციული ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო ადგილია.

აღსანიშნავია, რომ ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ აღნიშნული ფოტო ჰომოფობიური კონტექსტით მას შემდეგ გააზიარა, რაც ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის 2020 წლის ანგარიშში “ქართული მარშიც” მოხვდა.. ანგარიშში “ქართული მარში” რუსეთის პროპაგანდისტული იარაღის მაგალითადაა მოყვანილი და მოხსენიებულია, როგორც ექსტრემისტული და აგრესიული მოძრაობა, რომელიც ოპონენტებთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ ერიდება. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ “ქართული მარშის” ლიდერებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთსა და მისი გავლენის მექანიზმებთან.

რაც შეეხება ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდის, მას 4 შვილი ჰყავს. მათგან ორი, სილია მარდლა და სიმ თალვიკი, პირველი ქორწინებიდან თავი თალვიკთან. ორი ვაჟი, კასპარი და გეორგი, კი მეორე ქორწინებიდან მის ამჟამინდელ მეუღლე გეორგი-რენე მაქსიმოვსკისთან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესტონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist